თუ თვალის ირგვლივ ლურჯი რგოლები და ტომრები თქვენი „მეგობარია“ - რჩევები და ნატურალური ნიღბები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ თვალის ირგვლივ ლურჯი რგოლები და ტომრები თქვენი „მეგობარია“ - რჩევები და ნატურალური ნიღბები

ამ ადგილას ჩნდება პირველი ნაოჭებიც და ამის მიზეზი მის ქვეშ კუნთებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის არარსებობაა.

თვალის ირგვლივ ლურჯი რგოლების მიზეზებია:

• გამოუძინებლობა და გადაღლა

• კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა

• სტრესი და დეპრესია

• ალკოჰოლი

• ნიკოტინი

• გაუწყლოება

ასევე, თვალის ირგვლივ კანის არაჯანსაღი იერის შესაძლო მიზეზებია:

• სილურჯე - ჟანგბადის ნაკლებობა, რაც გულ-სისხლძარღვთა არასრულფასოვანი მუშაობის შედეგია

• სილურჯის მიზეზი, შესაძლოა თირკმელების პრობლემა იყოს

• ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მაუწებელიცაა

• თვალის ირგვლივ რგოლების მოყავისფრო ფერი სისხლის მიმოქცევის მოშლას უკავშირდება

• კანის მოყვითალო ფერი ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემებს მიგანიშნებთ

• მოვარდისფრო ფერი - შარდის ბუშტისა და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები

რჩევები - როგორ მოვუაროთ თვალის ირგვლივ კანს:

პირველ რიგში, უნდა დაიტენიანოთ კანის ეს უბანი. აუცილებელია, ყურადღება გაამახვილოთ მსუბუქ კრემებსა და მათ შემადგენლობაზე.

• დააკვირდით, ხომ არ შეიცავს ის ლანოლინს, მან შეიძლება თვალის ირგვლივ კანის გაწითლება და შეშუპება გამოიწვიოს

• თქვენ მიერ არჩეული პროდუქტი A და E ვიტამინებს უნდა შეიცავდეს

• თვალების ირგვლივ სიშავის მოსაშორებლად, კრემი უნდა შეიცავდეს რეტინოლს, პეპტიდებსა და K ვიტამინს

• კოფეინის შემცველი კრემები შეშუპებასა და შავ რგოლებს ერთდროულად ებრძვის

• თვალების ირგვლივ კანი თუ გექერცლებათ და გიწითლდებათ გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველი კრემი გამოიყენეთ

• წვრილი ნაოჭების შემთხვევაში კრემი თუთიასა და პეპტიდებს უნდა შეიცავდეს

სახლში დამზადებული ნატურალური ნიღბები

• აიღეთ 1 ს/კ კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი შემთბარი თაფლი და 1 ჩ/კ შვრიის ფქვილი, აურიეთ კარგად ერთმანეთში (თუ ნარევი სქელია, გააზავეთ კვერცხის გულით, ან თბილი რძით), დაიდეთ თვალების ირგვლივ, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

• კანის დასატენიანებლად თვალების ირგვლივ შეგიძლიათ კვერცხის გული წაისვათ და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანოთ.

• მცირე ზომის ქილაში ჩაასხით 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი და ზეთოვანი E ვიტამინი, აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. დილა-საღამოს ხელის მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კანში, ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით შეიმშრალეთ. ეს ნიღაბი იდიალურია ქუთუთოებისთვის და, რაც მთავარია, ნატურალური.

• წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10-15 წუთი.

• 1 ს/კ ტომატის წვენი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ. მას შემდეგ, რაც ერთგვაროვან თხელ მასას მიიღებთ, თვალების ქვემოთ წაისვით და 10 წუთი გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სასარგებლოა ყოველდღიური მასაჟი. პირის დაბანის შემდეგ, დადექით სარკესთან და თვალების ირგვლი თითების ბალიშებით სუსტი მასაჟი ჩაიტარეთ, ცხვირის ძგიდიდან ქვედა ქუთუთოებისკენ 3 წუთის განმავლობაში. მასაჟი შეგიძლიათ გაიკეთოთ ნუშის ზეთით.

ლურჯი რგოლების გარდა, თვალის ტომრებიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, გიზიარებთ რჩევებს, როგორ ებრძოლოთ მათ:

• არ დალიოთ ძილის წინ ბევრი წყალი

• ნაკლები რაოდენობით მარილი და ალკოჰოლი მიიღეთ

• ძილის დროს, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ

• გაღვიძებისას 5-10 წუთი ცივი ნიღაბი გაიკეთეთ, დაიდეთ ყინულები