5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

მათი მოცულობა და ელასტიკურობა იკლებს და ონკოლოგიის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ნიკოტინი არის შხამი, რომელიც ბრონქული ეპითელიუმის გაღიზიანებას იწვევს. ასევე, სასუნთქი გზების, კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის შემადგენლობა უარესდება და იმუნიტეტიც ქვეითდება.

ამას გარდა, მწეველი ზიანს აყენებს გარშემომყოფებსაც. ყველა, ვინც ეწევა, ამ მოთხოვნილების მძევალი ხდება. სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ნებისყოფა - ცოტას. ის, რასაც ნარკომანიის მკურნალობისას "ლომკას" უწოდებენ, მსუბუქი დოზით მწეველებშიც გვხვდება, რაც ნიკოტინზე დამოკიდებულებაში და მოწევის დაუძლეველ მოთხოვნილებაში გამოიხატება. ყველაზე დიდი დაბრკოლება ნებისყოფის ნაკლებობაა.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც მავნე ჩვევის დაძლევაში დაგეხმარებათ!

1. ნიკოტინის პლასტირი

mkurnali.ge

ითვლება, რომ ის სჭირდება მათ, ვისაც უჭირს ორგანიზმიდან შხამების გამოდევნის პერიოდის გაძლება. ნიკოტინის პლასტირი უზრუნველყოფს მცირე დოზით საჭირო ნივთიერების მიღებას ურედებში. ამ მეთოდის მინუსი იმაშია, რომ ის აგვარებს მხოლოდ სიგარეტზე დამოკიდებულების ხარისხის პრობლემას, მაგრამ თავად პლასტირისგან გადაჩვევას - არა. ამიტომ, სიგარეტის თავის დანებების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ ნიკოტინის პლასტირზე დამოკიდებულების გადაჩვევაც.

2. ნიკოტინის საღეჭი რეზინები

mkurnali.ge

ნიკოტინის პლასტირის მსგავსად, ისიც შეიცავს მცირე დოზით ნივთიერებებს, რომელიც ამცირებს ნიკოტინის მოთხოვნილებას. მისი ნაკლი საშინელი გემოა, რის გამოც, მწეველები ხშირად უარს ამბობენ ნიკოტინის საღეჭ რეზინზე და სიგარეტს უბრუნდებიან.

3. ფსიქოლოგიური მიდგომა

mkurnali.ge

სიგარეტის დოზის შემცირება არ არის ეფექტური გამოსავალი. თქვენ ვერ გათავისუფლდებით დამოკიდებულებისაგან. უმჯობესია ერთბაშად შეწყვიტოთ მოწევა. მაგრამ, შეარჩიეთ დღე წინასწარ და მონიშნეთ კალენდარზე. სახლიდან მოაშორეთ საფერფლეები და სანთებელები. როდესაც მოწევა მოგინდებათ, მიირთვით მზესუმზირა, ხილი, ან ნებისმიერი ხემსი. შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ ჩვეულებრივი ფანქარი და მოწევის იმიტაცია გააკეთოთ. ყველაზე კარგია, თუ მოწევას მოგზაურობისას შეწყვეტთ. ახალი გარემო ძალიან დაგეხმარებათ ყურადღების გადატანაში.

4. ჰელსიერი - თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი

mkurnali.ge

გამაცხელებელი გაჯეტები ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. სპეციალურ აპარატში თავსდება ჰითსტიკი, რომელიც გაცხელების შემდეგ წარმოქმნის ორთქლს. "ჰელსიერი" იაპონურმა კომპანია "შKშ ცო"-მ შექმნა. 2015 წლიდან კომპანიაში მუშაობენ მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერები და მკვლევარები. საბოლოოდ, მათ წარმატებით გარდაქმნეს ტრადიციული თამბაქოს ფორმულა, რაც საფუძვლად დაედო "ჰელსიერის" შექმნას. "ჰელსიერი" არის თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივა, რომელიც ქმნის ნამდვილი სიგარეტის მოწევის შეგრძნებას ნიკოტინისა და ქიმიური დანამატების გარეშე. ის არ შეიცავს თამბაქოს, კუპრს, ნიკოტინს და სხვა მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს. არ აყენებს უსიამოვნო სუნს და არ გამოჰყოფს კვამლს. არსებობს 5 არომატის ჰითსტიკი: თამბაქოს კლასიკური გემო, მოცვი, მენთოლი, ციტრუსი და ყავა.

mkurnali.ge

გაიარე ტესტი და გაიგე, ჰელსიერის რომელი არომატი შეგეფერება

თუ მოწევის ჩვევისაგან გათავისუფლება ძალიან გიჭირთ, ჰელსიერზე გადასვლა ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. მისი შეძენა შესაძლებელია "სპარის" მაღაზიათა ქსელში, ან პირდაპირი შეკვეთის გზით, "ჰელსიერის" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

5. ფიზიკური აქტივობა/სუნთქვითი ვარჯიშები

mkurnali.ge

კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა. დაკავდით სპორტით, ირბინეთ დილაობით სუფთა ჰაერზე. არსებობს სპეციალური ვარჯიშებიც, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ:

ვარჯიში 1

როცა იგრძნობთ მოწევის ძლიერ სურვილს, გადით სუფთა ჰაერზე. დადექით გამართულად, მოდუნდით. ღრმად ჩაისუნთქეთ და გააჩერეთ სუნთქვა 2-5 წამი. შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვის ბოლოს შეაჩერეთ იგივე დროით სუნთქვა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ. ტვინი გაჯერდება ჟანგბადით და მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ. შედეგად, დიდი ხანი აღარ მოგინდებათ მოწევა.

ვარჯიში 2

ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და ბევრად სწრაფად ამოისუნთქეთ პირით. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ ისე, რომ ნელ-ნელა გაზარდოთ ტემპი. ეს იქნება ერთი ციკლი. მეტი ეფექტურობისთვის კარგი იქნება ამ ვარჯიშის 5-6 ციკლად შესრულება, 1-წუთიანი შესვენებებით. შეასრულეთ ვარჯიში ყოველ ჯერზე მაშინ, როცა მოწევა მოგინდებათ. ფილტვები საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს იღებს, მკერდში აღდგება სწორი ინერცია, ხოლო სასუნთქი ორგანოები მსუბუქ, მაგრამ სისტემატურ მასაჟს გადის დიაფრაგმის ძლიერი და რიტმული მოძრაობის წყალობით.

შეასრულეთ ეს მოძრაობები ყოველ ჯერზე მაშინ, როცა მოწევა მოგინდებათ. ასე არა მხოლოდ გადააგდებთ მავნე ჩვევას, არამედ გაავარჯიშებთ სასუნთქ ორგანოებს და გაისუფთავებთ ფილტვებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!