ისინი მედიკამენტების ეფექტურობას ამცირებენ - რომელი პროდუქტები და წამლებია ერთმანეთთან შეუთავსებელი?
ამიტომ, პრეპარატების მიღებისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ იმ პროდუქტების სია, რომელმაც ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება იქონიოს წამლის ეფექტურობაზე.
გრეიპფრუტი
• ციტრუსის ეს სახეობა კუჭ-ნაწლავის უჯრედებზე ზემოქმედებს.გრეიპფრუტი 50-ზე მეტი სახეობის მედიკამენტზე ახდენს ზეგავლენას.
ის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას ამცირებს, ხოლო ქოლესტერინისას, პირიქით.
რძე
• რძის მიღებამ შეიძლება ანტიბიოტიკების მოქმედებასა და გადამუშავებას შეუშალოს ხელი.ამის მიზეზი მის შემადგენლობაში შემავალი მინერალებია, როგორებიცაა კალციუმი და მაგნიუმი, ასევე, ცილა კაზეინი.
შოკოლადი
• დამამშვიდებელი და საძილე მედიკამეტების ეფექტურობა შეიძლება შოკოლადმა შეამციროს, განსაკუთრებით - შავმა შოკოლადმა.თუმცა, ის ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებას აძლიერებს, მაგალითად, სტიმულატორების ჯგუფს.
რკინის დანამატი
• რკინის დანამატი ზეგავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, კერძოდ ჰიპოთირეოიზმის სამკურნალო ჰორმონებზე.ამიტომ, თქვენთვის შესაბამისი ვიტამინი და მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
ალკოჰოლი
• ალკოჰოლი ზოგიერთ მედიკამენტს უსარგებლოსაც კი ხდის.განასაკუთრებით წნევისა და გულის პრეპარატების ეფექტურობას ამცირებს.
ყავა
• ყავა ანტიფსიქოზური პრეპარატების სარგებლიანობას ამცირებს, მაგალითად ლითიუმის და კლოზაპინის.ართულებს რკინის ათვისებას. გვერდითი მოვლენები შეიძლება იქონიოს ასპირინზე, ეპინეფრინზე და სხვ.
ანტიჰისტამინები
• ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს და ზოგადად, ალერგიულ რეაქციებს ანტიჰისტამინები ამსუბუქებენ, მაგრამ მათ წნევის წამლების ეფექტურობის შემცირება და გულის ცემის გახშირება შეიძლება გამოიწვიონ.ექიმი სწორად შეგირჩევთ შესაბამის წნევისა და ალერგიის მედიკამენტებს.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლები
• ისინი კრუნჩხვების შემცირების მიზნით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში.
თუმცა, ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოქმედებას ასუსტებს.
ასევე, როგორც ირკვევა მისი მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად, შესაძლოა, მრავალი გევრდითი ეფექტის მომტანი აღმოჩნდეს.
K ვიტამინი
• თუ ვარფარინს იყენებთ, რომელიც სისხლის გამათხელებლი, თრომბის საპროფილაქტიკო მედიკამენტია, უნდა აკონტროლოთ K ვიტამინის რაოდენობა.დიდი რაოდენობით ვიტამინის შემცველი საკვები ვარფარინს ნაკლებად ეფექტურს ხდის.
აღნიშნული ვიტამინი ბროკოლში, ოხრახუშში, კომბოსტოში და ისპანახშია.