იღებ იმას, რაც შენს ორგანიზმს სჭირდება? - გაიგე, რომელი ვიტამინი გაკლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იღებ იმას, რაც შენს ორგანიზმს სჭირდება? - გაიგე, რომელი ვიტამინი გაკლია

საუკეთესო საშუალება საჭირო ვიტამინების მისაღებად არის საკვები.

ვიტამინები თქვენს იმუნურ სისტემას აძლიერებენ, უჯრედებს სასიცოცხლო ენერგიას მატებენ.

დაღლილობა

mkurnali.ge

მთელი ღამე კარგად გამოიძინეთ და დაისვენეთ, თუმცა თავს საშინლად დაღლილად გრძნობთ.

ეს რკინის, ან ვიტამინ B12-ის დეფიციტზე შეიძლება მიუთითებდეს.

ორივე მნიშვნელოვანი ელემენტია სისხლის წითელი უჯრედებისთვის, რომლებიც ჟანგბადს აწვდის ჩვენს ორგანიზმს.

უმიზეზოდ დაღლილობისას კვების რაციონში მჭლე ხორცი, ლობიო და ბურღულეული უნდა შეიტანოთ.

თავის ტკივილი

mkurnali.ge

თავის ტკივილს , შესაძლოა, მაგნიუმის ნაკლებობა იწვევდეს.

ეს მიკროელემენტი თქვენი ნერვული სისტემისთვის აუცილებელია, ასევე სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. 400მგ მაგნიუმის მიღება ყოველდღიურად სასარგებლოა შაკიკის დროს.

მიირთვით კაკალი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ლობიო.

მშრალი თვალები

mkurnali.ge

შესაძლოა, ალერგიის, ან კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნის შედეგი იყოს თქვენი გამომშრალი თვალები.

თუმცა, ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის ნაკლებობაც ანალოგიურ შედეგს იძლევა. მიირთვით ომეგა-3-ის შემცველი თევზეული, მაგალითად ორაგული.

კანის სიმშრალე და ქავილი

mkurnali.ge

რიბოფლავინის, ანუ B2 ვიტამინის ნაკლებობა კანზეც მოქმედებს. ის ადვილად ღიზიანდება და დერმატიტის განვითარების წინაპირობა იქმნება.

მიირთვით ბროკოლი, კვერცხი.

თმის ცვენა

mkurnali.ge

თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი მინერალების დისბალანსია, განსაკუთრებით - 50 წლამდე ქალებში.

თქვენს თმას სიჯანსაღეს რკინის შემცველი საკვებით შეუნარჩუნებთ ( ლობიო, თხილეული, მჭლე ხორცი).

ღრძილებიდან სისხლდენა

mkurnali.ge

მიზეზი, ძირითადად, ღრძილების პრობლემაა, თუმცა ის შეიძლება C ვიტამინის ნაკლებობამაც გამოიწვიოს.

მიირთვით დიდი რაოდენობით ციტრუსი.

კუნთების სისუსტე

mkurnali.ge

B1 ვიტამინის, ანუ თიამინის ნაკლებობა, ხშირად, კუნთების სისუსტესთან ასოცირდება.

ამ ვიტამინის მისაღებად კვების რაციონი ღორის ხორცით, მარცვლეულით, თხილეულით გაამდიდრეთ.

ასევე, მნიშვნელოვანია ძლიერი კუნთებისთვის კალიუმი, მიირთვით ბანანი.

ქრონიკული გაციება

mkurnali.ge

ხშირი ხველა და ცემინება, გაციების სიმპტომები, C და E ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს.

აუცილებელია ორივე ვიტამინი, მათ ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ და იმუნურ სისტემას აძლიერებენ.

სტომატიტი

mkurnali.ge

ტუჩემის ლორწოვანსა და ღრძილებზე სტომატიტის გაჩენა ვიტამინი B12-ის , თუთიის , ფოლატებისა და რკინის დეფიციტს ახასიათებს.