გინდა იყო ჯანმრთელი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გინდა იყო ჯანმრთელი?

ისევე როგორც ბედნიერება, კეთილდღეობა, მეტი ფული, უკეთესი სახლი, მოსიყვარულე ოჯახი და ა.შ. მაგრამ…რა არის შენთვის ჯანმრთელობა?

*მხოლოდ ის, რომ არაფერი გტკიოდეს და ანალიზები გქონდეს "კარგი"?

*თოვლიანი ან წვიმიანი ამინდი, შენთვის სილამაზეა თუ ცივი და ტალახნარევი ავდარი?

*მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული დაბრკოლებები, აზარტში გაგდებს, თუ წინსვლის სურვილს გიკარგავს?

*როცა შენი ახლობლის სახლი, მანქანა, ქურქი ძალიან მოგწონს, იბოღმები ცხოვრებაზე, თუ სტიმული გეძლევა შენც შექმნა და იქონიო იგივე?

...როგორ ფიქრობ, ყველაფერ ზემოთ ხსენებულზე შენი ესა თუ ის რეაქცია, შესაძლებელია იყოს შენი ავად ან კარგად ყოფნის "დამხმარე"?

მას მერე რაც ფსიქოლოგია ღრმად ჩაწვდა ავადმყოფობისა თუ წარუმატებლობის გამომწვევ ფსიქოლოგიურ მიზეზებს, აღმოჩნდა, რომ რეალურად მართლა მხოლოდ ის გინდა, რის გამოც მზად ხართ გაისარჯო და ისეთი ნაბიჯებიც კი გადადგა, როგორიც ჯერ არ გადაგიდგამს, ამიტომ კითხვაზე - "გინდა თუ არა იყო ჯანმრთელი?" - აღმოჩნდა, რომ პასუხი არ არის საყოველთაოდ დადებითი.

როგორც წესი ავადმყოფობასთან ბრძოლა ხდება შემდეგნაირად: - პასუხისმგებლობა სრულად გადადის ექიმზე ან წამლის მწარმოებელ კომპანიაზე, თუმცა ადამიანები იშვიათად იაზრებენ, რომ ჯანმრთელობა და მისი შენარჩუნება უშუალოდ მათი გააზრებული ჩართულობის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია - ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი, რომელიც საქართველოში აკადემიკოს მ.ს. ნორბეკოვის ფსიქო სომატური თვითრეგულირების სისტემის წარმომადგენელია უკვე მე 16 წელიწადია და ადამიანებს საკუთარ თავში არსებული და გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელი რესურსების აღმოჩენაში ეხმარება.

mkurnali.ge

- "ზუსტად ვიცი ყველას სმენია, რომ დაავადებათა უდიდესი ნაწილი, სტრესით არის გამოწვეული. თავად მეც 16 წლის წინ საკმაოდ მსუყე ფორმა 100 - ით ( ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) გახლდით წარმოდგენილი. სულ რაღაც მაწუხებდა და მტკიოდა. ერთს ვუმკურნალებდი მეორე იწყებოდა -

ჯერ ხერხემლით გამოწვეული ზურგის, წელის და კისრის ტკივილი, მერე დაბალი და მაღალი წნევების მონაცვლეობა, მერე სისუსტე, მერე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა და ჰორმონალური თერაპია, მერე საკვერცხეების ანთება, ნეკნთა შორისი ნევრალგია, სახსრების ანთება, დაბალი გემოგლობინი, თავის ტკივილები და თავბრუსხვევა და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი რამ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანი რომელსაც სულ რაღაც აწუხებს, ვერც წარმატებული იქნება, ვერც მომხიბვლელი და ბედნიერი.

აქედან თავისთავად გამომდინარეობს შემდეგი პრობლემები: - ძილის დარღვევა და გამოუძინებლობა, გაღიზიანება და დაძაბული ნერვიული მდგომარეობა, სიმშვიდის დარღვევა, სიხარულის განცდის დაკარგვა, ოპტიმიზმის და პოზიტივის ნაკლებობა, რაც თავისთავად იწვევს წუწუნს, იუმედობის განცდას, სასოწარკვეთას და ადამიანს შესაძლოა მოეჩვენოს რომ ჯანმრთელობისა თუ საკუთარი თავის მართვა მის ძალებს აღემატება.

რეალურად ყველაფერი გაცილებით მარტივადაა ვიდრე მაშინ გვეჩვენება ხოლმე, როცა ცუდად ვართ. სწორი მიდგომით ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი, ოღონდ ეს ერთადერთ ადამიანს შეუძლია დედამიწაზე და ეს ადამიანი ხართ თქვენ.

ალბათ გაინტერესებთ, თავად რამდენად შევძელი ზემოთ ხსენებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამკლავება? და მე თამამად გეტყვით - დიახ!

ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნურ ჯოხს ვფლობ, რომელიც დამიცავს დაავადებებისაგან, თუმცა გააზრებული ცოდნა იმისა, რა რატომ ხდება, გაძლევს საშუალებას უსიამოვნო მოვლენები თავიდან აიცილო.

1998 წლიდან მსოფლიო მედიკების კონგრესზე, ჯანდაცვის სადარაჯოზე მდგარი პროფესიონალები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დაავადებების 94% სტრესული წარმოშობისაა...

ანუ, რომ არა სტრესი, თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ დაავადებას ჩანასახშივე თავად გაუმკლავდებოდა ...

*მუშაობა სტრესის დაძლევაზე და განეიტრალებაზე,

*საკუთარი ხასიათისა და პიროვნების გამოძერწვა,

*მიდგომებისა და ხედვების შეცვლა;

*საკუთარ თავში ამოუწურავი რესურსების აღმოჩენა და ამ რესურსების სწორად გამოყენება - ეს ის არის, რაც ჯანმრთელობის აღდგენაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

სწორედ ეს მოსაზრება და რიგი მეცნიერული კვლევები უდევს საფუძვლად გამაჯანსაღებელ ფსიქოლოგიასაც, რომელსაც უფრო ზუსტად "ფსიქო სომატური თვითრეგულირების სისტემა ჰქვია".

mkurnali.ge

სისტემის ავტორი გახლავთ აკადემიკოსი მ.ს. ნორბეკოვი. თუ ჯერ არაფერი გსმენიათ მის შესახებ, მაშინ გულწრფელად გილოცავთ, იმას რასაც მოისმენთ, რადგან ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიაა, რომელმაც საკუთარ თავზე მუშაობით დაამარცხა "განუკურნელი დაავადებები", არამედ ეს ისტორია თქვენზეა - უფრო სწორედ იმ უნარებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც თქვენც გაგაჩნიათ, უბრალოდ თქვენ მათ ჯერ არ იცნობთ.

ნორბეკოვის სისტემის ტრენინგები (სასწავლო გამაჯანსაღებელი ტრენინგ-კურსები) ტარდება მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში;

ნორბეკოვის სისტემას, ზურგს უკან გამოჯანმრთელებული ადამიანების 10 000 000-იანი არმია ჰყავს, ხოლო ნორბეკოვის წიგნები უამრავ ენაზეა თარგმნილი ( მათ შორის ქართულადაც) და 40 000 000-იანი ტირაჟით იწონებს თავს.

თქვენ შეგიძლიათ თბილისში, ქართულ ენაზე ეზიაროთ ამ უდიდეს ცოდნას საკუთარი, განუსაზღვრელი შესაძლებლობების შესახებ, სულ რაღაც 10 დღეში და სამუდამოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ.

ტრენინგს გაუძღვება - აკადემიკოს ნორბეკოვის სისტემის ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, "ნლპ ქოუჩი" 16 წლიანი გამოცდილებით, ბიზნეს-ტრენერი, ფსიქოლოგი - ხათუნა მუზაშვილი.

გაიგე მეტი https://bit.ly/3qyNkQM