რატომ უნდა გახდეს პრასი თქვენი საყვარელი საკვები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა გახდეს პრასი თქვენი საყვარელი საკვები?

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

• პრასი შესანიშნავი საკვებია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი გულის ჯანმრთელობას, ამასთანავე თქვენს სისხლძარღვებს დაიცავს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. მასში შედის ფლავონოიდები, რომლებიც ინფარქტის რისკს საგრძნობლად ამცირებს. პრასი მდიდარია კალიუმით. რეგულარული მოხმარებით, გაგიუმჯობესდებათ გულის კუნთის შეკუმშვის ფუნქცია. კალიუმი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის ათვისებას.

კატარაქტა და თვალის დაავადებები

• კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომელიც ასაკოვან ადამიანებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. პრასში კი შედის ზეაქსანტინი და ლუთეინი, რომლებიც იცავს თვალს ამ დაავადების განვითარებისაგან.

თავისუფალი რადიკალები თვალის ზედაპირს აზიანებს. პრასში შემავალი ანტიოქსიდანტები დაC ვიტამინი შლის თავისუფალ რადიკალებს და თვალის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

ოსტეოპოროზი და ჯანსაღი ძვლოვანი სისტემა.

• K ვიტამინისა და კალციუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ოსტეოკალცინის ცილის მოქმედებას, რაც სასარგებლოა თქვენი ძვლის გამაგრებისთვის. ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს. იზრდება ძვლის სიმკვრივე, რაც მოტეხილობისგან და დაზიანებისგან იცავს მას. თუმცა, ეს ვიტამინი რომ მიიღოთ მისგან, პრასი ცოცხლად უნდა ჭამოთ.

შაქრიანი დიაბეტი

• პრასი დაბალკალორიული და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონდე ბოსტნეულია, ამიტომ დიაბეტი ტიპი ორის დროს, საკვებ რაციონში აუცილებლადუნდა შედიოდეს.

ის შეიცავს ალიცინს, მკვებავ ნივთიერებას, რომელიც დიაბეტური ნეიროპათიისგან დაგიცავთ. სპილენძის და რკინის მაღალი შემცველობა დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.

ნერვული სისტემა

• B6 ვიტამინის დახმარებით თქვენ გაიუმჯობესებთ ნერვულ სისტემას. ყოველდღიური სტრესი, დაღლილობის შეგრძნება გაქრება, თუ თქვენს რაციონში აქტიურად შეიტანთ ამ საკვებს. გადაღლილობასა და მოთენთილობას შეამცირებთ, ვინაიდან ის მანგანუმის, ვიტამინი C –სა და ფოლატის შემცველი პროდუქტია.

იმუნური სისტემა

• ის მდიდარია A ვიტამინით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი იმუნური სისტემისათვის. ის გეხმარებათ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზმში ანთების შესამცირებლად.

ბუნებრივი შარდმდენი

• პრასი, ნატრიუმის დაბალი შემცველობის გამო, ერთ-ერთი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა. უზრუნველყოფს ტოქსინების მოცილებას. დეტოქსიკაცია სასარგებლოდ აისახება თქვენს თირკმელებზე. შემცირდება ორგანიზმში წყლისა და მარილის შეკავება, შესაბამისად ჰიპერტენზიის შემცირებას შეუწყობს ხელს ეს ბუნებრივი შარდმდენი. ამავე მიზეზით, პრასი ცელულიტსაც ებრძვის.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

• პრასი მდიდარია ბოჭკოთი. ის ორი სახის უხსნად და ხსნად ბოჭკოს შეიცავს. ხსნადი უწყობს საჭმლის მონელებას ხელს, შეკრულობის დროს შესანიშნავია. მეორე კი სრულებით წმენდს თქვენს ნაწლავებს.