რჩევები ჯანსაღი ლიმფური სისტემისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ჯანსაღი ლიმფური სისტემისთვის

ჩვენ ის მაშინ გვახსენდება, როდესაც ინფექციის შედეგად ლიმფური კვანძები ზომაში მოიმატებს.

ზოგადად კი, ლიმფური სისტემა მთლიანად წონის კლების, იმუნური სისტემის, სისხლის გაწმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცესში მონაწილეობს.

იმისათვის, რომ ლიმფური სისტემა გაიჯანსაღოთ, კვების რაციონში უნდა შეიტანოთ:

• წყალი

დიდი რაოდენობით სუფთა წყალი სვით, რომ დატენიანდეს ლიმფური სითხე და შეუფერხებლად გაედინებოდეს ის ლიმფურ არხებში.

ჩაიტარეთ დილით წყლის სმით ერთგვარი თერაპია.

• ციტრუსები

შეიცავენ ანტიოქსიდანტებს. ატენიანებენ და წმენდენ ლიმფურ სისტემას.

• მოცვი

ის შესანიშნავად შლის ცხიმებს, ათავისუფლებს ლიმფურ ძარღვებს ზედმეტი ცხიმისგან.

მიირთვით მისი ნატურალური წვენი.

• თხილი

ჯანსაღი ცხიმები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

ისინი სისხლძარღვთა ქსოვილს აძლიერებენ - ეხმარებიან ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალების ათვისებასა და ნარჩენების მოცილებაში.

• ნიორი

ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის მიკრობებს.

აუმჯობესებს ცირკულაციას და ტოქსინებისგან გაწმენდაში ეხმარება ლიმფურ სისტემას.

ნიორი აძლიერებს მის მუშაობას, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.

• ჯანჯაფილი

სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებაზე ჯანჯაფილი დადებითად მოქმედებს, რაც ლიმფური სისტემის სიჯანსაღეზეც აისახება.

• კურკუმა

ის ათხელებს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთებას.

ლიმფური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის შესანიშნავია.

ლიმფური ქსოვილი საჭმლის მონელების ნაწილიცაა, ის ნაწლავებიდან ცხიმებს შთანთქავს და სისხლში გადააქვს.

ასევე, ნარჩენებისგან და მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს ჩვენს ორგანიზმს სისხლის თეთრი უჯრედები.

ლიმფური სისტემა პასუხისმგებელია ორგანიზმიდან ნარჩენების, ტოქსინების, ასევე ჭარბი ცხიმის გამოდევნაში.

ის, რაც დაგეხმარებათ ჯანსაღი ლიმფური სისტემის შეანარჩუნებაში, არის ასევე ვარჯიში, გაწელვები, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე ყურადღება გაამახვილეთ სახის კანის მოვლისა და სილამაზის იმ საშუალებების ხარისხზე, რომელთაც იყენებთ.