მედლის ორი მხარე - როგორია შენი გაზაფხული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედლის ორი მხარე - როგორია შენი გაზაფხული?

რა ემართება ჩვენს ორგანიზმს ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლისას.

სეზონურ ცვლილებას ჩვენი ორგანიზმი და ფსიქიკა თავისებური რეაქციებით პასუხობს.

ხშირ შემთვევაში, რიტმის ცვლილება ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის.

ზამთარს დაბალი ტემპერატურა, ჭარბი ტენიანობა, ცვალებადი ამინდი, არასრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ახლავს თან, რაც ჩვენს ორგანიზმს აუძლურებს. გაზაფხულის დადგომისას იმატებს დღე, ჰაერის ტემპერატურა, სითბო და სინათლე ადამიანს სულიერ შვებას ჰგვრის,მისი გუნება-განწყობილებაც უმჯობესდება.

ზამთრის მოდუნებას აქტიური ცხოვრების წესი ანაცვლებს და ადამიანი მზესთან ერთად ენერგიის მოზღვავებასაც გრძნობს.

გრძნობათა ორგანოები აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული. მწვანე ფერი, რომელიც თანდათან მატულობს, გამოღვიძებული ბუნება, გაზაფხულის სურნელი, მზის სხივები ერთიანად მოქმედებენ ფსიქიკაზე, ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება სხვადასხვა განცდა.

წელიწადის ამ დროს იცვლება როგორც განწყობა, ასევე მოთხოვნილებებიც. გამწვანებული ბუნება, ყვავილები, მცენარეები - ასტიმულირებენ ნივთიერებათა ცვლას, გულის მუშაობას. ყვავილები ხსნის სტრესს, ზამთრის დეპრესია ქრება და შინაგანი წონასწორობა აღდგება.

გარდამავალი პერიოდი ზოგ ადამიანზე ნეგატიურად მოქმედებს.

გაზაფხულის წვიმებმა, მაგნიტურმა ქარებმა შეიძლება თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება გამოიწვიოს.

წელიწადის დროებს შორის გაზაფხული ყველაზე მძიმეა ადამიანის ორგანიზმისთვის, ამ პერიოდში პიკს აღწევს ჰიპოვიტამინოზი (ვიტამინების ნაკლებობა).

ზამთარში გადატანილი ვირუსულ-ბაქტერიული ინფექციების შემდგომ ადამიანის ორგანიზმი ბოლომდე არ არის მოძლიერებული. ეს საოცარ სისუსტეს და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს წვევს.

გაზაფხულზე იცვლება არტერიული წნევის მაჩვენებელი, თრომბოციტების აგრეგაცია, ლიპიდური ცვლა, გლუკუზისადმი ტოლერანტობა, ორგანიზმის იმუნორეაქციულობა, მგრძნობელობა სხვადასხვა მედიკამენტისა და ტოქსიკური ნივთიერების მიმართ.

ეს ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების, წყლულოვანი დაავადების, რევმატიზმის, ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, ეპილეფსიის და ზოგიერთი ფსიქიკური მოშლილობის გამწვავების მიზეზი ხდება.

მომატებულია წნევის მაჩვენებელი, აღინიშნება გულის ფრიალი, სახის წამოწითლება, თავის ტკივილი, ძირითადად, კეფის არეში.

ყურადღება უნდა მიექცეს გულის იშემიურ დაავადებებს.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ვისაც აწუხებს, გაზაფხული არც მათ სწყალობთ, წელიწადის ამ დროს და შემოდგომაზე ეს დაავადებები მწვავდება.

გაზაფხულზე, ყვავილების აყვავებას უამრავი ალერგენის გააქტიურება მოსდევს, რაც ბრონქული ასთმის გახშირების მიზეზია.

როგორც ხედავთ, გაზაფხულის თვეები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს.

სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში ცვლილებებია, ორგანიზმის გადაწყობა ხდება.

თუ თქვენ თავს შეუძლოთ იგრძნობთ, არ შეშინდეთ, ეს სეზონურმა ცვლამ იცის, ისეირნეთ ბევრი სუფთა ჰაერზე, მიირთვით ბევრი ხილ-ბოსტნეული, ცილით მდიდარი საკვები, აკონტროლეთ წნევა და ქრონიკული დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართეთ ექიმს.