შაქარი - დაავადებების სათავე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქარი - დაავადებების სათავე?

მარტივ შაქრებს, ანუ მონოსაქარიდებს განეკუთვნება ფრუქტოზა და გლუკოზა, რომლებიც ხილისა და თაფლის შემადგენლობაში შედის.

გრანულირებული შაქარი კი არის რთული შემადგენლობის, ის არის დისაქარიდი - საქაროზა, რომელიც გლუკოზისა და ფრუქტოზისგან შედგება და საჭმლის მონელების დროს იშლება.

როგორც ხედავთ, შაქარი ქიმიური კუთხით მხოლოდ წყალბადს, ჟანგბადასა და ნახშირბადს შეიცავს.

მას არანაირი უარყოფით თვისება არ აქვს, თუ არ გამოიყენებთ ზედმეტი რაოდენობით. მისი გემრიელი გემოს გამო, აღიარებულია, რომ შაქარი იწვევს დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებით ბევრი მეცნიერი კამათობს.

უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არანაირი ზუსტი მეცნიერული მტკიცებულება, რომ შაქარი დამოკიდებულს ხდის ადამიანს.

მას აქვს ფსიქოლოგიური ეფექტი - სიამოვნების ჰორმონებს გამოიმუშავებს.

შაქარს ასევე ბავშვის ჰიპერაქტიურობის გამოწვევის ეფექტსაც მიაწერენ, მაგრამ არც ეს არ არის დამტკიცებული.

მითია, რომ შაქარი უშუალოდ დიაბეტს იწვევს. მათ შორის არის მხოლოდ ის კავშირი, რომ დიდი რაოდენობით შაქრის მიღებას შეუძლია ჭარბი წონა გამოიწვიოს, რაც უკვე ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რიკს-ფაქტორია.

ბევრისგან მოისმენთ, რომ დიეტის დროს ხილს უნდა მოერიდოთ, ვინაიდან ხილი ბუნებრივ შაქარს შეიცავს - ეს მოსაზრება მითია. ხილი უამრავ ვიტამინს, მინერალს, ბოჭკოს შეიცავს, რომლის მიღებაც ჯანსაღ ცხოვრებასთან და სიკვდილის რისკის შემცირებასთან ასოცირდება.

ბევრ მეცნიერს არ სჯერა, რომ შაქარი იწვევს სიმსივნეს, ან მის გავრცელებას აძლიერებს. ზოგადად, აღნიშნული მოსაზრება, გაჩნდა თეორიის საფუძველზე, რომ სიმსივნის უჯრედები სწრაფად იყოფა,ამისთვის მათ დიდი ენერგია სჭიდებათ, რომლის მიწოდებაც შაქარს შეუძლია.

მეცნიერები, ვინც სიმსივნეს იკვლევენ, ამბობემ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ უშაქრო დიეტა კიბოს გაჩენის რისკს შეამცირებს, დიაგნოზირებულის შემთხვევაში კი შეანელებს მის განვითარებას.

მიუხედავად ბევრი კვლევისა, მეცნიერების აზრი ორად იყოფა. საქმეს ართულებს ის კვლევები, რომლებიც კვებითი მრეწველობის წარმომადგენლების მიერ ფინანსდება.

პირდაპირი კავშირი შაქარსა და დიაბეტის, ან კიბოს გაჩენას შორის არ არსებობს.

თუმცა ზომიერება ყველაფერშია საჭირო. მთავარი პრობლემა ის ჭარბი წონაა, რაც შეიძლება შაქარმა გამოიწვიოს, შემდგომ კი ეს წონა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება.