უწყინარი თეთრი ლაქები კვლავ უკონტროლოა - ვიტილიგო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უწყინარი თეთრი ლაქები კვლავ უკონტროლოა - ვიტილიგო

პიგმენტის გამომუშავების უნარს. დღეისათვის უფრო და უფრო იზრდება, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ებრძვიან ამ დაავადებას და, რაც მთავარია, იბრძვიან ვიტილიგოს თანმხლები სტიგმისა და სტრესის წინააღმდეგ.

დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ძირითადად, მისი წარმოშობა ასოცირდება აუტოიმუნურ, გენეტიკურ, სტრესულ, ნერვოზულ და ვირუსულ დაავადებებთან.

ვიტილიგო არ არის გადამდები. დაავადებულ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტისაგან თავშეკავებით და ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმით არც საკუთარ თავს ვიცავთ რამისგან, თუმცა ვსტრესავთ ადამიანებს, რომელთათვის დაავადების აღმოჩენა შოკისმომგვრელია.

პატარები, რომლებსაც შეძენილი, ან თანდაყოლილი ვიტილიგო აქვთ, დღესდღეობით, მუდმივად ბულინგის მსხვერპლნი არიან.

ვიტილიგოსთვის დამახასიათებელი თეთრი ლაქები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა უბანზე ჩნდება, თავდაპირველად, მცირე ზომისაა, მალევე ისინი უკონტროლო ხდებიან და მიდრეკილნი არიან ზრდისკენ.

ლაქები, ძირითადად, ჩნდება სახეზე, ტუჩისა და თვალის ირგვლივ, ხელებზე, კისერსა და თავის მიდამოში.

ვიტილიგოს მართვა არ არის მარტივი. 2021 წელსაც, კოვიდის ფონზე, აქტიურად გრძელდება, დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური გზების ძიება.

კანის გადანერგვის გარდა, დღეს ბაზარზე არსებობს მედიკამენტები, ასევე მალამო ვიტილიგოს სამკურნალოდ, თუმცა ყოველთვის და ყველა პაციენტთან არ არის ისინი ეფექტური.

მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე თანამედროვე მეთოდად რჩება ფოტოთერაპიის სხივებით მკურნალობა, ასევე, მკვდარი ზღვის კლიმატოთერაპია, რომელიც დადებითად აისახება დაავადების მიმდინარეობაზე.

კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა თემაზე, რომ დაავადებულ ადგილზე მოხდეს პიგმენტის შეშვება - გადანერგვა.