რა უნდა გავითვალისწინოთ თმის ცვენის თავიდან ასარიდებლად? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ თმის ცვენის თავიდან ასარიდებლად?

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავირიდოთ თმის ცვენა - გიზიარებთ რჩევებს.

დიეტა

• ხმელთაშუა ზღვის დიეტა

ეს არის დიეტა, რომელიც ცოცხალ ბოსტნეულსა და ახალ მცენარეებს მოიცავს.

ის 2018 წლის კვლევებით ერთ-ერთი ჯანსაღი დიეტაა, რომელიც ანდროგენული ალოპეციის რისკს (სიმელოტე) ამცირებს და ანელებს მის დაწყებას.

• ცილა

თმის ფოლიკულები ცილა კერატინს შეიცავს, აქედან გამომდინარე, ცილა მნიშვნელოვანია. 2017 წლის კვლევებით, ადამიანთა უმეტესობას, ვისაც თმის ცვენა აღენიშნებოდათ, ამინიმჟავების (ცილის შემადგენელი ნაწილის) ნაკლებობა ჰქონდათ.

შესაბამისად, ცილებით მდიდარი დიეტა ჯანსაღი თმების წინაპირობაა. უნდა მიირთვათ კვერცხი, თხილი, ლობიო, ბარდა, თევზი.

• ვიტამინი A

ეს ვიტამინი რეტინოიდებს შეიცავს, რაც თმის ზრდას უწყობს ხელს. ის ასევე ცხიმის წარმოებას უწყობს ხელს, სასარგებლოა თმის სკალპისთვის.

• ვიტამინები A, B, C, D, რკინა, თუთია, სელენი სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია თქვენი თმის სიჯანსაღისთვის.

ასევე, ბიოტინი არის საჭირო - მისი დეფიციტი იწვევს თმის ცვენას.

როგორ მოვუაროთ თმას?

ქოქოსის ზეთი

2018 წლის კლევებით, ქოქოსის ზეთი თმის მოვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მას შეუძლია თმა დაზიანებისგან დაიცვას, ასევე - მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.

მასში შემავალი ლაურინის მჟავა ამაგრებს თმის ძირებს. ქოქოსის ზეთით თავის თმიანი ნაწილის მასაჟი სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის და თმის ზრდასაც უწყობს ხელს.

ზეითუნის ზეთი

ის სიმშრალისგან იცავს თმას, თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. დაბანამდე წაისვით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი თმაზე და გაიჩერეთ 30 წუთით.

ეთერზეთები

ლავანდის, ლიმნის, პიტნის ეთერზეთები შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.