როგორ აბრმავებენ ადამიანებს და როგორ ასაღებენ სოციალურ ქსელში გამოგონილ ვითომდა "მედიკამენტებს" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აბრმავებენ ადამიანებს და როგორ ასაღებენ სოციალურ ქსელში გამოგონილ ვითომდა "მედიკამენტებს"

ვრცელდება სოციალურ ქსელში, გახსნი და სანდომიანი სახეები, მაღალი თანამდებობის მქონე მედიკოსები გარწმუნებენ, რომ თურმე მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება მხოლოდ ექიმების ბრალი ყოფილა, რომლებიც ადამიანებს სიმართლეს უმალავენ, იგივე ექიმები თურმე სულ ტყუილად უკეთებენ ხალხს ბროლის იმპლანტაციას კატარაქტის დროს და თურმე ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტთა ნახევარი მხედველობას კარგავს.

მოდი და ნუ დაუჯერებ - თვით ოფთალმოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, დავით კუტივაძე გარწმუნებს ამაში და  სააფთიაქო ქსელის გენერალური დირექტორი, ნანა გოგოხია კვერს უკრავს.

სტატიის ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ

mkurnali.ge

და თურმე მთელი ამ ტყუილიდან გამოსავალი ბუტაფორიული პრეპარატი ყოფილა, რომელსაც ამავე სტატიის ბოლოში გაგვაცნობენ და რომელსაც იღბლიანი გათამაშებით - მხოლოდ თქვენ - ფასდაკლებით შემოგთავაზებენ.

სიმართლე კი ის არის, ჩვენო მკითხველო, რომ არც დავით კუტივაძე არსებობს, არც ოფთალმოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, არც ნანა გოგოხიაა სააფთიაქო ქსელის გენერალური დირექტორი, არც კატარაქტის ოპერაციის შემდეგ ბრმავდება ადამიანთა ნახევარი და არც მხედველობის ასაკობრივ დაქვეითებას შველის აქ შემოთავაზებული პრეპარატი, რომელიც გაურკვეველი გზებით მოდის ქართველ მომხმარებლამდე მოტყუების გზით.

ეს რომ ტყუილია, ახლავე დაგარწმუნებთ:

აბა ახლა ეს ლინკი გახსენით.

mkurnali.ge

ჩამოყევით სტატაიას და ქართულ ვერსიაში რომ ნანა გოგოხია იყო, ის ქალბატონი ახლა აზერბაიჯანელი მკითველისთვის ნარმინ მამედოვა გამხდარა. და იქ სულ სხვა პრეპარატს არეკლამებს.

ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ასეთი აფიორის მომწყობი საიტები და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი მათ ანკესზე უკვე წამოეგო.

ზოგი მათგანი ჭიებისგან სამუდამო განკურნებას გთავაზობთ, ზოგი მტკივნეული სახსრების უებარ წამალს, ზოგიც უკვდავების სითხეს, რომელიც თურმე დიდი ხანია გამოიგონეს, მაგრამ გვიმალავენ.

და ამ რჩევა-რეკომენდაციებს სულ გამოგონილი პროფესორ-აკადემიკოსები გვაძლევენ მსგავს სტატიებში.

ნუ ენდობით ასეთ არაკეთილსინდისიერ საიტებს, ასეთ მატყუარა ავტორებს, ნუ დაიჯერებთ არარსებული ადამიანების რეკომენდაციებს. ენდეთ მხოლოდ სანდო ქართულ საიტებს, ოფიციალურად ლიცენზირებულ, აღიარებულ მედიკამენტებს.

P.s. თუმცა აქაც დიდი ქაოსია, დიდი დამაბნეველი პროცესები და ამის შესახებაც მომავალში აუცილებლად ვისაუბრებთ.