რატომაა საშიში ობის სოკო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომაა საშიში ობის სოკო

ცალკეული ობის სოკოები ადამიანისთვის უსაფრთხოა და კვების მრეწველობაშიც კი იყენებენ (ყველისა და ღვინის წარმოებაში). ადამიანის ორგანიზმს ობის სოკოების მიმართ მაღალი მდგრადობა ახასიათებს.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ორგანიზმი არ არის ჯანმრთელ მდგომარეობაში. ამ დროს მთელი რიგი სოკოებისა შეიძლება მისთვის პათოგენური და დაავადების გამომწვევი აღმოჩნდეს.

ობის სოკოები ცხოველმყოფელობის პროცესში გამოყოფენ მთელ რიგ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანისთვის შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს და გამოიწვიოს ესა თუ ის შედეგი - მოწამვლა, თირკმელებისა და ღვიძლის მხრივ გართულებები.

თავისთავად სპორა მცირე ზომის ორგანული ნაწილაკია. კანზე, ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, მან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია და გაართულოს ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა.

ზოგჯერ, იმუნური სისტემის არასრულფასოვნად მუშაობისას, ორგანიზმი დასუსტებულია. ეს განსაკუთრებით პოსტოპრაციულ პერიოდში, ხანდაზმულ ადამიანებში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში აღინიშნება. ამ დროს მნიშვნელოვან დამცველობით როლს ასრულებენ ადამიანის სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც სოკოებისა და სხვა პათოგენური ფლორის კონკურენტებად გვევლინებიან.