რა მოვიმოქმედოთ, თუ ღამით კბილი აგვტკივდა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოვიმოქმედოთ, თუ ღამით კბილი აგვტკივდა?

კბილის ტკივილი - განსაკუთრებით, ღამით თუ აგტკივდათ, აუტანელია.

გასწავლით რამდენიმე სამკურნალო საშუალებას, რომელიც ტკივილს გაგიყუჩებთ და მშვიდად ძილის საშუალებს მოგცემთ.

ნიორი

ნივრის შემადგენლობაში ალიცინი შედის, რომელსაც ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ანადგურებს და კბილს ეხმარება გაყუჩებაში. აიღეთ ერთი კბილი ნიორი და უბრალოდ გაღეჭეთ, მტკივნეულ კბილთან ახლოს.

მიხაკი

ის ევგენოლს შეიცავს, რაც სასარგებლოა პირის ღრუსთვის. 2015 წლის კვლევებით, ადამიანები, რომლებიც კბილის ამოღების შემდეგ, იყენებდნენ ღრძილებისა და პირის ღრუს სამკურნალოდ ევგენოლს, ნაკლებად განუვითარდათ ანთება.

ეს ნივთიერება ისე მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი. გაღეჭეთ მიხაკი, ან დაფქვით, წყალში შეურიეთ და მიღებული მასა წაისვით მტკივნეულ ადგილას.

პიტნის ჩაი

გამოივლეთ მისი ნაყენი, ან გაღეჭეთ ნედლი ბალახი.

ის ანტიბაქტერიულია, მენთოლს შეიცავს - გაგიბუჟებთ და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

მარილიანი წყალი

გამოივლეთ მარილიანი წყალი, ინფექციას აირიდებთ თავიდან და შესაძლოა, კბილიც გაგიყუჩდეთ.