/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ომეგა 3 და ნიაცინი, ანტიოქსიდანტები და პროტეინები, რკინა და კალიუმი - როგორია ყველაზე ჯანსაღი თევზი

ომეგა 3 და ნიაცინი, ანტიოქსიდანტები და პროტეინები, რკინა და კალიუმი - როგორია ყველაზე ჯანსაღი თევზი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.

ეს ეხება როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზღვიანი ქვეყანაა, ჩვენთან თევზი სათანადოდ პოპულარული საკვები არ არის.

ფართო საზოგადოებაში თევზის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი სახეობაა მიღებული და მასაც არც თუ ისე ხშირად მიირთმევენ.

ამავდროულად, დაბალია ცნობადობა თინუსის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ თევზადაა მიჩნეული, რადგან ცილებისა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა.ამ დადებით მახასიათებლებს ემატება ისიც, რომ თინუსის თევზში ყველაზე მცირე რაოდენობის ნაჯერი ცხიმებია, რაც სიჯანსაღეს განსაზღვრავს და დაბალკალორიულობის გარანტიას ქმნის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცხოველური ცილის მიღების საუკეთესო წყაროდ თავისუფლად შეგვიძლია თინუსი მივიჩნიოთ, რადგან მისი 25% სწორედ ცხოველური ცილაა.

რისთვის არის სასარგებლო თინუსი? ამ კითხვაზე მოკლე პასუხია - ყველაფრისთვის. უფრო ვრცლად კი: გული-სისხლ-ძარღვთა სისტემისთვის, წნევის რეგულაციისთვის, კარგი მხედველობისთვის, ადეკვატური და სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, წონის კლებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, საჭირო ენერგიის გამომუშავებისთვის, კიბოს პრევენციისთვის, დეპრესიასთან ბრძოლისთვის...

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ახლა კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ თინუსის სასარგებლო თვისებების შესახებ:

გულ-სისხლ-ძარღვთა მოწესრიგებული სისტემა

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ მინიმუმ ორი პორცია თევზის მირთმევა კვირის განმავლობაში 36%-ით ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. თევზში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის თვისებაა, დაარეგულიროს სისხლის მოძრაობის სიჩქარე და შეამციროს არტერიული წნევა.

ამერიკელ კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ განხორციელებული კვლევები ამტკიცებენ, რომ ომეგა-3 ს შეუძლია მოაწესრიგოს გულის დარღვეული რიტმულობა ანუ უმკურნალოს არითმიას.

კარგი მხედველობა

ზოგადად, თევზი კარგი მხედველობისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია. კონკრეტულად თინუსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები კი თვალის პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზაა. ის ასაკის მატებასთან ერთად მხედველობის დაქვეითებისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

mkurnali.ge

ადეკვატური ზრდა-განვითარება

თინუსი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პროტეინს შეიცავს. პროტეინები კი სხეულის საშენი მასალაა, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ ზრდას, ჭრილობების სწრაფად მოშუშებას, მალე გამოჯანმრთელებას, მეტაბოლურ წესრიგს, ჯანმრთელ კუნთოვან სხეულს.

წონის კლება

მიუხედავად იმისა, რომ თინუსი ცხიმოვანი პროდუქტების კატეგორიას განეკუთვნება, ის საკმაოდ დაბალკალორიული საკვებია და დიდი რაოდენობით სასარგებლო პროტეინს შეიცავს. ომეგა 3 ასტიმულირებს ჰორმონ ლეპტინს, რომელიც მადას აბალანსებს. სწორედ ამიტომ თინუსი წონის რეგულირებაში დაგეხმარებათ.

mkurnali.ge

ძლიერი იმუნიტეტი

თინუსი შეიცავს ვიტამინ C-ს, თუთიასა და მაგნიუმს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან. ანტიოქსიდანტები კი ორგანიზმის დამცავ მექანიზმს წარმოადგენენ მავნე თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მას ანთებასთან ბრძოლის უნარიც აქვს და ორგანიზმს ისეთი ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, როგორიცაა ართრიტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძლიერ იმუნიტეტსა და ორგანიზმს განაპირობებს.

ძლიერი ანტიდეპრესანტი

კვლევების თანახმად, დეპრესიის რისკი მაღალია ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ერითროციტებში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა საშუალოზე დაბალი აქვს. დეპრესიული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა ქვეყნებში, სადაც თევზს ინტენსიურად მოიხმარენ, რადგან ის დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. თევზის მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას და ამავდროულად კარგ გუნება-განწყობილებას განაპირობებს.

mkurnali.ge

თინუსის სასარგებლო თვისებების მაქსიმუმის მისაღებად საჭიროა, რომ სანდო მწარმოებელი და ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიოთ.

საქართველოში თინუსის წარმოება არ ხდება, თუმცა ბაზარზე რამდენიმე ბრენდის მიერ წარმოებული თინუსია ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში თინუსის მსოფლიოში ნომერ პირველი მწარმოებლის „დარდანელის“ პროდუქციაც იყიდება.

ბრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოპოვება ატლანტის ოკეანის ღრმა წყლებში ხდება. შედარებით მაღალ წყლებში დაჭერილი თინუსისგან განსხვავებით, ის სწორედ იმ რაოდენობის ვერცხლისწყალსა და რკინებს შეიცავს, რამდენიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

„დარდანელი“ უმაღლესი ხარისხის თურქული ბრენდია, რომელმაც თინუსის დამზადების ტრადიცია ესპანეთიდან შემოიტანა და გემოთა თურქული მრავალფეროვნება შემატა.

თინუსის გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ მრავალფეროვანი სალათები და სენდვიჩები, ასევე ძალიან უხდება პასტას.

კომენტარები (9)
ლუკა
თინუსი შეიცავს დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს. მისი ხშირი მოხმარება არ არის რეკომენდირებული. ფეხმძიმე ქალები უნდა ერიდონ თინუსით კვებას. თინუსის კონსერვებში ხშირად დელფინის ხორცს ურევენ. საქართველოს მდინარეებს მივხედოთ და ადგილობრივი ბუნებრივი თევზი დავაბრუნოთ მდინარეებში, ტბებში და ზღვაში და იმით ვიკვებოთ ხალხო! რომ გადავაქციეთ მდინარეები და ზღვა კანალიზაციის ორმოებათ!
თარიღი : 18-04-2021
ვასო
"ბრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი მოპოვება ატლანტის ოკეანის ღრმა წყლებში ხდება. " თვითონ კითხულობენ რას წერენ? ამდენი ოროსანი ვაიჟურნალისტი როგორ მოგროვდა ...
თარიღი : 16-04-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მარწყვის ორი ძირითადი სასარგებლო თვისება
მარწყვის ორი ძირითადი სასარგებლო თვისება
NCMD: მარწყვი აუმჯობესებს ეპიზოდურ მეხსიერებას და იცავს უჯრედებს დაჟანგვისგან.
სრულად
რა ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯანსაღად დავბერდეთ
რა ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯანსაღად დავბერდეთ
ჯანსაღი დაბერებისათვის საჭიროა ოთხი სახის ფიზიკური აქტივობის კომბინაცია: აერობული, ძალისმიერი ვარჯიში, წონასწორობის ვარჯიშები და გაჭიმვა.
სრულად
"სქელი" სისხლის 7 ნიშანი
"სქელი" სისხლის 7 ნიშანი
და რა უნდა გააკეთოთ, თუ მათ აღმოჩენთ.
სრულად
შეუძლია თუ არა კომპრესიულ წინდებს განკურნოს ვენების ვარიკოზული დაავადება?
შეუძლია თუ არა კომპრესიულ წინდებს განკურნოს ვენების ვარიკოზული დაავადება?
და რატომ ნიშნავენ ექიმები კომპრესიულ ტრიკოტაჟს ვენების პრობლემების დროს?
სრულად
როგორ გავხდეთ კეთილი
როგორ გავხდეთ კეთილი
არსებული აგრესიულობისა და გულგრილობის ფონზე, სამყაროს, სჭირდება იმედი, ხსნა და სიკეთე!
სრულად
რატომ არის ნოყიერი ვახშამი მავნე
რატომ არის ნოყიერი ვახშამი მავნე
ნოყიერი საუზმე გვეხმარება ენერგიით დამუხტვაში მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ მძიმე ვახშამი საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-მშვიდი ძილისთვის ჯანმრთელობისთვის რომელინთეთრეულია იფეო კარგი?რამფორსი პოპლინი თუ სატინა?მე ვეღარ გავიგე ზიგი მაგალოთად სატინას ძაფის სახეობას იწოდება არადა მე ვიცი რომ ქსოვის სტილს ჰქვია სატინა და არა უშუალოდ ძაფს როღაც ქსოვენმ მეიბნებიან რამფორსინცორაა სატინა მინარევიო პოპლინი იფრონმწტად შეიხავსო სატინა კი სატონააო.ვერ მიბხვდი რა არის ეს სარინა მჭიდროდ ნაქსოვი ბამბისნქსოვილინთუ რამე განსხვავებული ძაფით ნაქსოვი თეთრეული?ანუ ქსივას ჰქვია სატინა თუ ძაფს. და რომელიანძილისთვის კარგი პოპლინი თუნსატინა?ზოგი ამბობს სატინანსრიალაა გლუვიო ზიგი ამბობს მშრალიაო.ზოგი ამბიბს აბრეშუმის გარეშე არაეაებობს სატინაონზიგი ამბობს სულ ბამბააო.ვერაფწრინგავიგწ.ინტერნეტში სხვა მასალა დებს გამყიდვწლწბინახვას ამბიბენ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ომეგა 3 და ნიაცინი, ანტიოქსიდანტები და პროტეინები, რკინა და კალიუმი - როგორია ყველაზე ჯანსაღი თევზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები