"ცხოვრებაში საუკეთესო წამალი ტკბილი სიტყვაა" - თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ცხოვრებაში საუკეთესო წამალი ტკბილი სიტყვაა" - თამრიკო ჭოხონელიძე საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ

რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას?

- იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაკავებული ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, რომ გითხრათ, ვახერხებო, ნამდვილად მოვიტყუები. ამას, ძალიან ვდარდობ.

აი, ხვალ დავიწყებ, ზეგ დავიწყებ და - ვერ ვახერხებ.

ჩემი ცხოვრების სტილი არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი, აბსოლუტურად.

პირველ რიგში, მჯდომარე პროფესია მაქვს.

ძალიან ხშირად, მინდა ვიმოძრაო, ვიარო, თუნდაც ჰაერზე გავიდე, მე ამას ვერ ვახერხებ, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

სულ ონლაინ ჩართვები მაქვს და ჯდომა მიწევს მთელი დღის განმავლობაში, ეს არის ძალიან ცუდი.

პატარა მონაკვეთში, მიუხედავად ჩემი დაღლილობისა, ვცდილობ ხოლმე, რაღაც მანძილი გავიარო.

ჩემი შვილები რომ პატარები მყავდა, 90-იან წლებში, დავდიოდი ფეხით ძალიან ბევრს ბავშვებთან ერთად. კვებაც მეტად მოწესრიგებული მქონდა.

ბავშვებს დღეში ოთხჯერადი, ან სამჯერადი კვება რომ ჰქონდათ, მეც ვცდილობდი პატარა ულუფებით და ცოტ-ცოტა საკვები მიმეღო, რაც ჩემს ვიზუალსაც ეტყობოდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, იმდენად აირია ეს ყველაფერი, არანორმალური რეჟიმით დავიწყე ცხოვრება.

პარალელურად ისე მოხდა, რომ ამ დროს შევიძინე მანქანა, რამაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩემთვის პირადად და ჩემი ჯანმრთელობისთვის, ვერ ვიტყვი, რომ კარგი გააკეთა.

იმიტომ, რომ ყველა საქმეზე მანქანით დავდიოდი და ძალიან ცუდად აისახა ეს ჩემს გარეგნობაზეც და ჩემს ჯანმრთელობაზეც.

რაც შეეხება კვებას, როგორია თქვენი კვების რაციონი?

- ჩემი კვების რაციონი არ არის ჯანსაღი. პირველ რიგში, ვეგეტარიანელი ვარ და ჩემთვის სპეციალურად ვერ ვიცლი, რომ გავაკეთო საჭმელი.

არ ვიკვებები რეჟიმულად, ახლახანს დავიწყე ასე კვება.

აქამდე, წლების განმავლობაში, იმის გამო, რომ დრო არ მქონდა, შეიძლება დღეში მხოლოდ ერთხელ მეჭამა, არასწორ დროს. ამას ჩემს თავს დიდ მინუსად ვუთვლი.

ახლა უფრო რეჟიმში ვარ, სამჯერადად ვიკვები და უფრო ნორმალურად, დამეტყო კიდევაც. ყველაზე გვიან, 7 საათზე ვღებულობ საკვებს და ჩემი საუზმე 10 საათისთვის იწყება.

დილით ძალიან მიყვარს მოხარშული კვერცხი მწვანე სალათთან ერთად, ან კომბოსტოსთან ერთად, ან მწვანე ბოსტნეულთან ერთად.

რამდენი ხანია,რაც ვეგეტარიანელი ხართ და რამ განაპირობა ეს?

- ჩემი ვეგეტარიანელობა ხორცის აკრძალვაში გამოიხატება, არანაირი ხორცი - არც ქათამი, არც საქონელი და არც სხვა. უკვე 33 წელია. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ფსიქოლოგიურმა მხარემ - ერთ დღეს გავათვიცნობიერე, რომ ძალიან ცუდ რაღაცას ვღებულობდი საკვების სახით.

იყო წლები, ამბობდნენ, რომ წყალი ასუქებს, დღეს ის ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი ელემენტია და წონის კლებას უწყობს ხელს, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ და რამდენად ხშირად სვამთ მას ?

- ვერ ვსვამ ხშირად, სამწუხაროდ.

ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნება, როდესაც ძალით ვსვამ წყალს.

არ მწყურია და უნდა დავლიო.

მე ის მოსაზრებაც ვიცი, რომ ორგანიზმმა უნდა მოგთხოვოს, რამდენსაც ითხოვს ორგანიზმი, იმდენი უნდა მივირთვათ.

რამდენჯერაც ვღებულობ, იმიტომ რომ აუცილებელია, არცერთხელ არ ვარ კარგად.

ჩემთვის დისკომფორტია და მგონია, რომ ძალიან ბევრი მივიღე ეს სითხე.

რომ გითხრათ, ვდგავარ და დღეში ორ ლიტრა წყალს ვსვამ, არა - არ გამომდის ორი ლიტრა, ვერა.

როგორია თქვენი ძილის რეჟიმი?

- უნდა ვაღიარო, ვერაფრით ვერ ვაწესრიგებ, ძალიან ცოტა მძინავს, რაც ძალიან ცუდია. გვიან ვიძინებ და ძალიან ადრე მეღვიძება.

როდესაც რამდენიმე დღე, გადაბმულად, სრულყოფილად მძინავს, უფრო ეფექტურად ვგრძნობ თავს.

ბევრს ვფიქრობ, არ შეიძლება - სულ ვცდილობ ჩემ თავს ტრეინინგი ჩავუტარო, მაგრამ არ გამომდის.

იმედია, რომ ამასაც მალე მოვაწესრიგებ.

mkurnali.ge

მუდამ ლამაზად გამოიყურებით და რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო, როგორ უვლით სახის კანსა და თმებს?

- სახის კანს რაც შეეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.

დედა ამ წელს 80 წლის გახდა და სამივე შვილზე უკეთესი კანი აქვს.

არაფერს ხმარობს. ხშირად მიწევს მაკიაჟი, თან სატელევიზიო მაკიაჟი მძიმეა.

ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რაღაც შინაურული გავიკეთო ჩემთვის.

ერთ რეცეპტს გასწავლით:

  • ერთი სუფრის კოვზი არაჟანი, ერთი ცალი კვერცხის ცილა, ცოტა - რამდენიმე წვეთი - ლიმონი, ერთი კოვზი თაფლი, ზეითუნის ზეთი და ფქვილი - აურიეთ ერთმანეთში. ეს ნიღაბი ჭიმავს და კვებავს სახის კანს. ცოტა მასაჟიც კარგია, მე კვირაში ორჯერ ვიკეთებ ხოლმე ამ ნიღაბს.

თმაზე თიხა არის ძალიან ეფექტური და ძალიან კარგად კვებავს მას.

დაბანილ, შემშრალ თმაზე უნდა წაისვათ.

მე ყოველ დაბანაზე ვიჩერებ 10-15 წუთი, ხვეული თმა მაქვს, რაც არ მომწონს და ხშირად გასწორება მიწევს, ფენი აშრობს თმას, ამიტომ თიხა არის ძალიან კარგი და ბზინვარებასაც ანიჭებს თმას.

როგორ უმკლავდებით სტრესს?

- სტრესულ მდგომარეობაში როცა ვარ, აი, ფაქტობრივად, თავის გადარჩენაზე ვარ გადასული, რომ სხვას არ გადავდო ჩემი მდგომარეობა.

ორი მეთოდი მაქვს:

პირველი - ძალიან ხშირად, მივმართავ ხოლმე ლიტერატურას, მაგალითად, ახლა, რაც დამეხმარა ყველაზე მეტად, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიკაციებია.

კითხვისას, მეგონა, რომ დღეს ცხოვრობდა ჯავახიშვილი, იმდენი საერთო აღმოვაჩინე დღევანდელ ცხოვრებასთან, ისეთი საინტერესოა იმის გააზრება, რომ ეს მხოლოდ მე არ მჭირს, ეს მხოლოდ დღეს არ არის.

ხომ იყო წინა თაობები, რომლებმაც გაუძლეს, მიუხედავად გასაჭირისა, მათაც გადალახეს ძალიან ბევრი სირთულე. ის, რომ მარტო მე არ ვარ მსგავს მდგომარეობაში, ძალიან მეხმარება.

ასევე, ძველ, ლამაზ ფოტოებს ვათვალიერებ, როემლებიც კარგ პერიოდს მახსენებს.

ხშირად ვიხსენებ ძალიან ლამაზ მონაკვეთებს ჩემი ცხოვრებიდან. ვგრძნობ ხოლმე, რომ აი ამ ყველაფერს ძალიან გამოვყავარ მდგომარეობიდან, ერთგვარი განწყობის ამაბავია.

რაც შეეხება პანდემიას, როგორ უმკლავდებით კორონავირუსს?

- უკმაცრესად ვიცავ რეგულაციებს. აი, ერთი წლის წინ, როდესაც ეს ყველაფერი ძალიან უცხო იყო და ძალიან დიდი პანიკა იყო ატეხილი, მე ყოველთვის მქონდა ის განწყობა, რომ სხვისთვისაც მეთქვა: დავიცვათ რეგულაციები და ყველაფერი იქნება კარგად.

ასე არ გავიწირებით, - სულ ამას ვამბობდი.

ისეთი შენიღბული დავდიოდი, ვერავინ მცნობდა და ყოველ წუთში სპირტი მქონდა ჯიბეში, ახლაც.

პირბადე, ხელის სისუფთავე, ასევე, ძალიან ხშირად, სველი წესით ვასუფთავებ სახლს.

პატარა საყვედურიც ეთქმით ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული.

ერთ დღეს, ჩემი შვილიშვილი ელენე მოვიდა სახლში და აღმოჩნდა, რომ სიცხე ჰქონდა, 3-ჯერ გავტესტე პისიარით, სამჯერვე უარყოფითი იყო და ამით ძალიან მშვიდად ვიყავი.

მას ორდღიანი სიცხე ჰქონდა, შემდეგ მარიამს მისცა სიცხე, ისიც სამჯერ გავტესტე, სხვადასხვა მონაკვეთში და ასევე უარყოფითი.

მას შემდეგ, დედაჩემს.

ვინაიდან, სამივეს უარყოფითი პასუხი ჰქონდა, მე პირბადის გარეშე, ვუვლიდი მათ.

რაღაც პერიოდის შემდეგ, გადავამოწმეთ ანტიგენი და სამივეს აღმოაჩნდა, რომ გადატანილი ჰქონდა. მე ძალიან დამინდო განგებამ, რომ არ დამემართა.

აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ დამალა. არ შეიძლება ამის გაკეთება, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმებლობა საკუთარი ოჯახის, საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე. აქ არაფერი არ არის დასამალი და არც სათაკილო. თითოეულ ჩვენგანს გვმართებს პასუხისმგებლობა, რომ ვაღიაროთ, განვაცხადოთ, რათა სხვამ პრევენციული ზომები მიიღოს.

რას ფიქრობთ ვაქცინასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ვარ ზოგადად მომხრე, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს, ჩვენი ბედი ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება, მძიმეა.

ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, რომ გავიგოთ, რის გამო მოხდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვაქცინა არაპროგნოზირებადია, მართლა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაისვა ძალიან ბევრ ადამიანში, მეც, რომ გითხრათ, რომ ჩემი გადაწყვეტილება ისევ მყარია, ამას ვერ გეტყვით.

მე მაინც ველოდები ექსპერტიზის პასუხს, საინტერესოა ძალიან, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ცოტა არ იყოს, გაორებული ვარ.

რამდენიმე წლის წინ ავად იყავით და რამდენიმე ოპერაციაც გადაიტანეთ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ღვთის წყალობით, ახლა კარგად ვარ, უბრალოდ მიდრეკილი ვარ ეტყობა კენჭის წარმოქმნისკენ. ეს ყველაფერი გამოიწვია ბაქტერიულმა კენჭმა, შემდეგ დამძიმდა მდგომარეობა, სეფსისი მქონდა ორჯერ.

მოკლედ, გადავიტანე ოპერაციებიც, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო თირკმელთან და, როგორც ამიხსნეს, ძალიან ჯანმრთელი თირკმელი აღმომაჩნდა, რომ ამ ყველაფერს გაუძლო.

ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ეს პროცესი, დაახლოებით, წელიწად ნახევარი, მაღალი სიცხეებით პერიოდულად.

ერთი წელი ხდება, რაც ეს ოპერაცია გაკეთდა და ღვთის წყალობით, ნორმალურად ვარ.

სხვათაშორის, მას შემდეგ უფრო შევიცვალე.

კვებასთან დაკავშირებითაც უფრო შემეშინდა და მივხვდი, რომ ჯერჯერობით საჭირო ვარ, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებისთვის.

mkurnali.ge

თქვენი აზრით, ცხოვრებაში საუკეთესო წამალი რა არის?

- ჩემმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო წამალი არის ტკბილი სიტყვა, რომელიც განხორციელებადია.

როცა ადამიანს რაიმე კეთილს უსურვებ, კეთილგანწყობა არა მარტო საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, არამედ ზოგადადაც, არის ყველაზე დიდი წამალი.

ეს გიცავს იმისგან, რომ არ აივსო იმ მავნე წამლისგან, რასაც ჰქვია ბოღმა. ჩემი აზრით, ბოღმა არის ბევრი შლაკი, რომელიც თუ გამაგრდა, მერე ვეღარაფერს უშველი. მე ვფიქრობ, სწორედ კეთილგანწყობაა საუკეთესო წამალი.

ორი არაჩვეულებრივი შვილის მშობელი ხართ, როგორც დედა, რას ურჩევდით მომავალ და ახალბედა დედებს, რა არის შვილისა და დედის ურთიერთობაში უმთავრესი?

- დაფიქრების გარეშე გეტყვით. იმ დღიდან, როდესაც ისინი შეიტყობენ, რომ არიან ორსულად, უნდა განეწყონ, რომ ისინი პიროვნებას ატარებენ მუცლად, მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა ჰქონდეთ ბავშვთან კონტაქტი.

ჩემი ორივე შვილის შემთხვევაში, პირველი ნახვიდანვე მქონდა ისეთი ურთიერთობა და დამოკიდებულება მათთან, რომ ისინი არიან პიროვნებები.

ის, რა ხასიათიც აქვთ დღეს, პირველივე დღიდან გამოავლინა ორივემ.

mkurnali.geერთი დღეც არ გამიწყვეტია მათთან კონტაქტი.

ჩემი რჩევაა, არ დაჯერდნენ ვიღაცის ნათქვამს, რომ იტიროს და მიეჩვევა.

ბავშვს დედა უნდა ეხუტებოდეს, ბავშვი უნდა გრძნობდეს დედის ენეგეტიკას. ჩემი შვილები, 3-4 წლის ისე გახდნენ, არ მახსოვს, ერთი დღეც დამეტოვებინოს.

ვგრძნობდი, რომ ჩემზე უკეთ ვერავინ მოუვლიდა და ვერავინ იგრძნობდა, თუ რა უჭირთ მათ.

დედასა და შვილს ერთი ბიოველი აქვთ. უკვე 3 წლის შემდეგ, ნელ-ნელა შეიძლება, მოშორდეთ ამ ბიოველს.

დედა უნდა ეხუტებოდეს შვილს, მაშინ იზრდებიან კეთილები, კარგი ადამიანები და ჩემი შვილების სახით, მინდა ვთქვა, რომ ასეთი შედეგი ნამდვილად მაქვს.

თქვენი რჩევა რა იქნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჯანმრთელები და ლამაზები ვიყოთ?

- პირველ რიგში, საკუთარი თავი კარგად უნდა შევიცნოთ და პატივი ვცეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ასეთი ტენდენციაა, სამწუხაროდ, ექიმთან მივდივართ მაშინ, როდესაც რაღაც შეგვაწუხებს, ვიდრე შეგაწუხებთ, თავს უნდა სცეთ პატივი, უნდა მიხვიდეთ ექიმთან პერიოდულად და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

მე იგივე რამ დამემართა, როცა ძალიან შემაწუხა მაშინ მივაკითხე ექიმის კაბინეტს. საკუთარი გამოცდილებიდან, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დანაშაული საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მიმართაც.

ეს არ შეიძლება, ახლა ამას აღარ გავიმეორებ.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ქედს ვიხრი ექიმების, მათი შრომისა და პროფესიონალიზმის წინაშე.

პანდემიის დროსაც გამოვლინდა და დამტკიცდა, რომ მათი თავჩაუხრელი და მუხლჩაუხრელი შრომა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მადლობას ვუხდი თითოულ მათგანს, რაც ხალხისთვის გააკეთეს და აკეთებენ დღესაც.

მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებს.