რა შეიძლება იყოს ძუძუსთავების ქავილის მიზეზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება იყოს ძუძუსთავების ქავილის მიზეზი?

მიზეზებს მიეკუთვნება: ეგზემა, ძუძუთი კვება, ორსულობა და სხვ.

ისინი, შესაძლოა, ხახუნის შედეგადაც გაღიზიანდნენ. იშვიათად, ძუძუსთავების ქავილი  სერიოზული დაავადების ნიშანია, მაგალითად, კეთილთვისებიანი სიმსივნის, ან პეჯეტის კიბოსი, რომელიც სარძევე ჯირკვლის დვრილის სიმსივნე გახლავთ.

მშრალი ამინდი

ცივმა და მშრალმა ამინდმა შეიძლება მთელი სხეულის ქავილი გამოიწვიოს, მათ შორის ძუძუს დვრილებისაც.

შედეგად, კანი გაუხეშდება ხოლმე.

მიიღეთ თბილი აბაზანები 10 წუთის განმავლობაში, ცხელ წყალს მოერიდეთ - ის კანს უფრო მეტად გამოაშრობს.

გამოიყენეთ თხევადი დამატენიანებელი მალამო, ან ზეთი.

ჰიგიენის ნივთები

ყურადღებით იყავით, ხომ არ ხართ ალერგიული საპნის, ლოსიონის, ან რომელიმე პირადი მოხმარების საგნის მიმართ?

ამან შეიძლება სიწითლე, ქავილი და კონტაქტური დერმატიტი გამოიწვიოს.

დააკვირდით, როდის ძლიერდება ქავილი და შეცვალეთ ჰიგიენის ნივთები.

არ გამოიყენოთ ჰიპოალერგიული, არომატული და საღებავების შემცველი საპონი და ლოსიონი.

ქალის თეთრეული

ბიუსტჰალტერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არ არის გამორიცხული, რომ მკერდს სწორედ თქვენი საცვალი გიღიზიანებდეთ.

თუ ახალი ბიუსტჰალტერი გაქვთ და მის მოხმარების დაწყების შემდეგ ქავილი დაგეწყოთ, გამოცვალეთ ის.

აღნიშნული ქსოვილი, ან საღებავი, რომელიც მისი დამზადებისას გამოიყენეს, შესაძლოა, კონტაქტური დერმატიტის მიზეზი იყოს.

ასევე, უარი თქვით პატარა ზომის ბიუსტჰალტერზე.

თუ ტანსაცმელი მჭიდროდ გაქვთ მობჯენილი, მისი ზეწოლა კანს გააღიზიანებს, რაც სიწითლესა და ქავილს გამოიწვევს. განსაკუთრებით, ფიზიკური აქტივობისას ხახუნი კანის გაღიზიანებას აძლიერებს.

შეგიძლიათ ვაზელინი გამოიყენოთ ხახუნისაგან გაღიზიანებული კანისთვის.

ორსულობა

ორსულობის დროს წონის მატება, რაც კანის გაწელვას იწვევს, ასევე ჰორმონების ცვალებადობა, ქალის მკერდსა და ძუძუსთავებზეც აისახება.

უსიამოვნო გაღიზიანებას შეგიძლიათ კაკაოს კარაქით, ქოქოსის ზეთით, ან მაგალითად, ლანოლინის მალამოთი ებრძოლოთ. წაისვით რომელიმე მათგანი დვრილებზე, ეს ქავილს შეგიმსუბუქებთ.

ძუძუთი კვება

ალბათ, ბევრ დედას გამოუცდია, ტკივილი და ქავილი, როდესაც პატარა ძუძუთი კვებაზე ჰყავდა, ეს ბუნებრივია.

თუ პატარა გყავთ, ეცადეთ მაქსიმალურად შენარჩუნოთ მკერდის სისუფთავე.

ხშირად გაისუფთავეთ ის რძის ნარჩენებისგან. შესაბამისი მალამოები და ცივი სილიკონის კომპრესები ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

თუ ქავილთან ერთად გაქვთ ძუძუსთავების აქერცვლა, მწვავე ტკივილი, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

ეს შეიძლება სოკოვანი ინფექციის ნიშანი იყოს. ექიმი შესაბამის მალამოს გამოგიწერთ, შესაძლოა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღებაც დაგჭირდეთ.

მენოპაუზა

ამ დროს თქვენი კანის სტრუქტურა თხელდება, მშრალი და ადვილად გაღიზიანებადი ხდება.

ორგანიზმი ჰორმონალურ დისბალანსს განიცდის. ესტროგენები კლებულობს.

სხეული ნაკლებ ცხიმს გამოიმუშავებს, რაც კანისთვის საზიანოა - ის საკმარისად ვერ ტენიანდება.

ქავილი შეიძლება ვაგინასა და მკერდის თავებზე ერთდროულად გაწუხებდეთ.

ნაკლებად ცხელი შხაპი მიიღეთ და ეცადეთ ხშირად დაიტენიანოთ კანის გამომშრალი უბნები.

ეგზემა

ეგზემას ქავილთან ერთად, ქერქოვანი გამონაყარიც ახასიათებს.

გამოიყენეთ ცვილის შემცველი დამატენიანებლები.

ასევე, ადგილობრივი, სტეროიდული საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, ჰიდროკორტიზონი.

ისინი შეშუპებასა და ქავილს მოგიხსნით.

თუმცა გამონაყრის სწორი შეფასებისა და მკურნალობისთვის ექიმთან ვიზიტს გირჩევთ.