ძილის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის დარღვევა

მოდუნებულია, თითქოს ძილი არ ეყოო, აღქმა გაძნელებული აქვს. მაშინ როცა ზოგი 3-4-საათიანი ძილითაც კი სრულად ახერხებს ძალთა აღდგენას და მხნედ იღვიძებს.

საერთოდ ნორმალური ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ინდივიდში საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს (4-5 სთ-იდან 10-12 საათის ფარგლებში). არსებობენ ჯანმრთელი „ძილისგუდები“ და ხანმოკლე ძილით გამორჩეულები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც ხანმოკლე ძილი სავსებით ჰყოფნით. ძილის ნორმის ძირითადი მაჩვენებელი მისი ხანგრძლივობა კი არა, დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნებაა! თუ ეს უკანასკნელი შედეგად არ მოსდევს ძილს, ამ შემთხვევაში საუბრობენ ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევაზე.

ძილის დარღვევის რამდენიმე სახე არსებობს:

ჰიპერსომნია - ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური ზრდაა. ის სხვადასხვა დაავადების (ენდოკრინული, ნევროლოგიური, რევმატოლოგიური და სხვა) დროს შეიძლება აღინიშნოს. როგორც წესი, დეპრესიის გამოვლინებაა. ე. წ. სეზონური დეპრესიები სწორედ ღამის ძილის გახანგრძლივებით ხასიათდება. ჰიპერსომნიის შემთხვევაში, მიუხედავად გახან-გრძლივებული ძილისა, ადამიანებს მაინც არ აქვთ დასვენებისა და ძალთა აღდგენის შეგრძნება, დღის განმავლობაში დაუოკებელი ძილიანობა და მოდუნებულობა აღენიშნებათ, მომატებული აქვთ მადა ტკბილეულისადმი. ჰიპერსომნიას ზოგჯერ გაღიზიანება, უსაფუძვლო განგაშის შეგრძნება და კუნთების ტკივილი ერწყმის.

ინსომნია - ტოტალური უძილობაა. ის გვხვდება როგორც ფსიქიკური (ნევროზები, დეპრესია, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი), ასევე სომატური დაავადებების დროს (ენდოკრინული და კანის ზოგიერთი დაავადების, ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების, ქრონიკული ტკივილისმიერი სინდრომების დროს და სხვა).

ინტრასომნიური დარღვევების დროს - ადამიანები ძილის პროცესის არასრულფასოვნად მიმდინარეობას უჩივიან. „ღრმა ძილით“ არ სძინავთ, ხშირ-ხშირად ეღვიძებათ და რაც მთავარია, ყოველი ასეთი გამოღვიძების შემდეგ ძალიან უჭირთ ჩაძინება.

პრესომნიური დარღვევები - როგორც წესი, უკავშირდება მომატებულ ემოციურ აგზნებადობასა და განგაშისმაგვარ მოვლენებს. ამ ტიპის დარღვევის დროს ჩაძინების მოძალებული სურვილი ადამიანებს ლოგინში ჩაწოლისთანავე უქრებათ. საწოლში მოკალათებისთანავე მათ ცუდი მოგონებანი და ნეგატიური, დამამძიმებელი ფიქრები იპყრობს, ძლიერდება მოძრაობითი აქტივობა და ადამიანი ცდილობს მისთვის სასურველი პოზა მიიღოს. ზოგიერთებს ქავილის ან ტკივილის შეგრძნება ეძალება. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ძალიან უნდა დაძინება, იტანჯება და ვერ იძინებს; თუ ნორმისას ჩაძინების პროცესი 3-10 წუთს მოიცავს, პრესომნიური დარღვევის დროს ის 30-40 წუთს გრძელდება; უფრო მეტიც, ადამიანებს ზოგჯერ საათობით უჭირთ ჩაძინება.

პოსტსომნიური დარღვევები - აერთიანებს იმ სიმპტომებს, რომლებიც ადამიანებს გამოღვიძებიდან უახლოეს პერიოდში აღენიშნებათ. რამდენიმესაათიანი ძილის მიუხედავად, ამ დროს ადამიანები გამოუძინებლები, მოდუნებულნი, ძილით დაუკმაყოფილებულნი და ძალაგამოცლილები დგებიან (ნაცვლად იმისა, რომ ძალებმოზღვავებულები, დასვენებულები და შემართულები ადგნენ). მათ დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა, გუნება-განწყობა, ზოგიერთებს აღენიშნებათ თავის ტკივილი, აპათია.

ზოგ ადამიანს ხანგრძლივი (კერძოდ, 8-9-10-საათიანი) ძილი არ „უხდება“, თავს კარგად გრძნობს და შესაბამისად, მისთვის ოპტიმალურია 6-საათიანი ძილი. ამის გამო, ასეთი პირები ყველა შემთხვევაში უნდა ეცადონ, ძილი არ გაიგრძელონ. ძილის ხანგრძლივობის კონტროლი ძალზე ადვილია მაღვიძარას საშუალებით. ამავე დროს, სასურველია ერთსა და იმავე დროს დაწოლა დასაძინებლად.

პოსტსომნიური მოვლენები ხშირად უვლინდებათ მათ, ვინც ჩვეულ რეჟიმს ამა თუ იმ მიზეზით არღვევს. მაგალითად, არსებობს კატეგორია, რომელსაც სხვადასხვა ვითარების გამო (სამსახურის სპეციფიკიდან ან დღის რეჟიმიდან გამომდინარე) რეგულარულად ერთსა და იმავე ხანგრძლივობის ძილით უწევს ძილი; საკმარისია ოპტიმალურ ხანგრძლივობას გადააჭარბონ, რომ გარკვეული პოსტსომნიური მოვლენები (ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება თავის არეში, აპათია, გუნება-განწყობის დაქვეითება) ეწყებათ, ანუ როგორც თავად აღნიშნავენ, ძილი მათ აღარ „ერგებათ“!

რჩევები:

  • ძილის წინ აუცილებლად გაისეირნეთ 20-30 წუთით;
  • ერიდეთ სავსე კუჭით დაძინებას;
  • იძინეთ გრილ ოთახში.