საშიში ნივთიერებები თქვენს ყოველდღიურობაში - ამოიცანით ისინი თავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშიში ნივთიერებები თქვენს ყოველდღიურობაში - ამოიცანით ისინი თავად

უცხო არავისთვის არ არის, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ქიმიური ნივთიერებაა, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეუძლია. თქვენ ყოველდღიურად მოიხმართ პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, კოსმეტიკას, რომელიც გამდიდრებულია საშიში ნივთიერებებით.

უფრო და უფრო იზრდება კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი, რასაც მსგავსი საშუალებების ხშირი მოხმარება უწყობს ხელს.

ვინაიდან, უმეტესი მათგანი, კარცეროგენულია.

თუკი საშიშია, მაშ რატომ გამოიყენება ასე აქტიურად ეს ნივთიერებები? კითხვაზე პასუხი მარტივია.

ისინი გაცილებით იაფია, ვიდრე მათი ნატურალური შემცვლელები. ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ თქვათ უარი სახის დამატენიანებლებზე,მკვებავებსა და ლოსიონებზე.

ჩაანაცვლეთ ისინი როზმარინის ფოთლის ექსტრაქთით, რომელიც შესანიშნავად დაგირბილებთ კანს, გამოიყენეთ ნატურლური ალოე, არგანის ზეთი - ის გამოშრობისგან დაიცავს თქვენს კანს.

ნატურალური საშუალებების დახმარებით კანს სუნთქვის საშუალება მიეცემა და უფრო ჯანსაღი იერი ექნება.ასევე, შეგიძლიათ ვიტამინი E და ვიტამინი A გამოიყენოთ.

რაც შეეხება, იმ ქიუმიური ნივთიერებების სიას, რომელიც აუცილებლად ეტიკეტზე უნდა გადაამოწმოთ. ესენია:

• პარაბენები (Parabens)

ისინი იაფი კონსერვანტებია, რომელიც კოსმეტიკის ფართო სპექტრში გამოიყენება. კოსმეტიკური საშუალებათა თითქმის, 60% პარაბენებს შეიცავს.

კვლევებით დასტურდება, რომ კანზე მოხვედრილი პარაბენი, მას შემდეგ, რაც კანიდან შეიწოვება სისხლში გადადის, ესტროგენებზე ახდენს ზეგავლენას და იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს. ამან კი შესაძლოა, მკერდის კიბოც გამოიწვიოს.

• SLS - ნატრიუმის ლაურილი, იგივე ლაურილსულფატი

იაფი საშუალებაა, რომელსაც სქელი ქაფი ახასიათებს, ასევე - გამწმენდი ეფექტი, სწორედ ამიტომ, აქტიურად გამოიყენება შამპუნებში, საპნებსა და ტანის დასაბან საშუალებებში.

კანის მოვლის საშუალებების 90% ამ ნივთიერებით არის გამდიდებული. ის იწვევს თვალების და კანის გაღიზიანებას. შეიძლება გახდეს დეპრესიის, დიარეის და უფრო მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელიც.

• ფორმალდეჰიდი

ეს უფერო აირადი ნივთიერება ყველგანაა: ლოსიონებში, ლაქებში, დეოდორანტებში, თმის სამკურნალო საშუალებებში, შამპუნებში.ტოქსიკურად მოქმედებს ორგანიზმზე, ხელს უწყობს თავის კანის დამწვრობასა და თმის ცვენას, ასევე ასთმის განვითარებას.

• ფტალატები (Phthalates)

სხვადასხვა პროდუქტი უფრო მეტად თხევადი და ნაკლებად მშრალი რომ იყოს, ამისათვის ფტალატები გამოიყენება. ეს არის ქიმიკატების ჯგუფი, რომელსაც სარეცხისაშუალებების, ლაქების, შამპუნების, საცხებისა და მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში ნახავთ.

ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემახშირადმისი სამიზნეა. შეუძლია მკერდის კიბოს, დიაბეტის, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის ( ADHD) პროვოცირება.

ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, პლასტმასის ნაცვლად, მინის ჭურჭელში დაფასოებული პროდუქტები გამოიყენეთ, მოერიდეთ სუნამოს შემცველ სარეცხ საშუალებებს.

• ტრიკლოზანი ( Triclosan / Microban)

აღნიშნული კონსერვანტიც ფართოდ გამოიყენება. ანტიბაქტერიული თვისებებისმქონე არაერთი პროდუქტი შეიცავს ტრიკლოზანს.

იგი ანტიბაქტერიულ საპნებში გვხვდება და მისი დიდი რაოდენობა მოქმედებს იმუნურ სისტემასა და ჰორმონულ ბალანსზე. რიგ ქვეყნებში აკრძალულია მისი გამოყენება, თუმცა ზოგიერთ დეოდორანტსა და კბილის პასტაში მას მაინც ნახავთ.

• პროპილენგლიკოლი (Propylene Glycol)

გლიკოლები თქვენი ორგანიზმისთვის საშიშია და ის უამრავ ნაერთში გვხვდება: სახის გამწმენდები, შამპუნები, კონდიციონერები - ისინი ბუტილენ გლიკოლს შეიცავენ. კბილის პასტა, დეოდორანტი, და საბავშვო პროდუქტები - ესენიც გლიკოლებია.

ანტიფრიზი, სწორედ ეთილენგლიკოლია. პროპილენგლიკოლს საღებავები შეიცავს. მას ზოგიერთ ორცხობილას და ნაყინს ამატებენ, რაც მათ სირბილეს უნარჩუნებს დიდხანს.

• ნავთობქიმიკატები და მინერალური ზეთი ( Petroleum/ Mineral Oil)

მათ პროდუქტების 22% შეიცავს. კვლევები ცხადყოფს, რომ კიბოს რიკსი იზრდება ამ პროდუქტების მოხმარებით. ისინი აღწევენ კანში და სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ჯანმრთელობას.

მათგან დამზადებული პროდუქტების შეცვლა შეგიძლიათ შიის კარაქით, მცენარეული გლიცერინით, ქოქოსის,მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთებით.

ის ქიმიური ნართები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ძალიან მცირე ნაწილია- გაცილებით მეტი, საშუალოდ 126 სახის დამაზიანებელი ნაერთი არსებობს, რომლებიც საყოფაცხოვრებო და კოსმეტიკურ საშუალებებში შეიძლება შეგხვდეთ.

იმისათვის, რომ თავი დაიცვათ, მოერიდეთ იაფფასიან საშუალებებს და გამოიყენეთ ბუნებრივი ნატურალური შემცვლელები.