შშს - შვებულების შემდგომი სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შშს - შვებულების შემდგომი სინდრომი

 საბოლოოდ ყოველივე ეს ნეგატიურად აისახება ორგანიზმზე და მწვავდება ყველა ქრონიკული დაავადება.

შშს-სა და ადამიანის სქესს შორის არსებობს განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება: მამაკაცებს ის უფრო ხშირად ემართებათ, ვინაიდან მათ ქალებზე მყიფე ფსიქოემოციური სისტემა აქვთ და სტრესისა და ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ გონზე მოსასვლელად გაცილებით მეტი ხანი სჭირდებათ.

შშს ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ადამიანს არც ისე ძლიერ უყვარს სამსახური. მის გამოცვლაზეც ხომ ყველაზე მეტად შვებულების შემდეგ ფიქრობენ. თურმე სამსახურიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებათა 80% სწორედ ამ პერიოდში იწერება. შშს ყველაზე მეტად სტრესული და ლიბერალური პროფესიების წარმომადგენლებს - ბიზნესმენებს, ექიმებს, ადვოკატებს, მასწავლებლებსა და ჟურნალისტებს აღენიშნებათ.

რა ხდება?

შშს-ის მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

  • ხანმოკლე შვებულება. შვებულების მინიმალური ვადა სამი-ოთხი კვირაა. პირველი ერთი კვირის განმავლობაში ადამიანი ეჩვევა ახალ კლიმატს, გეოგრაფიულ სარტყელს და დღის რეჟიმს, 3-4 დღე სჭირდება რეაკლიმატიზაციისთვის, დანარჩენი დრო კი უშუალოდ დასვენებას ხმარდება, ასე რომ, 21-დღიანი შვებულებისას ადამიანი 10 დღე ისვენებს, ხოლო 14-დღიანისას - 2-3 დღე.
  • ბიოლოგიური რიტმის დარღვევა. შშს-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს, როცა ადამიანის დღეღამური ბიორიტმი არ ემთხვევა სამუშაო რეჟიმს. თუ ” ბუ” ბრძანდებით და შვებულების პერიოდში შუადღემდე უშფოთველად გეძინათ,  სამსახურში წასასვლელად დილაადრიან ადგომა დიდ დარტყმად გექცევათ. ეს გამოიწვევს ორგანიზმის დეზორიენტაციას, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ სტრესს, რომელსაც არცთუ იშვიათად დეპრესიაც სდევს თან.
  • დასვენების არასწორი ორგანიზება. შვებულების დროს, წესით, ენერგია უნდა აღვიდგინოთ, გამოკითხვათა შედეგები კი ცხადყოფს, რომ ამას მხოლოდ 14 პროცენტი თუ ახერხებს.
  • შიში მოსალოდნელი სამუშაო რეჟიმის წინაშე. ადამიანი რობოტი არ არის, არ შეუძლია ”Stop” რეჟიმიდან დაუყოვნებლივ "Play" რეჟიმზე გადართვა. შვებულებისდროინდელ იდილიასა და სამსახურებრივ დაძაბულობას შორის ძლიერი კონტრასტი მათში შიშს ბადებს და განწყობას აფუჭებს.
  • მზეზე იმუნიტეტის დაქვეითება. სამხრეთიდან დაბრუნებულნი სწრაფად ცივდებიან, რადგან მზის პირდაპირი სხივები კანში საგრძნობლად ამცირებს იმუნური უჯრედების რაოდენობას.

როგორ მოვიქცეთ?

  • ადაპტაცია გაადვილდება, თუ შვებულებიდან შინ სამსახურში გასვლამდე 2-3 დღით ადრე დაბრუნდებით.
  • გაიარეთ იმუნოსტიმულაციის კურსი, მიიღეთ ბუნებრივი ანტიდეპრესანტები: თევზი, ფორთოხალი, გარგარი, თხილი, რძე და ბანანი.
  • ქრონიკულ დაავადებათა (ჰიპერტონია, იშემია, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია) გამწვავების თავიდან ასაცილებლად ჩვეული პრეპარტები უნდა სვათ როგორც შვებულების, ისე მის შემდგომ პერიოდში. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, შეგიძლიათ, შვებულებისას დოზა შეამციროთ, შვებულების შემდეგ კი უწინდელ დოზას დაუბრუნდეთ.
  • სამსახურში გასვლის პირველ დღეებში თავი არიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სამუშაო დღე წინასწარ დაგეგმეთ. პირველ ორ კვირას ახალი, მასშტაბური პროექტების წამოწყებას არ გირჩევთ.
  • გააანალიზეთ, რისი შეცვლა გსურთ. პირველ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ნუ დაგეგმავთ საპასუხისმგებლო შეხვედრებს, დაიცავით დამზოგველი რეჟიმი, საათში ერთხელ 10 წუთით შეისვენეთ.
  • ნუ გაუნაწყენდებით თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს არაადეკვატური საქციელის გამო - ისინიც ხომ ახლახან დაბრუნდნენ შვებულებიდან.
  • ეცადეთ, თავად იქცეთ კარგი განწყობილების გენერატორად. უშურველად გაუზიარეთ თანამშრომლებს დასვენებისას მიღებული შთაბეჭდილებები.
  • ხშირად ისეირნეთ - ეს ენერგიით აგავსებთ. შესვენებისას გადით ქუჩაში.
  • უქმე დღეებში განტვირთვა მოიწყვეთ, წადით თეატრში, კინოში, მუზეუმში, ბუნების წიაღში.
  • რაციონიდან ამოიღეთ მწარე, შებოლილი, მაღალკალორიული საკვები, გადადით ფაფებსა და ბოსტნეულზე, ყურადღება მიაქციეთ რძემჟავა პროდუქტებს, განსაკუთრებით - მაწონს, კეფირს, იოგურტსა და ხაჭოს.
  • შვებულების შემდგომი აპათიის დამარცხებაში დაგეხმარებათ შავი, მწარე შოკოლადი - იგი საგრძნობლად ზრდის სისხლში ენდორფინების - სტრესის მომხსნელი ჰორმონების - დონეს.
  • ნუ წაიღებთ სამუშაოს სახლში. ყოველი თავისუფალი წუთი დასვენებას მოახმარეთ, რადგან შვებულებიდან დაბრუნებულს ყველაზე მეტად სწორედ დასვენება სჭირდება.