რატომ უნდა ამოიღოთ მაიონეზი კვების რაციონიდან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

რატომ უნდა ამოიღოთ მაიონეზი კვების რაციონიდან

რატომ უნდა ამოიღოთ მაიონეზი კვების რაციონიდან
ფრანგული წარმოშობის სოუსი, რომელსაც მრავალი ქვეყნის სამზარეულო იყენებს, მავნეა. მაიონეზის შემადგენლობა მარტივია და შეიცავს: მცენარეულ ზეთს, წყალს, კვერცხის გულს, მდოგვს, ძმარს, მარილსა და შაქარს.

მარკეტში ნაყიდი მაიონეზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სოუსია და ყველაფერს უხდება, ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმს და უამრავ სხვადასხვა დანამატს შეიცავს. მას ნატურალური კვერცხის გულის, ნაცვლად კვერცხის ფხვნილი აქვს.

შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს: ძმარს, მდოგვს, ბევრ მარილს და წიწაკას. პროდუქტი კონსერვირებულია, რაზეც მისი შენახვის ვადა მეტყველებს.

ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული მაიონეზის მაცივარში შენახვა შეიძლება არა უმეტეს 5 დღისა.

ის ერთ-ერთი
ყველაზე არაჯანსაღი საკვებია, რომელიც არდიეტურია და ძალიან კალორიული.

უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული მაიონეზი შეიცავს არაჯანსაღ ცხიმებს.

ამასთანავე ის, ძირითადად, მზადდება სოიოს, სიმინდის, ან მცენარეული ზეთით, რომელიც ომეგა- 6 ცხიმებს შეიცავს. ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიდი რაოდენობით ომეგა-6 და ნაკლები რაოდენობით ომეგა-3 უკვე
პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისთვის.

ეს არაჯანსაღი თანაფარდობა, რომელსაც მაიონეზი და სხვა დამუშავებული საკვები უწყობს ხელს, ზრდის გულის დაავადებების, ზოგირთი სახის კიბოს, დიაბეტი ტიპი 2-ის, ოსტეოპოროზის რისკს. ასევე, ანთებითი და აუტოიმუნური აშლილობის რისკს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.

ცხიმისშემცველი მაიონეზი შეიცავს შაქარს - 1 ს/კ-ზე 4 გრამს, თუ თქვენ სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებთ, მას უნდა მოერიდოთ.

თუ თქვენი მიზანია სრულყოფილი ჯანმრთელობა, მოერიდეთ კომერციულ მაიონეზს, ვინაიდან ის უამრავ კონსერვანტს, ასევე მონოზოდიუმის გლუტამატს შეიცავს.

გამოიყენეთ სოუსი რაც შეიძლება იშვიათად, ან დაამზადეთ თავად.


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინტერვიუ სალომე ბაკურაძესთან - როგორია მისი ცხოვრების წესი,როგორ იკვევბება, ვარჯიშობს თუ არა, როგორია მისი ძილის რეჟიმი და როგორ ფორმებში გადაიტანა კოვიდ19.
სხვადასხვა დროს დასაძინებლად დაწოლა და გაღვიძება შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი.
რეკომენდაცია თავის დაბანის სიხშირის შესახებ დამოკიდებულია ადამიანზე, გარემოზე და წელიწადის დროზე.
ნიკოტინზე უარის თქმა აძლიერებს შიმშილის გრძნობას, რაც შეიძლება გახდეს ჭარბი წონის მიზეზი.
ყველის მაგარი სახეობა და ნიგოზი ხელს უწყობს კბილების ნადებისგან მექანიკურ გასუფთავებას.
შტოში - კეკნკროვანი მცენარე, რომელიც რიგი სასარგებლო თვისებების მატარებელია.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად