გრეიპფრუტი
• ციტრუსის ეს სახეობა კუჭ-ნაწლავის უჯრედებზე ზემოქმედებს. გრეიპფრუტი 50-ზე მეტი სახეობის მედიკამენტზე ახდენს ზეგავლენას.
ის ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას ამცირებს, ხოლო ქოლესტერინისას, პირიქით.
რძე
• რძის მიღებამ შეიძლება ანტიბიოტიკების მოქმედებასა და გადამუშავებას შეუშალოს ხელი. ამ
შოკოლადი
• დამამშვიდებელი და საძილე მედიკამეტების ეფექტურობა შეიძლება შოკოლადმა შეამციროს, განსაკუთრებით - შავმა შოკოლადმა.თუმცა, ის ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებას აძლიერებს, მაგალითად, სტიმულატორების ჯგუფს.
რკინის დანამატი
• რკინის დანამატი ზეგავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, კერძოდ ჰიპოთირეოიზმის სამკურნალო ჰორმონებზე.ამიტომ, თქვენთვის შესაბამისი ვიტამინი და მედიკამენტები ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
ალკოჰოლი
• ალკოჰოლი ზოგიერთ მედიკამენტს უსარგებლოსაც კი ხდის.განასაკუთრებით წნევისა და გულის პრეპარატების ეფექტურობას ამცირებს.
ყავა
ართულებს რკინის ათვისებას. გვერდითი მოვლენები შეიძლება იქონიოს ასპირინზე, ეპინეფრინზე და სხვ.
ანტიჰისტამინები
• ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს და ზოგადად, ალერგიულ რეაქციებს ანტიჰისტამინები ამსუბუქებენ, მაგრამ მათ წნევის წამლების ეფექტურობის შემცირება და გულის ცემის გახშირება შეიძლება გამოიწვიონ. ექიმი სწორად შეგირჩევთ შესაბამის წნევისა და ალერგიის მედიკამენტებს.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლები
• ისინი კრუნჩხვების შემცირების მიზნით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში.
თუმცა, ის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოქმედებას ასუსტებს.
ასევე, როგორც ირკვევა მისი მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად, შესაძლოა, მრავალი გევრდითი ეფექტის მომტანი აღმოჩნდეს.
K ვიტამინი
• თუ ვარფარინს იყენებთ, რომელიც სისხლის გამათხელებლი, თრომბის საპროფილაქტიკო მედიკამენტია, უნდა აკონტროლოთ K ვიტამინის რაოდენობა. დიდი რაოდენობით ვიტამინის შემცველი საკვები ვარფარინს ნაკლებად ეფექტურს ხდის.
აღნიშნული ვიტამინი ბროკოლში, ოხრახუშში, კომბოსტოში და ისპანახშია.