9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

მცირე დამწვრობა, უბრალო ნაკაწრი თუ მოტეხილობა - ადამიანის ცხოვრებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება უეცრად გაჩნდეს. ამიტომ, პირველადი დახმარების ნივთები ყველა ოჯახში უნდა იყოს, რათა დროულად იმოქმედოთ.

პირველადი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომენდანტის საათის პირობებში, როდესაც საღამოს საათებში გადაადგილება შეზღუდულია. თუ თქვენ გექნებათ თქვენი სამედიცინო ნაკრები, უფრო დროულად იმოქმედებთ, თავსაც მეტად მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.

mkurnali.ge

  • პირველი, რაც უნდა იყოს თქვენს ნაკრებში, ეს არის სამედიცინო ხელთათმანი, რომელიც ღია ჭრილობის დროს დაგიცავთ დაზარალებულსაც და მაშველსაც.

mkurnali.ge

  • წყალბადის ზეჟანგი
ანტისეპტიკური ხსნარი აუცილებელი ნივთია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, ის დაგეხმარებათ ჭრილობის გაწმენდასა და დეზინფექციაში.

mkurnali.ge

  • დოლბანდი და წებოვანი პლასტირი ( ლეიკოპლასტირი)
ეს ორი ერთად დაგეხმარებათ ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერებაში. სტერილური დოლბანდი გადაიხვიეთ ჭრილობაზე, როდესაც შემცირდება სისხლდენა, შეგიძლიათ ლეიკოპლასტირი გადაიკრათ.

mkurnali.ge

ანტიბიოტის შემცველი მალამო

ჭრილობის გასუფთავების შემდეგ, მალამოს წასმა დაგეხმარებათ ინფექციისგან დაცვაში, ასევე ჭრილობის შეხორცებაში. მალამოს გამოყენებით აიცილებთ თავიდან ნაწიბურებს.

mkurnali.ge

იარა ბანდი ( ე.წ „სანტავიკი“) მცირე ჭრილობის დროს, ის ჭუჭყისგან და გაღიზიანებისგან დაგიცავთ.

mkurnali.ge

პინცეტი

ჭრილობიდან ნამსხვრევების ან ჭუჭყის გასუფთავებაში დაგეხმარებათ. არ გამოიყენოთ მწერის ნაკბენის დროს, ასე კანში უფრო მეტი შხამი შეიძლება აღმოჩნდეს.

mkurnali.ge

ტკივილგამაყუჩებელი

იბუბროფენი და ასპირინი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილების შესამსუბუქებლად. გამოიყენეთ ისინი ინსტრუქციის შესაბამისად. ასპირინი არ მისცეთ ბავშვებს და არ გამოიყენოთ გრიპის ვირუსის შესამსუბუქებლად.

გამოწერილი მედიკამენტები

თუ გაწუხებთ ასთმა, ალერგია, გულის დაავადებები, წნევა. ასეთი მედიკამენტები ყოველთვის უნდა გქონდეთ მომარაგებული.

mkurnali.ge

ცივი კომპრესი გამოიყენეთ ცივი კომპრესები დამწვრობის, დაჭიმულობის, დაზიანების და მწერების ნაკბენის სამკურნალოდ.

არ დაგავიწყდეთ ვადების კონტროლი. შეუმოწმეთ წამლებს ვარგისიანობის ვადა და შემდგომ გამოიყენეთ.