ყაბზობა, მენოპაუზა, ფეხის სოკო, ჰერპესი, მშრალი კანი და ტოქსიკოზი - როგორ ვებრძოლოთ მარტივი მეთოდებით? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყაბზობა, მენოპაუზა, ფეხის სოკო, ჰერპესი, მშრალი კანი და ტოქსიკოზი - როგორ ვებრძოლოთ მარტივი მეთოდებით?

მარტივი საშუალებები, რომლებსაც მეცნიერებიც მხარს უჭერენ და კვლევებითაც დასტურდება მათი ეფექტიანობა:

ქლიავის ჩირი ყაბზობისთვის

mkurnali.ge

ერთხელ მაინც თუ შეუწუხებიხართ რამდენიმედღიან შეკრულობას, გეცოდინებათ, რომ ის ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება.

ყველასათვის ცნობილია, რომ ბოჭკოვანი საკვებისა და წყლის კომბინაცია ყაბზობის დროს მნიშვნელოვანია.

ორგანიზმის ჰიდრატაცია და ბოჭკოს შემცველი საკვები ასტიმულირებს ნაწლავურ მიკროფლორას.

კვლევები ადასტურებს, რომ ქლიავი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას უწყობს ხელს.

ასევე, ყაბზობასთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა ფსილიუმი.

ჩატარებული 14-კვირიანი კვლევების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქლიავი მეტად ეფექტურია, ვიდრე ფსილიუმი.

მეცნიერების აზრით, ქლიავში არის ბოჭკოზე უფრო მნიშვნელოვანი ნივთიერება, რომელიც შეკრულობის პრობლემას უმკლავდება.

ის შეიცავს სორბიტს, რომელიც ნაწლავებში წყლის მიმოცვლას ასტიმულირებს.

თუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი გაქვთ, ქლიავის ჩირი ვერ დაგეხმარებათ.

მან, შესაძლოა, მდგომარეობა გააუარესოს კიდევაც.

ამიტომ, სჯობს, ექიმს ესტუმროთ.

შვრია მშრალი კანისთვის

mkurnali.ge

მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ შვრიის ნიღბის გამოყენებას სახის კანის მოვლისთვის.

მას დამატენიანებელი ეფექტი აქვს.

მის შემადგენლობაში სახამებელია, რომელიც წყალთან შერევისას ბლანტი ხდება.

სწორედ ეს ბლანტი ფენა ეხმარება კანს დატენიანებასა და ჰიდრატაციაში.

ის ასევე ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ქავილის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.

შვრია უამრავ კომპონენტს შეიცავს, რომელიც ანთებას აცხრობს.

ებრძვის სახის კანის ანთებით კერებში არსებულ ტკივილს, შესიებას, ქავილსა და სიწითლეს.

შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს - ავენანთრამიდებს, რომელიც ამშვიდებს ქავილისკენ მიდრეკილ კანს, ამცირებს ჰისტამინების რაოდენობას.

შვრიას ანტიოქსიდანტური ეფექტიც გააჩნია.

გამოიყენეთ კოლოიდური შვრია. შეგიძლიათ სახლში დაფქვათ.

ჯინჯერი

mkurnali.ge

ორსულობის პირველ ტრიმესტრში სისუსტე, ღებინება (ტოქსიკოზი) - ბევრ ქალს აწუხებს.

პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებები ეფექტურია, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ის ნაყოფისთვის?

ჯინჯერი თავისი სამკურნალო თვისებებით უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ მცირე რაოდენობით მის გამოყენებას ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ის სეროტონინის რეცეპტორებს აფერხებს როგორც ნერვულ სისტემაში, ასევე კუჭში.

ჯინჯერი ყოველთვის 100%-ით ეფექტური არ არის, როგორც მედიკამენტები.

თუმცა, ნამდვილად უსაფრთხო საშუალებაა. მის სასმელს ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტებს მედიკამენტურ თერაპიამდე.

ნიორი და „ათლეტის ფეხი“

mkurnali.ge

„ათლეტის ფეხი“ - ეს არის ფეხზე არსებული გამონაყარი, რომელსაც სოკოვანი ინფექცია იწვევს.

დამახასიათებელია გამონაყარი ფეხის თითებს შორის. სოკოს თბილი და ნესტიანი გარემო უყვარს, ამიტომ სპორტსმენის ტერფი არის მათთვის ხელსაყრელი ადგილი გამრავლებისთვის.

ნივრის შემცველი მალამოები ეფექტურია სოკოს წინააღმდეგ, ისინი რამდენიმე კვირაში სოკოს ანადგურებენ.

ახალგახეხილი ნიორი, ან მისი ზეთი კი რამდენიმე დღეში დაგავიწყებთ დაავადებას.

ნიორი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მას ამ თვისებებს ალიცინი (ნივთიერება, რომელიც ნივრის სპეციფიკურ სუნს განაპირობებს) ანიჭებს.

წაისვით გახეხილი ნიორი ფეხის თითების ირგვლივ.

სოიო „ალებისთვის“

mkurnali.ge

მენოპაუზის დროს ჰორმონალური ბალანსის ცვლილებას ე.წ „ალები“ ახასიათებს, რომლის სამკურნალოდაც ჰორმონალური თერაპია გამოიყენება.

ასევე, აღმოჩნდა, რომ სოიოს შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებები იზოფლავონები ეფექტურია „ალებთან“ საბრძოლველად.

ისინი სტრუქტურულად ჰორმონ ესტროგენს ჰგავს, ამიტომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ ჰორმონის მსგავსად.

კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ იზოფლავონები ამცირებენ უეცარ წამოხურებებს. აქვთ ხანგრძლივი ეფექტი, რომელიც რამდენიმე თვე ნარჩუნდება.

სოიოს ჰორმონოთერაპიაზე უკეთესი შედეგი არ აქვს, თუმცა მისი დამატება კვების რაციონში მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ.

ლიმონის ეთერზეთი და ჰერპესი

mkurnali.ge

ჰერპესის მტკივნეული ბუშტუკები უამრავ ადამიანს აწუხებს.

აციკლოვირი ჰერპესული ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენება.

ის საკმაოდ ძვირად ღირებული საშუალებაა. შესაძლოა, ვირუსმა მედიკამეტის წინააღმდეგ მდგრადობა გამოიჩინოს.

ამიტომ, შეგიძლიათ, ლიმონის ეთერზეთი სცადოთ. ზოგადად, ეთერზეთები ჰერპესის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია.

2003 წლის კვლევების თანახმად კი, ლიმონის ეთერზეთის მცირე კონცენტრაციაც კი ვირუსის გარკვეულ ნაწილს ანადგურებს, რაც მასში შემავალი C ვიტამინის დამსახურებაა.