მსოფლიო ექსპერტები სიყრუის ეპიდემიას წინასწარმეტყველებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსოფლიო ექსპერტები სიყრუის ეპიდემიას წინასწარმეტყველებენ

ორგანიზაცია მოგვიწოდებს სმენის დაკარგვის მკურნალობისა და პროფილაქტიკის ინვესტირებისაკენ. როგორც გამოთვლებმა აჩვენა, 2050 წლისთვის, დედამიწაზე, ყოველ მეოთხე ადამიანს ექნება სმენასთან დაკავშირებული პრობლემები.

დღეისათვის სმენასთან დაკავშირებული პრობლემები უფიქსირდება მოსახლეობის მეხუთედს. ამგვარი ადამიანების რიცხვი შემდგომი 30 წლის განმავლობაში, შეიძლება გაიზარდოს 50%-ით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფში, 700 მილიონ ადამიანს ექნება სერიოზული დაავადებები, რომელიც მკურნალობას მოითხოვს.

ექსპერტების აზრით, ავადობის მოსალოდნელი ზრდა დაკავშირებულა ბევრ ქვეყანაში მედიცინის ხელმისაწვდომობის არარსებობასთან. არასახარბიელო რეგიონებში ცხოვრობს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსახლეობის 80%.

ცნობილია, რომ ინფექციები, თანდაყოლილი დეფექტები, ხმაურის ზემოქმედება და ცხოვრების არასწორი წესი, სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის პირობებში იწვევს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ექსპერტებმა შეიმუშავეს ღონისძიებების პაკეტი, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივ ადგილებში ხმაურის დონის შემცირებას, მენინგიტის და მსგავსი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციას, რეგულარულ გასინჯვას. მსგავსი ღონისძიებების გატარებისას, შესაძლებელი იქნება სიყრუისა და სმენის შესუსტების შემთხვევების 60%-მდე შემცირება.