კოლაგენი - ცილა, რომელიც კანის, სახსრების, კუნთების სიმკვრივეს უზრუნველყოფს - როგორ შევივსოთ მისი მარაგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაგენი - ცილა, რომელიც კანის, სახსრების, კუნთების სიმკვრივეს უზრუნველყოფს - როგორ შევივსოთ მისი მარაგი

ის ორგანიზმის ცილების მესამედს შეადგენს. კოლაგენი აუცილებელი კომპონენტია ჯანმრთელი სახსრებისთვის და სახის კანისთვის. მისი მეშვეობით, კანი ელასტიკურობას ინარჩუნებს, რაც ნაოჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

mkurnali.ge

მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კოლაგენი დანამატის სახით აქტიურად გამოიყენება. რამდენად უჭერენ მხარს მეცნიერები ამ გადაწყვეტილებას ?

თუ სწორად იკვებებით, ორგანიზმი საჭირო რაოდენობის კოლაგენს გამოიმუშავებს. არის თუ არა დანამატების სახით არსებული კოლაგენი უსაფრთხო და შედეგიანი, ამასთან დაკავშირებით საკმარისი კვლევები არ არსებობს.

სიტყვა "კოლაგენი" ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და წებოს ნიშნავს. მისი ძლიერი ბოჭკოები წებოს მსგავსად მოქმედებს სხეულის სხვადასხვა ორგანოებზე:

• კუნთებზე

• მყესებზე

• ძვლებზე

• იოგებზე

• კანზე

ორგანიზმში 16 სახის კოლაგენი გვაქვს. ძირითადად კი 3 ტიპისაა.

პირველი ტიპის კოლაგენი აშენებს

• კანს

• ძვლებს

• მყესებს

• იოგებს

მეორე ტიპის კოლაგენი ხელს უწობს

• ხრტილების განვითარებას ძვლებს შორის, ყურებსა და ცხვირში.

მესამე ტიპი

მესამე ტიპის კოლაგენი კუნთებსა და სისხლძარღვებზეა პასუხისმგებელი.

ასაკის მატებასთან ერთად, ნაკლები კოლაგენი გამომუშავდება. როდესაც, მისი რაოდენობა ორგანიზმში კლებულობს, ეს შემდეგი სიმპტომებით ვლინდება :

• სახსრების ტკივილი

• მყესებისა და იოგების დაჭიმვა (ისინი გამაგრებულია)

• კუნთების სისუსტე

• უფერული კანი

რა ამცირებს კოლაგენს?

მზის სხივები

ზედმეტი ულტრაიისფერი სხივები კოლაგენის ბოჭკოებს აზიანებს, რაც ნაოჭების მაპროვოცირებელია.

თამბაქო

მასში შემავალი ქიმიკატები ხელს უწყობს კოლაგენის დაზიანებას, შედეგად კანის ნაადრევ სიბერესა და ნაოჭებს.

• შაქარი

დიდი რაოდენობით შაქრის მიღება კანს ელასტიკურობას უკარგავს, რაც შაქრის კოლაგენზე ზემოქმედების შედეგია.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლაგენის, როგორც დანამატის, გამოყენება არ კურნავს აკნეს, ეგზემას, ან ატოპიურ დერმატიტს.

ასევე, მცდარია მოსაზრება, რომ ის წონის კლებას უწყობს ხელს. ამის არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

რამდენად ეფექტურია კოლაგენის შემცველი საცხები?

სახის საცხები, რომლებიც სინთეზურ კოლაგენს შეიცავს, ვერ უზრუნველჰყოფს ორგანიზმში ცილის გამომუშავებას.

ისინი მხოლოდ დამცავ ბარიერს ქმნიან და სახის კანიდან წყლის დაკარგვას უწყობენ ხელს.

მათი დახმარებით, კოლაგენის რაოდენობა არ იზრდება. იმისათვის, რომ კანის პრობლემები ავირიდოთ, სჯობს ადრეული ასაკიდან, მოვერიდოთ მზის ულტრაიისფერ სხივებს. განსაკუთრებით, მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები.

რომელი საკვებია კოლაგენის წყარო?

იმისათვის, რომ ცილა კოლაგენი ორგანიზმში გამომუშავდეს, მას ორი მნიშვნელოვანი ამინომჟავა - გლიცინი და პროლინი სჭირდება. აღნიშნული მჟავები, მაღალ ცხიმოვან საკვებშია. როგორებიცაა :

• ქათამი

• თევზი

• საქონლის ხორცი

• კვერცხი

• რძის პროდუქტები

• ლობიო

ასევე, სასარგებლოა:

• C ვიტამინი

მიირთვით ციტრუსი, პომიდორი.

• თუთია და სპილენძი

მიირთვით მარცვლეული, ლობიო, კაკალი.

ბულიონი

mkurnali.ge

ხორცის ძვლის ბულიონი გვეხმარება საჭირო კოლაგენის ათვისებაში.

ცხოველის ძვლები უნდა მოხარშოთ წყალში 1-2 საათი, ამ დროს კოლაგენის ცილები გამოდის ძვლებიდან, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი პირდაპირ არ ღებულობს, თუმცა ის ამინომჟავებად იშლება, რაც ცილის ქსოვილის შენებას უწყობს ხელს.