რა საფრთხის შემცველია მიკროტალღურ ღუმელში შემთბარი საკვები ჯანმრთელობისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საფრთხის შემცველია მიკროტალღურ ღუმელში შემთბარი საკვები ჯანმრთელობისთვის?

გიფიქრიათ, რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ეს რუტინული ქმედება?

როგორც კვლევებით ირკვევა, მისი ხშირი გამოყენება ძალიან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ამასთანავე, არანაირი აზრი არ აქვს დაბალკალორიული ან ჯანსაღი პროდუქტის სარგებლიანობას, თუ მათ მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსებთ.

როგორც უკვე ვთქვით, ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის უწყვეტი მოხმარება ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

კონკრეტულად რა ზეგავლენას ახდენს ის საკვებსა და ორგანიზმზე?

• მიკროტალღურ ღუმელში საკვები პროდუქტის გაცხელებისას, ის მასში შემავალ საკვებ ნივთიერებებს კარგავს.

ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი „მკვდარ საკვებად“ გადაიქცევა, რომელიც სასარგებლო მიკროელემეტებისა და ვიტამინებისაგან სრულებით დაცლილია, ვინაიდან მას მიკროტალღური ღუმელი "იწოვს".

ის პროდუქტს მოლეკულურ სტრუქტურას უცვლის, რაც შემადგენელ ნივთიერებებზეც მოქმედებს.

• B12 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის.

მისი შემცველი საკვების მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებით, თქვენ ამ ვიტამინის შემცველობას საკვებ პროდუქტებში ანადგურებთ.

მეცნიერებმა შეისწავლეს ვიტამინ B12 -ზე მიკროტალღური ღუმელის ზემოქმედება, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ვიტამინის 30-40%-ს კარგავს საქონლისა და ღორის ხორცი, ასევე რძე, ღუმელში შეთბობისას.

• ის დედის რძეს იმუნურ თვისებებს აკარგვინებს.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ 18-ჯერ შემცირდა დედის რძეში ლიზოციმის რაოდენობა და ეფექტურობა, ასევე გაიზარდა მავნე ბაქტერიების რაოდენობა.

30 წამის განმავლობაში გათბობისას, როგორც დაბალ, ასევე მაღალ ტემპერატურაზე რძე სასარგებლო თვისებებს კარგავს.

• თუ პლასტმასში გახვეულ საკვებს ათავსებთ მიკროტალღურ ღუმელში, მასში კანცეროგენული ნივთიერებების მოხვედრას უზრუნველყოფთ, ასევე - სხვადასხვა საზიანო ტოქსინის, რომელიც შემდეგ თქვენს ორგანიზმში ხვდება.

• შვეიცარიული კვლევების თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებულ ბოსტნეულსა და რძეს მიირთმევენ, სისხლის ცვლილებები აღინიშნება.

კვლევის 8 მონაწილემ სხვადასხვა გზით მოამზადა საკვები მიკროტალღურ ღუმელში, ასევე მიირთმევდნენ მასში გაცხელებულ პროდუქტებს.

შედეგად, მათ ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედები შემცირდა და თეთრი უჯრედები გაიზარდა. ასევე, ქოლესტერინის დონემაც მოიმატა.

მისი გამოსხივება ზემოქმედებს თქვენი სისხლის შემადგენლობაზე, ასევე გულისცემაზე.

• არაიონიზირებული გამოსხვივება ზემოქმედებს გულის კუმშვის ფუნქციაზე და გულისცემის სიხშირეზე.

თუ არითმია და გულმკერდის ტკივილი გაქვთ, უნდა მოერიდოთ მიკროტალღურ ღუმელში შემთბარ საკვებ პროდუქტებს.