ევროპის რომელ ქალაქებშია ყველაზე დაბინძურებული ჰაერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ევროპის რომელ ქალაქებშია ყველაზე დაბინძურებული ჰაერი

ქალაქში თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების საშუალო დონის განსაზღვრისათვის გამოიყენებოდა სამი მათემატიკური მოდელი. ერთმანეთს ადარებდნენ 2015 და 2018 წლების მონაცემებს. მეცნიერების დასკვნით: PM2.5 და NO2 ნაწილაკების მაჩვენებელი რომ ყოფილიყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ უსაფრთხო ნორმებში, ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა ნაადრევი სიკვდილის 51000 და 900 შემთხვევის შესაბამისად, თავიდან აცილება.

დადგენილ იქნა, რომ NO2-თან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ესპანეთის, ბელგიის, იტალიისა და საფრანგეთის ქალაქებში. PM2.5 ნაწილაკებიდან სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდებოდა იტალიის მდინარე პოს სანაპიროებზე, პოლონეთის და ჩეხეთის სამხრეთით. ევროპული ქალაქების ტოპ-10 PM2.5 ნაწილაკებიდან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით ასე გამოიყურება: ბრეშია (იტალია), ბერგამო (იტალია), კარვინა (ჩეხეთი), ვიჩენცა (იტალია), სილეზიის მეტროპოლია (პოლონეთი), ოსტრავა (ჩეხეთი), იასტშემბრე-ზდრუი (პოლონეთი), გავიროვი (ჩეხეთი).

NO2-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ათეულში შედის შემდეგი ქალაქები: მადრიდი (ესპანეთი), ანტვერპენი (ბელგია), ტურინი (იტალია), პარიზი (საფრანგეთი), მილანი (იტალია), ბარსელონა (ესპანეთი), მოლიეტ-დელ-ვალიესი (ესპანეთი), ბრიუსელი (ბელგია), ხერნე (გერმანია) და არჟანტეი (საფრანგეთი).

უსაფრთხო ქალაქების რიცხვში მოხვდა ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიისა და შვედეთის ქალაქები.