რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პირიდან უსიამოვნო სუნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს პირიდან უსიამოვნო სუნი

უმრავლეს შემთხვევაში იგი დაკავშირებულია სტომატოლოგიურ ან ოტოლარინგოლოგიურ პრობლემებთან. ზოგჯერ პირიდან უსიამოვნო სუნი მეტყველებს ქრონიკულ ტონზილიტზე ან ჰაიმორის ღრუში მიმდინარე ანთებით პროცესზე.

ეს სიმპტომი ასევე შეიძლება თან ახლდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს. უსიამოვნო სუნს განაირობებს რაციონში გარკვეული პროდუქტების სიჭარბე, როგორიცაა: ხახვი, ნიორი, ბოლოკი, კომბოსტო, სუნელებით, განსაკუთრებით კარით, უხვად შეზავებული კერძები, სიგარეტი, ყავის ჭარბად მოხმარება. ხშირად ეს პრობლემა აღენიშნება მათ, ვისაც სამსახურში ბევრი ლაპარაკი უწევს, განვითარებული პირის სიმშრალის გამო. ნერწყვის რაოდენობის შემცირება იწვევს იმას, რომ უცხო უჯრედები ცუდად გამოირეცხება პირის ღრუდან, ხოლო კბილებში ჩარჩენილი საკვების ნარჩენები ლპება და უსიამოვნო სუნს გამოსცემს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას, ასევე საჭიროა სტომატოლოგის, ოტოლარინგოლოგის და /გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.