რატომ უნდა სვათ კაკაო რეგულარულად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა სვათ კაკაო რეგულარულად

მას შემდეგ, რაც კაკაო ევროპაში გავრცელდა, მისი გამოყენება სამედიცინო დანიშნულებით მალევე დაიწყო.

ის არაერთ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მდიდარია მინერალური ნივთიერებებით - რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და მაგნიუმით. კაკაო B ჯგუფის ვიტამინებსა და უჯრედისს შეიცავს.

რძით მომზადებული კაკაო აძლიერებს იმუნურ სისტემას, სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის მომატებას უწყობს ხელს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ძალიან კარგია თბილი, თაფლიანი კაკაო გრიპის, ანემიისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

• მდიდარია პოლიფენოლებით

კაკაო პოლიფენოლების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა. მასში შემავალი ბუნებრივი პოლიფენოლები ხელს უშლიან უჯრედში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას, რითაც ორგანიზმს ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარებისგან იცავენ.

მასში მრავლდაა ფლავონოიდები, რასაც ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

პოლიფენოლები კი უზრუნველყოფენ სისხლის უკეთ მიმოქცევას, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონის გაუმჯობესებას.

• მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს

აზოტის ოქსიდის დონის გაუმჯობესებით ის წნევას არეგულირებს.

კაკაოს, როგორც ფხვნილის, ასევე მუქი შოკოლადის სახით, შეუძლია არტერიული წნევის დაწევას შეუწყოს ხელი. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების და ქოლესტერინის დონის რეგულირებით, ის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ამცირებს. გულის უკმარისობის დროს კარგია კაკაო, ვინაიდან კალიუმის მაღალი შემცველობა აქვს.

• თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

მასში შემავალი პოლიფენოლები აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას. კვლევისას აღმოჩნდა, რომ მაღალი ფლავანოლის შემცველობის შედეგად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა 8%-ით გაუმჯობესდა. ის აუმჯობესებს მეხსიერებას.

კაკაოს რეგულარული სმა სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის.

• აუმჯობესებს განწყობას და შესანიშნავად ებრძვის დეპრესიას.

ის შეიცავს ტრიპტოფანს, რაც ბედნიერების ჰორმონის სერატონინის შემადგენელი ამინმოჟავაა. ამიტომ, მისი მირთმევით გუნება-განწყობილება უმჯობესდება. ის სტრესს შეგიმცირებთ, სიმშვიდეს მოგანიჭებთ და ტონუსს აგიმაღლებთ.

• ასთმა

თეობრომინი და თეოფილინი, რომელიც კაკაოს შემადგენლობაში შედის,  სასარგებლოა ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის.

თეობრომინი ალკალოიდია, რომელიც კოფეინის მსგავსია და ხველისთვის კარგია. თეოფილინი კი ფილტვებისთვის და სასუნთქი გზების გაფართოებისთვისაა.

კაკაო ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის. ის პრეპარატები, რომლებიც კაკაოს შეიცავს, უკეთ ებრძვიან ხველას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევები კვლავ გრძელდება.

პურინების შემცველობის გამო კაკაო რეკომენდებული არ არის პოდაგრითა და თირკმლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.