მარტივი რჩევები მუდმივად დაჭიმული კისრის ტკივილის შესამსუბუქებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტივი რჩევები მუდმივად დაჭიმული კისრის ტკივილის შესამსუბუქებლად

როგორ გადის დრო და როგორ პოზაში ვსხედვართ.

ეს კისრის კუნთების დაძაბულობისა და შემდგომ, მისი ტკივილის მიზეზი ხდება.

კომპიუტერთან მუშაობა ჩვენს კისერს აიძულებს არახელსაყრელ პოზიციაში ყოფნას.

კისრის ტკივილი და დაჭიმულობა უფრო და უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, რაც ტექნოლოგიების განვითარებით არის გამოწვეული.

მიზეზი შეიძლება ოსტეოართროზი, კისრის, ან ზურგის დაზიანება იყოს. ხშირად სტრესსაც ახასიათებს კისრის კუნთების დაჭიმულობა.

აუცილებელია როგორც თქვენი ცხოვრების წესის შეცვლა, ასევე სამუშაო გარემოში განტვირთვაც. თუ რეგულარულად ივარჯიშებთ, გაგიძლიერდებათ კისრის კუნთები, რაც დაძაბულობასა და დაჭიმულობას აგარიდებთ თავიდან.

სამსახურში სწორი ჯდომის პოზიცია აირჩიეთ. თქვენი მუხლები უნდა იყოს თეძოებზე ოდნავ ქვევით. ზურგი სწორად უნდა შეინარჩუნოთ და ხელები მაგიდაზე გქონდეთ.

სმარტფონის გამოყენებისას კი გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

• დაიჭერეთ ტელეფონი თვალის სიმაღლეზე

• ნუ დაიჭერთ მობილურს მხარსა და ყურს შორის სივრცეში

• ყოველ საათში ერთხელ დაისვენეთ სმარტფონისგან

• შესვენებისას კი გააკეთეთ კისრის ვარჯიშები

როგორ უნდა ავარჯიშოთ კისრის კუნთები

• გადაატრიალეთ მხრები წინ და უკან

• ნელა გადაწიეთ თავი მხრის მიმართულებით, ორივე მხარეს

• თავი შეამოაბრუნეთ ჯერ ერთი მხრის მიმართულებით, შემდეგ - მეორე

ეს მარტივი გაწელვები ტონუსში ამყოფებს კისრის კუნთებს.

არ დაიძინოთ მუცელზე, სჯობს, ზურგზე ან გვერდით პოზიციაში იძინოთ.

კისრის ანთებისგან რომ გათავისუფლდეთ, წაისვით ყინული 20 წუთის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე. ასევე, შეგიძლიათ თბილი კომპრესების გამოყენებაც.

სასარგებლოა მარილიანი, თბილი აბაზანები.

სითბო მოადუნებს კუნთებს, მარილს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ნაზად შეიზილეთ კისერზე პიტნის, ლავანდისა და ქოქოსის ეთერზეთის ნარევი, თან დაიმასაჟეთ.

ვაშლის ძმარი საუკეთესოა კისრის ტკივილისთვის, მასში შემავალ ანტიოქსიდანტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხსნის სტრესსა და კუნთების დაჭიმულობას.

დაასველეთ ხელსახოცი ან ქსოვილი ვაშლის ძმარში და დაიფინეთ კისერზე, დაიტოვეთ ერთი საათის განმავლობაში, გაიმეორეთ დღეში ორჯერ.