როგორ უნდა იკვებოთ, რომ ზედმეტმა ლორწომ არ შეგაწუხოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებოთ, რომ ზედმეტმა ლორწომ არ შეგაწუხოთ?

ის აგროვებს მტვერს, ბაქტერიებს, მავნე ნაწილაკებს და ასე უნარჩუნებს ორგანიზმს ჯანმრთელობას.

სხეული ლორწოს წარმოქნმის, როგორც დამცავ მექანიზმს.

თუმცა მისი ზედმეტი რაოდენობა ყელში დისკომფორტს, ცხვირის სასუნთქი გზების შეშუპებასა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

ფილტვის ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე ქრონიკული ბრონქიტის დროს, ადამიანებს ზედმეტი ლორწო აწუხებთ, რაც მათთვის გაუსაძლისი პრობლემაა. მას „ფლეგმას“, ან ნახველსაც უწოდებენ.

ჩვენი სასუნთქი გზები წამწამოვანი სტრუქტურებით არის ამოფენილი, სწორედ მათ ევალებათ ლორწოსგან გაათავისუფლოს ის.

როდესაც, ჯირკვლების ჰიპერსეკრეციაა (რასაც, რიგი რისკ-ფაქტორები უწყობს ხელს) , ჭარბად გამოყოფილ ლორწოს დაზიანებული წამწამები ვერ ასუფთავებენ და ხდება მათი დაგროვება.

იმისათვის, რომ აღნიშნულმა პრობლემამ არ შეგაწუხოთ, გჭირდებათ სუფთა, დატენიანებულ გარემოში ყოფნა, არსებობს ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთხაში.

ბევრი სითხე უნდა მიიღოთ, მაგალითად, თბილი ლიმონიანი წყალი, წვნიანი, უკოფეინო ჩაი, ხილის წვენი.

მოერიდეთ თამბაქოს.

გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი ყელში, ის იქ არსებულ ლორწოსა და მიკრობებს მოგაცილებთ.

ძალიან კარგია ევკალიპტის ეთერზეთი გულმკერდის არეში დაგროვებული ნახველისთვის.

იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ზედმეტი ლორწოსგან, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალია კვებითი ჩვევის შეცვლა და სპეციალური დიეტის დაცვა.

ეს არ არის ის დიეტა, რომელსაც წონის დაკლებისთვის მიმართავენ ადამიანები. ეს არის ე.წ „ულორწოო დიეტა“.

ამ დიეტის დროს თქვენი კვების რაციონში იმ საკვებთა ჩამონათვალს ამცირებთ, რაც ლორწოს პროვოცირებას უწყობს ხელს. ასეთი საკვები, ძირითადად, ალერგიული პროდუქტებია.

ყველა ადამიანის ორგანიზმის რეაგირება საკვებზე ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საკვების გარკვეული ტიპი, რომელსაც შეუძლია ნახველი გაასქელოს, უფრო ბლანტი გახადოს და გააძლიეროს ლორწოს წარმოქმნა.

მაგალითად, თბილი სითხეები ლორწოს დაშლას უწყობს ხელს, ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. ჩაი და წვნიანები ძალიან სასარგებლოა. ომეგა 3 არის ის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ამცირებს ნახველს და აცხრობს ანთებით პროცესებს. ომეგა 3-ს კი შეიცავს ზოგიერთი თევზი (ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი), კაკალი, სელის თესლი.

ლორწოს საწინააღმდეგო დიეტის დროს კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ შემდეგი საკვებით:

• ნიორი

• ოხრახუში

• ლიმონი

• ნიახური

• ხახვი

• თაფლი

• ჯანჯაფილი

• გოგრა

• გრეიფუტი

• გვირილა

ისინი ამცირებენ ლორწოს წარმოქმნას.

ძალიან კარგია ჟანგბადის თერაპია, ასევე ფიჭური თერაპია, რომელიც ქრონიკურლი ფილტვის დაავადებებისა და ქრონიკული ბრონქიტისთვის ძალიან სასარგებლოა.

არ მიირთვათ

• რძე/იოგურტი

• ბანანი

• წითელი ხორცი

• ყველი

• კარტოფილი

• კომბოსტო

• ყავა

• ტკბილი დესერტები/კანფეტები

• კვერცხი

ჭარბი რაოდენობის ნახშირწყლების და რაფინირებული შაქრის მიღება ჩვენთვის სასარგებლო ბაქტერიების წარმოქნას ამცირებს, რაც სხეულში ლორწოს ჭარბად წარმოქმნის მაპროვოცირებელიცაა.

მიირთვით დიდი რაოდენობით მწვანილი, ბროკოლი, კიტრი, ვაშლი.

კიტრი

საუკეთესო გამწმენდი საკვებია, რომელიც მდიდარია წყლით, C ვიტამინით, კალიუმით. მას აქვს ტუტე ბუნება, რაც იცავს, კვებავს ნაწლავის გარსს, ამცირებს ანთებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ვაშლი

ის შეიცავს C ვიტამინს, ასევე პექტინს და შესანიშნავად ასუფთავებს ორგანიზმს ლორწოსგან, ხელს უშლის მის დაგროვებას. ჩაანაცვლეთ ბუნებრივი შაქრით დესერტები და კანფეტები.

დააბლენდერეთ ვაშლი, დაუმატეთ დარიჩინი, შეგიძლიათ მსხალი და ვაშლი დააბლენდეროთ ერთად და მიირთვათ.

ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, ამიტომ თუ ზედმეტი ლორწო გაწუხებთ, რომელიც ბრონქებში, ყელში, შესაძლოა ყურშიც დაგროვდეს, სჯობს მიმართოთ ექიმს.