გვიან ღამით კვება, უკვე დიდი ხანია, შევწყვიტე, წყალი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა - როგორია სალომე ბაკურაძის ცხოვრების სტილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გვიან ღამით კვება, უკვე დიდი ხანია, შევწყვიტე, წყალი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა - როგორია სალომე ბაკურაძის ცხოვრების სტილი

როგორია სალომე ბაკურაძის ყოველდღიური ცხოვრების წესი, რამდენად ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

- უკვე ერთი წელიწადი ხდება, რაც ყოველდღიურობად ვაქციე, რომ დღეში 20 წუთი, სახლში ვვარჯიშობ და ეს სისტემატური ხასიათისაა.

არ ვაკეთებ ძალიან მხტომიარე და დამქანცველ ვარჯიშებს, არც კარდიოს, ძირითადად, პრესი, ჩაჯდომები, ე.წ პლანკაზე დგომა, გაჭიმვები, ცოტა იოგას ელემენტები. როგორც წესი, მაქსიმუმ 30 წუთი, დღის ნებისმიერ მონაკეთში, დილას, ან შუადღეს.

თუ მთელი დღის მანძილზე ვერ მოვცალე, საღამოს მაინც. გამონაკლისი არ არის არც შაბათ-კვირა და არც დღესასწაულები, იქნება ეს ახალი წელი, თუ აღდგომა.

როგორია თქვენი კვების რაციონი?

- კვებას რაც შეეხება, ენდოკრინოლოგის რჩევებით, უკვე დიდი ხანია, ამას ყურადღებას ვაქცევ. მკაცრი დიეტების მომხრე არ ვარ, რადგან დიდი დრო და ენერგია დავკარგე, უშედეგოდ.

გაბრაზებული ვანებებდი თავს, მიღწეული შედეგით უკმაყოფილო და „ ნატანჯი“, იყო სტრესული და იმ შედეგს არ მაძლევდა, რომელიც მინდოდა.

ნელ-ნელა ცხოვრების წესად ვაქციე ჯანსაღი კვება და ბოლოს გავიზარე , რომ ჯანმრთელობა და სილამაზე ერთნმანეთთან გადაჯაჭვულია, პირდაპირპროპოციულ კავშირშია. ჯანსაღი კვებით ნერვებსაც არ ვიზიანებ.

ვფიქრობ, ყველაფერი მაინც სიამოვნებას უნდა განიჭებდეს.

როგორ იწყება თქვენი დილა, რას მიირთმევთ საუზმედ?

- ჩემი საუზმე შეიძლება იწყებოდეს გახუხული პურით და ყველით, კვერცხით და ყველით, შვრიის ფაფა ხილთან ერთად, ან ყველთან ერთად.

ბოლო კვებას, რომელ საათზე მიირთმევთ?

გვიან ღამით კვება უკვე დიდი ხანია შევწყვიტე, დაახლოებით, 6 თვეა.

7 საათის შემდეგ, რაც არ უნდა სუფრა ან ახალი წელი იყოს, არ გეახლებით.

დღის განმავლობაში რამდენად ხშირად მიირთმევთ წყალს?

- წყალი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა, უკვე ძალიან დიდი ხანია. თავიდან იძულების წესით დავიწყე სმა.

ბოლო 2 წელია, ვფიქრობ, რომ უკვე მიყვარს კიდევაც. დაახლოებით, ორ ლიტრას ვსვამ დღეში, თუმცა არ მაქვს „რობოტული“ მიდგომა, რომ აუცილებლად ამდენი უნდა დავლიო. ნახევარლიტრიანი, ცოტა დიდი მოცულობის ჭიქა მაქვს სახლში, თუ გარეთ ვარ, ამავე მოცულობის ბოთლი და ასე ვახერხებ 2 ლიტრამდე ასვლას.

ჩაი თუ ყავა?

- ყავა. დღის განმავლობაში, 3-4 ფინჯან ყავას მივიმრთმევ.

თუ სიტუაციამ მოიტანა, შეიძლება მეტიც. თუმცა, როგორც წესი, 4 ჭიქაზე მეტს არ მივირთმევ.

ხშირად გიწევთ ეკრანზე გამოჩენა და როგორ უვლით სახის კანსა და თმებს?

- როგორც ყველა ქალბატონს, მეც ჩემი სახის კანის მოვლის რუტინა მაქვს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი.

სახლში მომზადებული ნიღბების და მსგავსი მოვლის საშუალებების გაკეთებით არ გამოვირჩევი.

ძირითადად, სახის დაბანა, გაწმენდა, დატენიანება, თვალის ირგვლივ საცხი გახლავთ ჩემი ყოველდღიური, რუტინული სახის მოვლის პროცედურები.

კოსმეტოლოგსაც იშვიათად ვსტუმრობ. მაშინ, როდესაც ზაფხულისთვის კანს ვამზადებ. ზამთარში უფრო დიდ ყურადღებას კანის დატენიანებას ვაქცევ.

ყოველდღიურად ინსტრაგამზე, თმებთან დაკავშირებით, ათეულობით წერილი მომდის, თუ როგორ ვუვლი. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს.

როცა დავფრინავდი, ყოველთვის ახალ-ახალ პროდუქტებს ვყიდულობდი და ვტესტავდი.

როცა მეკითხებიან, როგორ ვუვლი თმებს, ფოტოს ვუგზავნი, სადაც ჩანს ერთი თარო, რომელიც სავსეა თმის მოვლის საშუალებებით.

ხვეული თმის შამპუნი, კონდინციონერი, კვირაში ერთი ან ორი დღე - თმის ნიღაბი, რომელიც დაბანის დროს გამოიყენება - ეს არის ჩემი თმის მოვლის ძირითადი საშუალებები.

mkurnali.ge

საყვარელი ბრენდი?

- ხშირად ვცვლი და ვერ ვიტყი. თითქოს, თმაც ეჩვევა, კანიც და ვერ ვხმარობ წლების მანძილზე ერთსა და იმავეს.

სუნამოც კი მალე მბეზრდება. ძალიან ცივი სუნები არ მიყვარს. მიყვარს მკვეთრი, თუმცა ტკბილი ნოტებიც უნდა იგრძნობოდეს.

განსახვავებული სუნები მიყვარს.

სტუმრობთ თუ არა სოლარიუმს?

- ხშირად არა, მაგრამ რუჯის მოყვარული ვარ და სეზონურად ვიპარები ხოლმე. მთლიანად გადახაზული და ამოღებული არ მაქვს.

პლასტიკურ ქირურგიაზე რას ფიქრობთ?

- მე არ მაქვს გამოცდილება, რომ ვინმეს რჩევა მივცე, მაგრამ არ ვარ წინააღდმეგი.

ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანები იმას აღწევენ, რაც მიზნად დაისახეს. აუცილებელია, კარგად გამოიყურებოდე გარეგნულად, რომ თავს შინაგანად თავდაჯერებულად გრძნობდე.

როგორც ვიცით, კოვიდ19 გადაიტანეთ. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ როგორ დაინფიცირდით და როგორი იყო თქვენი მდგომარეობა, რამდენად მსუბუქ ფორმებში გქონდათ ვირუსი?

- ზუსტად და კონკრეტულად ვიცი, როგორ და სად დავინფიცირდი, იმიტომ რომ სახლიდან არ გავდიოდი, მხოლოდ - მაღაზიაში.

ერთ-ერთ საღამოზე მომიწია წასვლა, სადაც 20 მდე ადამიანი იყო, მთხოვეს, რომ დახურულ ღონისძიებაზე მემღერა.

იქიდან დაბრუნების შემდგომაც არსად წავსულვარ და მომდევნო ოთხი დღე ისე ვიყავი დაინფიცირებული, რომ არ ვიცოდი.

სახსრების ტკივილს ჩემს ვარჯიშს ვაბრალებდი, ალბათ უფრო დავიტვირთე-თქო თავი. მეგონა ჩემთან კოვიდი არ იყო, როდესაც დამიდასტურდა, მივხდი, რომ ეს არ იყო არც ჩვეულებრივი თავის ტკივილი და არც წელის, ეს იყო ინფექციის სიმპტომები.

2 კვირაში ერთხელ ვიტესტებოდი ხოლმე და ერთ-ერთი ასეთი დატესტვის დროს, აღმოვჩნდი კოვიდ დადებითი, გაგებიდან მეორე დღესვე დამეწყო სიმპტომები. პირველი სიმპტომი იყო ტემპერატურა.

მას რეგულარულად ვიკონტროლებდი და არ აღემატებოდა 35-ს, რაც ერთ-ერთი სიმპტომია, ან მაღალი სიცხე, ან ნორმაზე დაბალი.

კოვიდ დადასტურებიდან მეორე დღესვე გემოც და ყნოსვაც დავკარგე. მქონდა თავისა და სახსრების ტკივილი.

2-3 დღე, უფრო 2 დღე, ყველაზე რთული აღმოჩნდა, როცა საშინელი საერთო სისუსტე და თავის ტკივილი მქონდა, ასევე უძილობა, მაგრამ ტელევიზორმა, წიგნის კითხვამ, ვარჯიშმა, რომელიც არც კოვიდის დროს შემიწყვეტია, გადამატანინა ყველაფერი.

mkurnali.ge

რას გვირჩევთ მათ, ვისაც არ გადაგვიტანია კოვიდ19 ?

- პირველ რიგში, რეკომენდაციების დაცვას. სიფრთხილესა და ყურადღების მიქცევას სიმპტომებზე.

ასევე, მნიშვნელოვანია კარგი ხასიათის შენარჩუნება. დღეს, თითქმის, არავინ არ ვართ ვირუსისგან დაცულები, ამიტომ, თუ მაინც დაგემართათ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ, მხნედ ყოფნა დიდი წამალია ამ დროს.

თუ დაგემართათ, არ იფიქროთ, რომ დამთავრდა ყველაფერი, შეიძლება ეს არ არის ჩვეულებრივი ვირუსი და ბევრად მძიმეა, მაგრამ მაინც უნდა შევინარჩუნოთ განწყობა. ის 50%-ით შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ყოველდღიურ ცხოვბრებაში რამდენად იყენებთ განწყობის თეორიას?

- ამით ვცხოვრობ, გარშემო ძალიან ნეგატიური ინფორმაცია არის ყველგან, ვცდილობ ახლოს არ მოვუშვა ეს ნეგატივი. განწყობა მშველის, რომ ჩემს საქმეში უფრო რეალიზებული ვიყო, ჩემი შეცდომა სხვას არ დავაბრალო.

პოსტკოვიდურ სიმპტომებზე რას გვეტყვით, რა სიმპტომები დაგიტოვათ კოვიდ 19-მა?

- ცოტა ხანი დამიტოვა უძილობა და უფრო მეტხანს სახსრების ტკივილი.

ერთ თვემდე მწყობრში ვერ ჩადგა, ვერც ჩემი ძილის რეჟიმი და ვერც ნერვული სისტემა, ტრაგიკულად არ შემიხედავს და ვცდილობდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, ვარჯიში ამაში ძალიან დამეხმარა, მეგობრებთან საუაბარი, ჩემი ოჯახის წევრები, მუსიკა, წიგნის კითხვა.

მოვლენების დრამატიზირება არ მიყვარს.

ამ მდგომარეობაში, ცოტა რთულია, არის რაღაცეები, რასაც მარტო შენი ხასიათი არ შველის - იმდენად დამთრგუნველია და ისეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები. თუმცა, კიდევ უფრო მძიმედ არ გამიხდია მდგომარეობა ჩემი ხასიათით.

როგორია თქვენი ძილის რეჟიმი ?

- ადრინდელთან შედარებით, ახლა უფრო მოწსრიგებული ძილის რეჟიმი მაქვს.

ის ჩემი პრობლემა არასდროს ყოფილა, შემეძლო, მხოლოდ 2 საათით მძინებოდა, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი.

ახლა კი, 10-ზე უფრო ადრეც ვიღვიძებ, ნაცვლად 12 საათისა და აღარც 3-4 საათზე აღარ ვიძინებ.

თქვენი რჩევა რა იქნება მკითხველისთვის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჯანმრთელები და ლამაზები ვიყოთ ?

- მგონია, რომ ადამიანმა თავისი ჯანმრთელობის ფორმულა და დღიური რაციონი თავად უნდა შეიმუშაოს.

მათი ცხოვრების წესი არ უნდა იყოს დამთრგუნველი, ჩარჩოებში მოქცეული.

ყველამ საკუთარ ორგანიზმს უნდა მოუსმინოს, ინდივიდუალურად დაწერილი დიეტაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს შენთვის წარმატებული, იმიტომ, რომ ადამიანს თავისი ორგანიზმის ყველაზე უკეთ ესმის. ზუსტად იცის, მაგალითად, რამდენი და როგორ უნდა ივარჯიშოს.

ამას ნელ-ნელა სწავლობ.

აუცილებელია, ყურის კარგად დაგდება ჩვენი ორგანიზმისთვის, იმის გააზრება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და სილამაზე ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ჯანმრთელობას მოაქვს კარგი ხასიათიც, მხნედ ყოფნაც, და ყველაფერი.

თუმცა, არ მინდა იფიქრონ ადამიანებმა, რომ ეს ძალიან დამთრგუნველი, „რობოტულად“ და რუტინულად მიმდინარე უნდა იყოს. ყველაფერს თან სიამოვნებით უნდა აკეთებდეთ.

მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ყურის დაგდება ჩვენი ორგანიზმისათვის - თუ რა გვსიამოვნებს. ზომიერების დაცვა მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე.

ამას რაც უფრო ადრე ვისწავლით, მით უფრო ლამაზად და ჯანსაღად გახანგრძლივდება ჩვენი ცხოვრების გზა.