რა სიხშირით არის რეკომენდებული თავის დაბანა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიხშირით არის რეკომენდებული თავის დაბანა?

ბუნებრივია, რომ ზამთრისა და ზაფხულის პირობები ერთმანეთისგან განსხვავებულია. საყურადღებოა თავის თმიანი ნაწილის კანის მდგომარეობა, ცხიმიანობა, გაღიზიანებადობა და თმის ტიპი. შესაბამისად ზაფხულში დაბანის გრაფიკი ზამთარში რამდენადმე იცვლება.

მნიშვნელოვანია მოვლის საშუალების სწორად შერჩევა, რომელიც მოცემული კონკრეტული ადამიანისთვისაა მისაღები. მაგალითად, მშრალი თმის დროს, უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი შამპუნები და სავლები. ცხიმიანი თმის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.

ამ დროს, ძირითადი შეცდომა არის ის რომ ადამიანები იყენებენ ცხიმიანი ტიპის თმისთვის განკუთვნილ შამპუნებს. მსგავსი საშუალებები კი ახდენენ კანის ძლიერ გაუწყლოებას და ამდენად ასტიმულირებენ ცხიმოვან ჯირკვლებს უფრო მეტი ცხიმიანი სეკრეტის გამოსაყოფად. ამიტომ საჭიროა ნეიტრალური შამპუნის გამოყენება.

თავის სხვადასხვა მიდამოზე, კანის pH-ის სხვადასხვა მნიშვნელობის გამო, შამპუნი უნდა შევარჩიოთ 5,5–6 pH-ის დიაპაზონში.

კითხვაზე: რა სიხშირით არის რეკომენდებული თავის თმიანი ნაწილი დაბანვა? - ადამიანთა უმეტესობისათვის (თმის ტიპის და ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურებებიდან გამომდინარე) სწორი პასუხი იქნება: თავის დაბანა რეკომენდებულია ყოველ მესამე დღეს.

როგორც უკვე გითხარით, ეს სიხშირე უნდა ცვალებადობდეს გარემო პირობების, სეზონის, ადამიანის თავის თმის ტიპის შესაბამისად.