როგორ უნდა იკვებოთ, თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებოთ, თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ?

ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად გონებრივი სამუშაოს შესრულება უწევთ, განსაკუთრებულ კვებასა და ცხოვრების წესს საჭიროებენ. ტვინი, რომელიც გამუდმებით დატვირთულია, უნდა განიტვირთოს და შესაბამისი საკვები ნივთიერებებით მომარაგდეს, რათა სრულფასოვნად იმუშაოს.

როგორ მოიქცეთ, რომ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და უფრო შრომისუნარიანი გახდეთ?

კვების რაციონის გამდიდრება შესაბამისი პროდუქტებით და წყლის საკმარისი რაოდენობის მიღება თქვენი მთავარი მიზანი უნდა გახდეს.

ტვინის ქსოვილების 85% წყალია, ამიტომ აუცილებელია მას საჭირო რაოდენობის სითხე მივაწოდოთ.

ტვინის გაუწყლოება ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას ასტიმულირებს, რაც ტვინზე უარყოფითად აისახება, ქვეითდება მეხსიერება და ის სრულყოფილად ინფორმაციის შენახავას ვერ ახერხებს.

სასმელებიდან წყლის გარდა, ჩაი დაგეხმარებათ მუდამ ტონუსში ამყოფოთ თქვენი გონება.

მასში შემავალ ტანინს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

მეხსიერებასა და კოგნიტურ თვისებებს ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები და კოფეინი უზრუნველყოფს.

რაც შეეხება კაკაოს, მასში შემავალი ფლავანოლი ტვინის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მას ჟანგვითი პროცესებისგან იცავს.

ხილ-ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის რომ შეუცვლელია, ამაზე ყველა ექსპერტი თანხმდება, გამონაკლისი არც გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაა.

რომელი ხილი ან ბოსტნეული უნდა მიირთვათ, თუ გონებრივი სამუშაოს შესრულება გიწევთ?

• ბროკოლი

ბროკოლი მიკროელემენტ ბორს შეიცავს, რომელიც ჩვენი ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია.

მისი ნაკლებობა ტვინის აქტივობის დაქვეითებას იწვევს. მასში, ასევე K ვიტამინი შედის, რაც ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

• პომიდორი

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ტვინის უჯრედებს, პომიდორში შემავალი ანტიოქსიდანტი ლიკოპენი კი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

პომიდორში შემავალი მელატონინი ტვინის დაბერების პროცესს ანელებს.

• ისპანახი

ტვინის უჯრედებს დაშლისგან ისპანახში შემავალი ლუთეინი დაიცავს. მიირთვით ისპანახიანი ომლეტი და თქვენი ტვინი დიდხანს და ჯანმრთელად იქნება თქვენს სამსახურში.

ის აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ამასთანავე, ტვინის სისხლძარღვთა დაზიანებას აფერხებს.

• ვაშლი

ტვინის ოქსიდანტურ სტრესს შეუძლია ინტელექტის დაქვეითება და მეხსიერების დაკარგვა.

ეს პროცესი რომ აირიდოთ, თავიდან ხშირად მიირთვით ვაშლი და ვაშლის წვენი.

ის კონცენტრაციის უნარს გაზრდის და თქვენს გონებას გააახალგაზრდავებს.

ასევე გონებისთვის აუცილებელ ვიტამინებს შეიცავს კვერცხი და თევზი.

იოდით მდიდარი თევზი ტვინისთვის აუცილებელია.

ჩინური ლიმონურა

ჩინური ლიმონურას ფოთლები დააყენეთ და ჩაისავით დალიეთ.

ის დაგეხმარებათ მძიმე გონებრივი თუ ფიზიკური შრომის შედეგად დაკარგული ენერგიის აღდგენაში, გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

ჟენ-შენი

ჟენ-შენის ნაყენის წვეთები წყალში გააზავეთ და დალიეთ, ეს თქვენს შრომისუნარიანობას გაზრდის.