„ვაიმე, ჩაის რა გასმევს? ვსვამ თუ არა, მთენთავს და მეძინება“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ვაიმე, ჩაის რა გასმევს? ვსვამ თუ არა, მთენთავს და მეძინება“

მსოფლიოში, წყლის შემდეგ, ჩაიზეა ყველაზე დიდი მოთხოვნილება. ასევე ძალიან პოპულარულია ყავაც.

კითხვაზე: ყავა თუ ჩაი? - ყველას საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აქვს.

რომელია უფრო მეტად სასარგებლო?

კოფეინს, როგორც მასტიმულირებელ საშუალებას, ყველაზე ხშირად მოიხმარენ. ის ბუნებრივად როგორც ყავაში, ასევე ჩაიშიც გვხვდება.

თუმცა, ყავა 3-ჯერ მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე მწვანე ჩაი.

კვლევის თანახმად, დღეში 400 მგ კოფეინის მიღება მოზრდილებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნევა.

რა მოაქვს ადამიანისთვის კოფეინს?

• ზრდის ენერგიის დონეს

• სიფხიზლეს მატებს

• ამცირებს გონებრივ და ფიზიკურ დაღლილობას

• აძლიერებს ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშის უნარს

• აუმჯობესებს მეხსიერებასა და განწყობას

• აქვს დამცავი ეფექტი ტვინის ჯანმრთელობაზე

• ამცირებს დემენციისა და სხვა დეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს

მწვანე ჩაისაც და ყავასაც აქვს მრავალი სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისთვის.

ორივეს მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობა აქვს და წონის კლებას უწყობს ხელს.

მაინც რომელი?

ორივე მათგანი უსაფრთხო სასმელია, ორივეში მრავალი სასარგებლო პოლიფენოლია და ორივე ასოცირდება გარკვეული დაავადებების რისკის შემცირებასთან, როგორებიცაა, მაგალითად, სიმსივნე და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი.

• ადამიანებმა, რომლებსაც შფოთვა, უძილობა და პანიკური აშლილობა აწუხებთ, სჯობს ყავის ნაცვლად, მწვანე ჩაი მიირთვან.

რადგან, მწვანე ჩაი ნაკლები რაოდენობის კოფეინს და ასევე, ამინომჟავა L- თეანინს შეიცავს, რომელიც ფხიზლად და მშვიდად გამყოფებთ.

• კოფეინზე დამოკიდებულებას ყავა უფრო მეტად იწვევს, ვიდრე ჩაი - კოფეინის მაღალი შემცველობის გამო.

• თუ გსურთ, მეტად ფხიზლად იყოთ, ფიზიკურადაც - უფრო მხნედ და ამასთან, უკეთ ივარჯიშოთ, მაშინ ყავას გირჩევთ.

რომელია უკეთესი - ყავა თუ ჩაი - ეს ინდივიდუალური საკითხია. ემოციური ადამიანებისთვის მწვანე ჩაი ნამდვილად უკეთესი არჩევანია, ხოლო თუ ზედმეტად გადაღლილი სამუშაო გრაფიკი გაქვთ, ყავა უკეთ დაგეხმარებათ ფხიზლად ყოფნაში.