რომელი დაავადების დროს არ უნდა მიირთვათ და როგორ უნდა მოამზადოთ მისი წვენი სწორად - შტოშის „საიდუმლო“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დაავადების დროს არ უნდა მიირთვათ და როგორ უნდა მოამზადოთ მისი წვენი სწორად - შტოშის „საიდუმლო“

როგორც ამბობენ, ის დაბერების პროცესს აჩერებს, მაღალ ტემპერატურასა და თავის ტკივილებს კი შესანიშნავად უმკლავდება.

რა განაპირობებს ამ მცენარის სასწაულებრივ თვისებებს, თუ არა მისი შემცველობა.

რას შეიცავს შტოში?

• C ვიტამინი ( დიდი რაოდენობით)

შესაბამისად, ის სურავანდის დროსაც გამოიყენება (სურავანდი - C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადება, რომლის დროსაც ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების ცვენა, კანზე სისხლჩაქცევები და სხვა სიმპტომები ვლინდება)

• B ჯგუფის ვიტამინები

ამ ტიპის ვიტამინების ფუნქცია ნერვული სისტემის განმტკიცებაა. ისინი კანისა და თმის სიჯანსაღეს განაპირობებენ.

• K , I , Mg

კალიუმი, იოდი, მაგნიუმი ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო მიკროელემენტებია.

• პექტინი და ანტიოქსიდანტები

• ფლავანოიდები და PP ვიტამინი

რაც ორგანიზმს მეტი C ვიტამინის ათვისებაში ეხმარება.

რისთვის არის სასარგებლო?

• ავიტამინოზი

პირველ რიგში, ის ვიტამინების ნაკლებობის დროს უნდა მიირთვათ, რაც გააძლიერებს თქვენს ორგანიზმსა და იმუნურ სისტემას.

შტოში აგიმაღლებთ იმუნიტეტს, გთავაზობთ რეცეპტს.

• დაგჭირდებათ 1 კგ კენკრა, დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი

• დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2.5 კგ შაქრისგან მომზადებული სიროფი

• ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთით წამოადუღეთ

• გადაიღეთ ქილაში და 1 ს/კ ყოველ დილით მიიღეთ, დააყოლეთ თბილი წყალი.

• ყელის ტკივილი

თუ ყელი გტკივათ, შტოშის წვენში გაზავებული თაფლი მიიღეთ.

• გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ვარიკოზი თუ გაწუხებთ, თქვენთვის იდეალური კენკრაა შტოში. ის კაპილარებს სიმტკიცესა და ელასტიურობას სძენს. მაღალი წნევისას კი შტოშისა და ჭარხლის წვენის ნარევი უნდა მიირთვათ.

• კუჭ-ნაწლავის პრობლემები

გასტრიტი, კოლიტი ამ დროს, როგორც გადამუშავებული, ასევე ცოცხალი კენკრა არის სასარგებლო.

შტოშის წვენი, სიროფი, მურაბა კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას აძლიერებს.

სასარგებლოა დაბალი მჟავიანობისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

შტოში პილორუსის ჰელიკობაქტერიის გამრავლებას უშლის ხელს.

ეს ბაქტერია კუჭის წყლულს იწვევს, შესაბამისად, წყლულის საპროფილაქტიკოდ შტოშის გამოყენება შეგიძლიათ.

არ მიირთვათ, თუ უკვე ჩამოყალიბებული წყლული, კუჭის მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან ღვიძლის დაავადებები გაქვთ.

• გაციება

შტოშის წვენი გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ იდიალური გამოსავალია, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, კლავს წყურვილს.

• სტომატოლოგია

ის აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას. კბილებს კარიესისგან იცავს, ხოლო ღრძილებს ანთებისგან.

• ცისტიტი

ზოგადად, შტოში ანტიბიოტიკების მოქმედებას აძლიერებს. ცისტიტის დროს, 2 ს/კ შტოშის წვენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით, ინფექციის გამწვავებას თავიდან აგაცილებთ.

ის კარგია დამატებით სამკურნალო ეფექტისთვის ნეფრიტისა და ქალური ანთებითი დაავადებების დროს.

გაითვალისწინეთ

შტოშის წვენის მომზადებისას, არ მოხარშოთ კენკრა, ასე მასში არსებულ C ვიტამინს დაშლით.

გამოწურეთ კენკრა, მისი ჩენჩო და რბილობი შაქართან ერთად წამოადუღეთ, როცა ნახარში გაგრილდება, ცოცხალი შტოშის წვენი ჩაამატეთ.