ვიყიდოთ თუ არა სათვალე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიყიდოთ თუ არა სათვალე

საბედნიეროდ, მათ ნაწილს ოზონის შრე აკავებს, ნაწილს კი დედამიწის ატმოსფერო შთანთქავს.

ბავშვებს თვალები მზის სხივების მიმართ გაცილებით მგრძნობიარე აქვთ და შეიძლება, ფოტოკერატიტი განუვითარდეთ. ფოტოკერატიტი თვალის რქოვანასა და კონიუნქტივის დამწვრობაა. ის ვლინდება მხედველობის დაკარგვით (ისევე, როგორც შესადუღებელ აპარატთან უსათვალოდ მუშაობისას), ტკივილით, ცრემლდენით, წვით, გაწითლებით და ბლეფაროსპაზმით - ქუთუთოები ისე იხურება, თითქოს თვალებს ვეღარასოდეს გავახელთ.

მოწიფულ ასაკში A ულტრაიისფერი სხივების ბროლზე ზემოქმედება მის ნაადრევ დაბერებასა და კატარაქტას იწვევს. ბავშვებს ბროლის ცენტრში აქვთ "სარკმელი", რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას ბადურა გარსისკენ ატარებს და მისი დაზიანების რისკს ზრდის. ღია ფერის თვალებისა და კანის პატრონებს უფრო დიდი აქვთ მზისმიერი მაკულარული დამწვრობის აღმოცენების ალბათობა. მაკულარული დამწვრობა ბროლის იმ უბნის გათხელებაა, რომელიც მხედველობის ყველაზე მაღალ სიმახვილეზეა პასუხისმგებელი.

მზის სხივების ზემოქმედება საშიშია თვალის კონიუნქტივაში კეთილთვისებიანი (პტერიგიუმი და პინგვეკულა) და ავთვისებიანი (კარცინომა და მელანომა) წარმონაქმნების აღმოცენების შესაძლებლობის გამო.

სამხრეთში მზის რადიაცია უფრო მაღალია. გარდა ამისა, წყლიდან აირეკლება სინათლის სპექტრის მოკლეტალღოვანი ნაწილი, რაც თვალის დაზიანების ალბათობას ზრდის.

როგორ გავაკეთოთ არჩევანი

პატარა ბავშვმა მზის სათვალე 1 წლის ასაკიდან შეიძლება ატაროს. უპირატესობა ენიჭება სათვალეს ფოტოქრომული ლინზებით (ე.წ. ქამელეონებს). მათი სიმუქე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით იცვლება.

ლინზა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ყავისფერი და მონაცრისფრო-მოყავისფრო. მათ მინერალური შუშისგან ან პოლიმერისგან ამზადებენ. მინის ლიზნები ნაკლებად იკაწრება, მაგრამ უფრო მძიმეა და შეიძლება გატყდეს, ბავშვებისთვის კი მსუბუქი და გამძლე მასალა სჯობს, რათა დაცემის შემთხვევაში ნამსხვრევებად არ იქცეს და თვალი არ დააზიანოს. სწორედ ასეთია პოლიმერული ლინზები, თუმცა ეს მასალა რბილია და ადვილად იკაწრება, ამიტომ უმჯობესია, დაზიანებისა და ნაკაწრებისგან დამცავი სპეციალური ფენით დაფარული ლინზები შევარჩიოთ.

თუ ბავშვს რეფრაქციის დარღვევა (მიოპია) აქვს, გირჩევთ, შეიძინოთ ფოტოქრომული ლინზები, რომლებშიც შერწყმულია რეფრაქციის კორექცია (შუშა მინუსით) და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა.


ფოტოქრომული ლინზები ტემპერატურის ცვალებადობაზე რეაგირებს. რაც უფრო ცივა, მით უფრო მუქდება ლინზა. ამის გამო სჯობს, საზაფხულოდ შევიძინოთ ლინზები გამუქების საწყისი კოეფიციენტით. ეს ნიშნავს, რომ ლინზა გარკვეული ხარისხით მუქი იქნება, მზის სინათლის სიკაშკაშის მიხედვით კი სიმუქის ინტენსივობა კიდევ უფრო მოიმატებს. გაითვალისწინეთ: ერთნაირ პირობებში ნაცრისფერი ლინზები უფრო უკეთ მუქდება, ვიდრე ყავისფერი.

ფოტოქრომულ ლინზებს "ვარჯიში" სჭირდება - მანამდე უნდა ვატაროთ, ვიდრე მზის სხივების ზემოქმედებით სწრაფად არ დაიწყებს გამუქებას. "ვარჯიში" აუცილებელია, თუ სათვალე დიდი ხნის განმავლობაში არ ამოგიღიათ ჩანთიდან. მაქსიმალური ჩამუქება, რომელსაც ასეთი ლინზა იძლევა, 80%-ია.

საზოგადოდ, მზისგან დამცავი სათვალეები სამნაირია:

  • კოსმეტიკური, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 70%-ს შთანთქავს;
  • ზოგადი დანიშნულების, რომელიც ულტრაიისფერი სხივების 95%-ს შთანთქავს;
  • სპეციალური, ულტრაიისფერი სხივების 99%-ის შთანთქმის უნარით.

ბავშვებისთვის რეკომენდებულია სათვალე, რომელიც ულტრაიისფერ გამოსხივებას 99-100%-ით შთანთქავს. ზოგიერთი მწარმოებელი ამ თავისებურების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს "შთანთქმა 400 ნმ-მდე". ასეთ ლინზებს აქვს აღნიშვნა: UV 400.

თუ სათვალე უკვე შეიძინეთ, შემოაწმეთ მისი ვარგისობა: თუ სათვალის ტარებისას თვალების ირგვლივ ნამზეური არ გაჩნდა, ესე იგი შუშა ულტრაიისფერ გამოსხივებას არ ატარებს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ძალიან მუქი და ძალიან ბაცი სათვალე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან ზოგჯერ ერთნაირად გვიცავს. ასე რომ, შუშის ფერი არაფერს ნიშნავს. მეტიც: ზოგჯერ მუქი სათვალე ულტრაიისფერ სხივებს ატარებს, რაც კიდევ უფრო საშიშია - ბუნებრივი განათების სიმცირის გამო გუგა ფართოვდება, შუშა კი ულტრაიისფერ გამოსხივებას ვერ აკავებს და ის თვალზე უფრო ინტენსიურად მოქმედებს.

ძალიან მნიშვნელოვანია სათვალის ჩარჩო. ბავშვები მას ღეჭავენ, გრეხენ, კაწრავენ, ამიტომ ჩარჩო საკმაოდ გამძლე უნდა იყოს.

ალერგიული პატარებისათვის მზადდება სპეციალური სათვალეები, რომელთა ჩარჩოც ნიკელს არ შეიცავს (ამას სპეციალური აღნიშვნა გვამცნობს).

ჩარჩო ისეთი უნდა შევარჩიოთ, რომ პატარას სახეს კარგად მოერგოს და ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობდეს.

დაბოლოს, სათვალის შეძენისას არ დაგავიწყდეთ მისი შესანახი შალითა.