რა დაგეხმარებათ, მედიკამენტებთან ერთად, ტკივილის შემსუბუქებაში, თუ ართრიტი გაწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაგეხმარებათ, მედიკამენტებთან ერთად, ტკივილის შემსუბუქებაში, თუ ართრიტი გაწუხებთ

ართრიტის თანხმლები ტკივილი მედიკამენტებთან ერთად დამხმარე საშუალებებმაც შეიძლება შეგიმსუბუქოთ.

რა მოვიმოქმედოთ, რომ ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილი და შეშუპება შევიმსუბუქოთ?

ართრიტის ხელთათმანები

mkurnali.ge

ართრიტის დროს ხშირია ხელების ტკივილი.

რევმატოიდული ართრიტის დროს, ანთებამ შეიძლება თითებისა და მაჯების შეშუპება გამოიწვიოს.

ყოველდღიურად ხელების გამოყენება თუ გიჭირთ, ართრიტის ხელთათმანები დაგეხმარებათ. ხეთათმანები ხსნის შეშუპებასა და ტკივილს.

არსებობს ასევე ხელთათმანები, რომლებიც სითბოს ურზუნველყოფს და ოსტეოპოროზისას გამოიყენება.

ცივი თუ თბილი საფენები?

სითბო სისხლის მიმოქცევას აუმოჯებსებს დაზიანებულ უბანზე და ტკივილს ამცირებს.

ოსტეოართრიტის დროს თბილი კომპრესები, თბილი შხაპი გამოიყენეთ. ანთებითი პროცესის გამწვავება რომ არ მოხდეს, თბილ საფენი - მხოლოდ 15 წუთით, დღეში სამჯერ შეიძლება.

რევამატოიდული ართრიტისას ცივი საფენები უნდა გამოიყენოთ 4-ჯერ დღეში, 15 წუთიანი ინტერვალით. ის მწვავე ართრიტის ტკივილს აყუჩებს და ანთებას ამსუბუქებს.

როდესაც ცივი საფენები ტკივილს არ ამსუბუქებს, ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

ვარჯიში

mkurnali.ge

საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ, არის ვარჯიში.

რეგულარული, რუტინული ვარჯიში ხანგრძლივი ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. შეშუპება და ტკივილი შეგიმცირდებათ.

ყველაზე კარგი სავარჯიშო აღჭურვილობებია:

• სარბენი ბილიკი

• სავარჯიშო ველოსიპედი

• სავარჯიშო თხილამურები

ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ, 30-40 წუთი, ასევე ისეირნეთ ფეხით.