ჭარხლის წვენი თავის ტვინის სისხლძარღვებისთვისაა სასარგებლო
გარკვეული ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას. აღნიშნული ბაქტერიები კი განაპირობებენ სისხლძარღვების სიჯანსაღესა და თავის ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას.
ჭარხალი, ისპანახი, ნიახური მდიდარია არაორგანული ნიტრატებით. პირის ღრუს მრავალი ბაქტერია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიტრატების აზოტის ოქსიდად გარდაქმნაში.
აღნიშნული ნაერთი არეგულირებს სისხლძარღვების მდგომარეობას და თავის ტვინის ნეირონებს შორის იმპულსების გადაცემას. ხანდაზმულ ადამიანებში, როგორც წესი, ქვეითდება აზოტის ოქსიდის გამომუშავება, რასაც უკავშირდება სისხლძარღვების მდგომარეობისა და კოგნიტიური ფუნქციების გაუარესება.
26 ხანდაზმული ჯანმრთელი მოხალისე, 10 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ იღებდა ჭარხლის წვენს ან პლაცებოს. როგორც აღმოჩნდა, ცალკეული ბაქტერიების შედარებით მაღალი დონე და Prevotella-Veillonella და Clostridium difficile ბაქტერიების დაბალი დონე, უკავშირდება კარგ სისხლძარღვოვან და კოგნიტიურ სტატუსებს.
მეცნიერების თქმით, წვენის საშუალებით მიკროფლორის შესაცვლელად საჭირო იყო 10 დღე. ამასთან სისტოლური არტერიული წნევა, წვენი გამოყენების შედეგად შემცირდა 5 ვერცხწყ.სვ-ით.