კოტე მაისაიას ხსოვნას! - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

კოტე მაისაიას ხსოვნას!

კოტე მაისაიას ხსოვნას!
ექიმ კოტე მაისაიას მოულოდნელად გარდაცვალებამ შეძრა სამედიცინო საზოგადოება, გულისტკივილს გამოხატავენ კოლეგები, მეგობრები, სტუდენტები, პაციენტები, ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ამ საოცრად თბილ და პოზიტიურ ადამიანთან!


აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) კოლექტივი:

- რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ექიმ-გასტროენტეროლოგის კონსტანტინე მაისაიას გარდაცვალების გამო.
ბატონი კოტე, 35 წელზე მეტხანს, შესაშური ენერგიითა და თავდადებით მოღვაწეობდა ჩვენს კლინიკაში. იყო გამორჩეული პროფესიონალი, აღიარებული ექიმი - გასტროენტეროლოგი, მართლაც, რომ განსაკუთრებული თავისი პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით.
უპირველეს ყოვლისა, ის იყო ექიმი, ათასობით
პაციენტის მკურნალი, მათი იმედი და ნუგეშისმცემელი.

კოტე ექიმის კაბინეტთან არ არსებობდა დღის არც ერთი მონაკვეთი მომლოდინე პაციენტების გარეშე, თუმცა, ის მაინც ახერხებდა თითოეული მათგანისთვის დროის გამოყოფას, მათი სატკივარის გულისყურით მოსმენას და სათანადო რჩევა-დარიგებების მიცემას.

ამ დროს გეუფლება გრძნობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაწყდა და დამთავრდა, რისი
გაცნობიერებაც ყველას გვიჭირს, თუმცა გვჯერა, რომ მისი კოლეგები, აღზრდილები, ახალგაზრდა ექიმები ღირსეულად განაგრძობენ კოტე ექიმის საქმიანობას.

ვუსამძიმრეთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!



ციფრული მარკეტინგის, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნატალია ხურციძე:

- ძალიან მტკივა კონსტანტინე მაისაია, ძალიან! დიდებული პიროვნება, პროფესიონალი, ავკარგიანი, პოზიტიური, კეთილი, ყველას გვერდით მდგომი, ჩვენი კოტე!



საყოველთაო ამბულატორიული სამსახურის უფროსი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი:

- არც ვიცი რას ან როგორ ვწერ. ვიცი ის, რომ დღეს შენ, ჩვენო განუმეორებელო მეგობარო, დიდო ექიმო და განსაკუთრებულებო, უნიჭიერესო (ასეთი იყავი და ასეთად დარჩები) უცებ წახვედი.
მე ის ვიცი, რომ კიდევ ერთხელ გვითხარი- გიყვარდეთ ერთმანეთი, სულ ერთი წამია წუთისოფელი!
კოტე მაისაია, მადლობა მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, ძალიან გაგვიჭირდება უშენობა!

საქართველომ დაკარგა უდიდესი ექიმი და ადამიანი. ძალიან მიჭირს რამის დაწერა!


სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი სალომე კალანდაძე:

ვერ ვიჯერებ, რომ ბატონი კოტეს გარეშე უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე!
ყველას გისურვებთ ცხოვრებაში ისეთ გამოცდილებას, რაც მასთან მეგობრობამ შემძინა...


სამედიცინო კორესპონდენტი, მედიცინის დოქტორი თინათინ გოცაძე:

- ბატონ კოტესთან დაახლოების ბედნიერება სტუნდეტობის პერიოდში მხვდა წილად! საოცრად თბილი და პოზიტიური ადამიანი იყო, დინჯად და ტკბილად მოუბარი, გამორჩეული ექიმი და რესპონდენტი, მისი პროფესიონალიზმიდან, პიროვნული თვისებებიდან და ბუნებიდან გამომდინარე.

ხშირად ვსტუმრობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინტერვიუებისთვის. მახსოვს ერთხელ პაციენტთა გრძელ რიგში მდგომს, როგორ მომიახლოვდა მისი კაბინეტიდან გამოსული, კოტე ექიმით აღფრთოვანებული ერთი ქალი და ვერ იოკებდა ემოციებს - "გავგიჟდი, ეს რა კაცი ყოფილა, მარტო ექიმი კი არა, მე მგონია, კეთილი თოვლის ბაბუა არის, როგორ გისმენს, როგორ გესაუბრება, როგორ გიხსნის წყნარად ყველაფერს, არ შეიძლება, ჩვენი პაციენტების აზრი რომ დაბეჭდოთ ამ კაცზე მკურნალში?!"

ბატონ კოტეს, როგორც დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექიმს, არა ერთი საინტერესო თემა გაუშუქებია ჟურნალ "ოჯახის მკურნალისთვის", ის არაერთხელ ყოფილა რადიო "მკურნალის" სტუმარიც, ამ გასტროენტეროლოგის რჩევებსა და განმარტებებს, ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ მკითხველებიც და მსმენელებიც!

ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქცია იზიარებს ამ გამორჩეული ექიმისა და რესპონდენტის გარდაცვალებით გამოწვეულ დიდ მწუხარებას!


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
არც რვა და არც ოთხი ჭიქა არ დაუწესებია არავის ნორმად. სვამთ იმდენ სითხეს, რამდენიც თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება.
21-ე საუკუნე მეტაბოლური დაავადებების საუკუნეა - სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
ბუნების "საჩუქარი" - ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც ანტითრომბული და სისხლის გამათხელებელი თვისებები აქვს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესიული მოშლილობის მქონე ადამიანებში
ალკოჰოლი, თამბაქო, დარღვეული ძილის რეჟიმი, დიდხანს ფეხზე დგომა, მარილიანი საკვები - შეშუპების მიზეზებია. როგორ ვუმკურნალოთ?
ედინბურგის უნივერსიტეტის პალიატიური დახმარების ექიმის დევიდ ჯეფრის აზრით,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად