ამ გენში მუტაციის შედეგად ჩნდება მრავალი სიმსივნე, რომელიც ქიმიოთერაპიის მიმართაც მდგრადები არიან. ზოგჯერ p53 გენი არ ზიანდება, მაგრამ მისი აქტივობა დნმ-ის სხვა უბნებში მუტაციის გამო ქვეითდება. ეს მაგალითად შეიძლება მოხდეს MDM2 გენში მუტაციისას, რომელიც იცავს ჯანრმთელ უჯრედებს შემთხვევითი სიკვდილისაგან. მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, როგორ
რანსელერის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ამაში დაეხმარებათ EGCG (გალატ ეპიგალოკატექინი), რომელსაც შეიცავს მწვანე ჩაის ფოთლები. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს ანთებას. დადგინდა, რომ EGCG მოლეკულები აქტიურად უერთდებიან p53-ს. შედეგად, ცილა აქტიურდებოდა და კიბოს უჯრედები კვდებოდა - p53 კიბოს უჯრედებში თვითგანადგურების მექანიზმს უშვებდა.