რა მიგვანიშნებს, რომ ზედმეტ მარილს ვღებულობთ და რა მოჰყვება ამას შედეგად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მიგვანიშნებს, რომ ზედმეტ მარილს ვღებულობთ და რა მოჰყვება ამას შედეგად?

ყველა დაუმუშავებელ საკვებში დაბალი შემცველობის ნატრიუმია, მათ შორის ბოსტნეულში, ხილში, თხილეულში, ხორცში, მარცვლეულსა და რძის ნაწარმში.

მარილი კუნთების მოდუნებასა და შეკუმშვას უწყობს ხელს. ის წყლისა და მინერალების დაბალანსებას უწყობს ხელს.

ჩვენს ორგანიზმს მცირე რაოდენობით მარილი სჭირდება.

ყოველდღიურად, დაახლოებით, 1500 მილიგრამი.

მისი დიდი რაოდენობით მიღება ინსულტის, გულის დაავადებებისა და მაღალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ნიშნები იმისა, რომ დიდი რაოდენობით მარილს ღებულობთ

• შებერილობა

ზედმეტი მარილი მუცლის შებერილობას იწვევს.

ის სხეულში წყალს აკავებს, შედეგად ორგანიზმში სითხე გროვდება.

საკვები უნდა შეიცავდეს ნატრიუმს, თუმცა არ არის აუცილებელი, მას მარილის გემო ჰქონდეს.

• მაღალი არტერიული წნევა

ჰიპერტენზიის მიზეზი ბევრი რამ არის, თუმცა მას დიდი რაოდენობით მარილიც იწვევს.

წნევის ცვლილება თირკმელების საშუალებით ხდება, მარილი კი მათ მუშაობას ართულებს.

თირკმელებს არასაჭირო სითხის მოშორება უჭირთ, შედეგად წნევა იზრდება.

• შეშუპება

სახის, ფეხების, ტერფების, ხელების შეშუპება ორგანიზმში ნატრიუმის დიდ ოდენობაზე მიუთითებს.

• წყურვილის შეგრძნება

პირის სიმშრალე და მუდმივად წყლის სურვილი, დიდი რაოდენობით მარილის მიღებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

თქვენი ორგანიზმი დეჰიდრატირებულია, ის უჯრედებიდან ვეღარ ღებულობს საკმარის სითხეს.

• წონაში მატება

რამდენიმე დღეში კილოგრამები მოიმატეთ? გადახედეთ კვების რაციონს, დიდი დოზით ნატრიუმი სითხის შეკავებას გამოიწვევდა, რაც თქვენს წონაზე აისახა.

• ხშირი შარდვა

ერთგვარი ციკლი იქმნება. მიირთმევთ ბევრ მარილს, სვამთ დიდი რაოდენობით წყალს და ხშირად „მოგზაურობთ“ ტუალეტში.

• ძილის პრობლემები

ძილის წინ მარილის მიღება არ არის რეკომედებული. ის ძილის დაღვევას, ღამით გამოღვიძებას, დაღლილობის შეგრძნებასა და რიგ პრობლემებს შეგიქმნით.

• სისუსტე

როცა სისხლში დიდი რაოდენობით მარილია, წყალი ცდილობს მის გამოდევნას უჯრედებიდან, შედეგად სისუტესა და დაღლილობას, მოთენთილობას განიცდით.

• კუჭის პრობლემები

დიარეა, გულისრევის შეგრძნება კვების რაციონში ზედმეტი მარილით შეიძლება იყოს განპირობებული.

დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ ორგანიზმს რეჰიდრატაციაში დაეხმაროთ.

გრძელვადიანი ეფექტები, რომელსაც ზედმეტი მარილი იწვევს

უამრავი მოკლევადიანი ეფექტის გარდა, მან შეიძლება გამოიწვიოს:

• თავის ტკივილები

• გულის კუნთის გადიდება

• გულის უკმარისობა

• ქრონიკული ჰიპერტენზია

• თირკმელების დაავადება

• ქვები თირკმელებში

• ოსტეოპოროზი

• ინსულტი

• კუჭის კიბო

დაბოლოს, რჩევები

• მოერიდეთ გაყინულ ხორც-პროდუქტებს

• არ მიირთვათ სუნელებით შეკაზმული საკვები, ასევე სოუსები

• დააკვიდით პროდუქტის ეტიკეტს, შეიძინეთ ის, რომელიც არ შეიცავს ნატრიუმს.