გაზაფხული ავიტამინოზის პერიოდია - რჩევები, როგორ აღვიდგინოთ ვიტამინების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაზაფხული ავიტამინოზის პერიოდია - რჩევები, როგორ აღვიდგინოთ ვიტამინების დეფიციტი ჩვენს ორგანიზმში

სეზონური ცვლისთვის ავიტამინოზი ბუნებრივი მოვლენაა. მიკროელემენტების ნაკლებობა იმუნურ სისტემას ასუსტებს.

როგორ განსაზღვროთ, რა ვიტამინი აკლია ორგანიზმს?

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები A ვიტამინის ნაკლებობის მაუწყებელია. B1 ვიტამინი აუცილებელია, თქვენს კვების რაციონში შედიოდეს, მისი ნაკლებობა გულისცემის გახშირებასა და ქოშინს იწვევს.

კანის, ძვლების, კბილების პრობლემა C ვიტამინის დახმარებით უნდა გადაჭრათ.

D ვიტამინი ძლიერი ძვლებისთვისაა საჭირო. K ვიტამინის ნაკლებობა სისხლდენის რისკს ზრდის.

თქვენი მიზანია, რომ მიიღოთ საკვები, რომელიც ძირითად ვიტამინებს და მიკროელემენტებს შეიცავს.

A ვიტამინი

რძე, კვერცხი, თევზი, ღვიძლი

მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ბეტა-კაროტინიც, რომელიც მწვანე შეფერილობის ფოთლოვან და ნარინჯისფერ/ყვითელ ხილ-ბოსტნეულშია.

მას A ვიტამინად შეუძლია ორგანიზმში გარდაქმნა.

B12 ვიტამინი

ყველი, კვერცხი, წითელი ხორცი, თევზი, ღვიძლი, სოიო.

D ვიტამინი

სოკო, ხიზილალა, კვერცხი.

საგაზაფხულო მწვანილი, ეს იქნება ჩვეულებრივი კამა, თუ ოხრახუში ასევე, ჭინჭარი და ბოლოკი.

ჭინჭრის ფოთლები ეთრეზეთებს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, თუთიას, კაროტინის, K, B, C ვიტამინებს შეიცავს.

mkurnali.ge

შეგიძლიათ მოამზადოთ მწვანე წვნიანი, რომელიც შესანიშნავია გაზაფხულისთვის.

დაგჭირდებათ ცოტა ჭინჭარი - გარეცხეთ, მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კვერცხი.

დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და ხახვი ზეთში მოთუშეთ, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ჭინჭარი, ცოტაოდენი წყალი და 5 წუთი ადუღეთ.

ჭამის წინ ცხელ კერძს დაჭრილი კვერცხი და მარილი დაუმატეთ. ვიტამინებით გაჯერებული წვნიანი მზად არის.

mkurnali.ge

სტაფილო, კომბოსტო, ლიმონი, ვაშლი, ყველანაირი მწვანილი - გახადეთ თქვენი საგაზაფხულო მენიუს განუყოფელი ნაწილი.

დაჭერით 200 გრამი სტაფილო და კომბოსტო, დაუმატეთ გახეხილი ვაშლი , მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი (მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა), დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი და მარილი გემოვნებით.

ეს სალათა ავიტამინოზისგან დაგიცავთ.

mkurnali.ge

C, B ვიტამინებისა და კაროტინის წყაროა სტაფილო+კეფირის წვენი, ციტრუსებთან ერთად.

გაწურეთ ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, დაუმატეთ გაწურული ლიმონი ( ¼ ნაწილი), ფორთოხლის წვენი ( ½ ნაწილი), ასევე ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა უცხიმო კეფირი, ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და საუზმეზე მიირთვით.

ის ვიტამინებით მოგამარაგებთ, ასევე ტოქსინებისგან გაგათავისუფლებთ, იმუნურ სისტემასაც გაგიუმჯობესებთ.

ვიტამინების წყაროა შემწვარი ან მოხარშული თევზი, ლიმონის წვენთან და პილპილთან ერთად.