როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე?

როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე?
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის სპეციალიტებმა ჩამოთვალეს ის ღონისძიებები, რომლებიც სპეციალური დიეტის დაცვის გარეშე, წონაში კლების საშუალებას მისცემს ადამიანს.

ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში შევასრულოთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში: ბუქნები, კედლიდან აზიდვა და ადგილზე სირბილი. დილა უმჯობესია დავიწყოთ 10 წუთიანი გასეირნებით.

ასევე უნდა შევზღუდოთ ალკოჰოლის მიღება, არ უნდა დავლიოთ ყავა შუადღის შემდეგ, ძილის გასაუმჯობესებლად. ხილის წვენები და სხვა ტკბილი სასმელები უნდა ჩავანაცვლოთ წყლით, რძით ან ჩაით. იგივე დამოკიდებულებაა რძიანი შოკოლადის მიმართაც. ის უნდა შევცვალოთ შავი შოკოლადით.

დღის განმავლობაში წახემსება რომ აღარ მოგვიხდეს, ექიმები
გვირჩევენ ძირითად კვებაზე მივიღოთ შედარებით მეტი საკვები.

რჩევების ნუსხაშია ასევე სეირნობა, დადებითი ემოციების მიღების ალტერნატიული საშუალებების ძიება (საკვების გარდა), მაგალითად სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან.

ამასთან, ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარკვეული საკვების აკრძალვა საჭირო არაა. თუ რაიმეს მირთმევა გსურთ, თავს უარი არ
უნდა უთხრათ. უბრალოდ, ეს აუჩქარებლად უნდა გააკეთოთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ინტერვიუ სალომე ბაკურაძესთან - როგორია მისი ცხოვრების წესი,როგორ იკვევბება, ვარჯიშობს თუ არა, როგორია მისი ძილის რეჟიმი და როგორ ფორმებში გადაიტანა კოვიდ19.
სხვადასხვა დროს დასაძინებლად დაწოლა და გაღვიძება შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი.
რეკომენდაცია თავის დაბანის სიხშირის შესახებ დამოკიდებულია ადამიანზე, გარემოზე და წელიწადის დროზე.
ნიკოტინზე უარის თქმა აძლიერებს შიმშილის გრძნობას, რაც შეიძლება გახდეს ჭარბი წონის მიზეზი.
ყველის მაგარი სახეობა და ნიგოზი ხელს უწყობს კბილების ნადებისგან მექანიკურ გასუფთავებას.
შტოში - კეკნკროვანი მცენარე, რომელიც რიგი სასარგებლო თვისებების მატარებელია.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად