5 რჩევა - როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი დისტანციურად მუშაობის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

5 რჩევა - როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი დისტანციურად მუშაობის დროს

5 რჩევა - როგორ ავიცილოთ თავიდან წელის ტკივილი დისტანციურად მუშაობის დროს
კორონავირუსის პანდემიამ, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანს სახლიდან მუშაობა აიძულა. ფიზიკური აქტივობის დაქვეითების და მუდმივად, ოთხ კედელში ყოფნის გამო ხშირად ადამიანებს აღინიშნება, ზურგის, წელისა და კისრის ტკივილი.

მთელი დღე ნუ მიეჯაჭვებით ერთ ადგილს.

ყველა ექსპერტი იზიარებს იმ აზრს, რომ ხერხემლისთვის საუკეთესოა მოძრაობა. შეეცადეთ ერთიდაიგივე მდგომარეობაში ძალიან დიდ ხანს არ გაჩერდეთ. ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისათვის, რომ იმოძრაოთ. მოძრაობისას თავის, კისრისა და ზურგის ასევე მთელი სხეულის მდგომარეობის შენარჩუნებაში მონაწილეობს კუნთების სხვადასხვა ჯგუფი. გაისეირნეთ ქუჩაში ნებისმიერი შესაძლებლობისას. მოძრაობა ეხმარება ადამიანს სუნთქვაში, აფართოებს გულმკერდის კედელს და
ხელს უშლის კუნთების ატროფიის განვითარებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და პოხავს სინოვიალურ სახსრებს, რაც თავისუფალ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.

მომართეთ მაღვიძარა.

დღის რეჟიმის დაცვა, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მეტად მოძრაობაში, მარტივი არ არის. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ ტელეფონზე ან კომპიუტერზე დავაყენოთ შეტყობინება, რომ შესვენების დროა. ეს კარგი საშუალებაა იმისათვის რომ
თავიდან ავირიდოთ ერთსადაიმავე პოზაში დიდ ხანს ყოფნა.

იზრუნეთ სამუშაო ადგილზე.

სერიოზულად მიუდექით სამუშაო ადგილის მოწყობას. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ძვირადღირებული ავეჯი შევიძინოთ. ზოგჯერ სრულიად საკმარისია ბალიშიც კი წელის დასაცავად. კომპიუტერის ეკრანი შეეცადეთ იყოს თვალის დონეზე, ასე აღარ მოგიწევთ მუდამ თავის დახრა და ქვევით ყურება.

მოიწესრიგეთ ძილი

ერთის მხრივ პანდემია გვიზღუდავს ვარჯიშს, მეორეს მხრივ გვიძლიერებს ჯანმრთელობასთან, სამსახურთან, ბავშვების განათლებასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებულ განცდებს. ხერხემლის მრავალი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს ნერვულ გადაძაბვასა და სტრესს. ანუ იგი ბიოფსიქოსოციალური პრომბლემაა. მდგომარეობას ამძიმებს ზამთრის პერიოდიც, როდესაც ადამიანებს უარესდებათ განწყობა. სტრესის დაძლევის ერთერთი ქმედითი საშუალება ძილია, რისი გაუმჯობესებაც ძილის ჰიგიენითაა შესაძლებელი.

სადილის შემდეგ და საღამოობით ნუ მიიღებთ ყავას, დაწექით დასაძინებლად და გაიღვიძეთ ერთსადაიმავე დროს. დაძინებამდე ერთი საათით ადრე ნუღარ გამოიყენებთ ელექტრულ მოწყობილობებს. ხელოვნური სინათლე ხელს უშლის მელატონინის-ძილის ჰორმონის გამომუშავებას. ძილისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ეკრანიდან წამოსული ლურჯი სინათლე.

სამუშაო ადგილზე ვარჯიში

გაჭიმვების რეგულარული შესრულებით მნიშვნელოვნად შემცირდება ზურგის ტკივილი და სახსრებში მტვრევის შეგრძნება. გულმკერდის, ფეხების გაჭიმვის, ლოტოსის პოზის, კედლიდან განზიდვებისას მუშაობენ სხვადასხვა ჯგუფის კუნთები. სპეციალისტების აზრით იდეალური პოზა არ არსებობს, ამიტომ ისინი მუდმივ მოძრაობას გვირჩევენ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენს ორგანიზმში რაც მეტი ბედნიერების ჰორმონია, მით უფრო დიდხანს შეგვიძლია ვიმყოფებოდეთ
აშშ-ს ეკოლოგიური მედიცინის ნაციონალურ უნივერსტიტეტში დაადგინეს, რომ სიმსუქნე პირდაპირ ზემოქმედებას
სეზონურ ცვლას, როგორც ზღვა ენერგია, ასევე ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც ახასიათებს. ყველა ადამიანი სხვადასახვაგვარად რეაგირებს გაზაფხულზე.
ეს სასმელი უხვად შეიცავს ანტიოქიდანტებს, ამიტომაც დაბერებას აფერხებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ფრანგული წარმოშობის სოუსი, რომელსაც მრავალი ქვეყნის სამზარეულო იყენებს, მავნეა.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად