რა აყენებს რეალურად ზიანს ჩვენს ორგანიზმს სიგარეტის მოწევისას და როგორ გავხადოთ უვნებელი "მავნე ჩვევა" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა აყენებს რეალურად ზიანს ჩვენს ორგანიზმს სიგარეტის მოწევისას და როგორ გავხადოთ უვნებელი "მავნე ჩვევა"

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემა აკონტროლებს ჩვენს ორგანიზმში არსებულ ყველა პროცესს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ნერვული სისტემა განიცდის თამბაქოს შხამებით მოწამვლას. ნერვული სისტემის თამბაქოს მოწამვლის ერთ-ერთი პირველი ნიშანია თავბრუსხვევა. თავბრუსხვევას, როგორც წესი, თან ახლავს კრუნჩხვები, ზოგჯერ კი დიდი ინტენსივობით. ადამიანს უჭირს კონცენტრირება, უჩნდება გონების დაკარგვის შეგრძნება. დროთა განმავლობაში, მწეველებს ნევროზული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უვითარდებათ: დაღლილობა, გაღიზიანება, მეხსიერების შესუსტება, ნერვიულობა, თავის ტკივილი.

რესპირატორული სისტემა

სასუნთქი ორგანოები - პირველივე დარტყმას იღებს თამბაქოს მავნე ნივთიერებებისგან. ჭვარტლის მყარი ნაწილაკები აღიზიანებს ხორხის, ტრაქეის, ბრონქების, ყველაზე პატარა ბრონქიოლების და ფილტვის ბუშტუკების - ალვეოლების ლორწოვან გარსს. ზემოქმედების შედეგად ვითარდება სასუნთქი გზების ქრონიკული ანთება. მწეველებს ხშირად აწუხებთ ბრონქიტი, მათ მუდმივად აწუხებთ ხველა, განსაკუთრებით დილაობით. მწეველის ფილტვები უფრო მუქდება, ქრონიკული მტკივნეული ხველა იწვევს ფილტვის ქსოვილის ელასტიკურობის შემცირებას, იწვევს ალვეოლების დაჭიმვას და ემფიზემის განვითარებას. ტუბერკულოზი მწეველებში ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებში. მოწევა ფილტვის კიბოს ერთ-ერთი პირველი მიზეზია. სტატისტიკა ჯიუტი რამეა და ისინი ამბობენ, რომ მწეველები 10 ჯერ უფრო ხშირად განიცდიან ფილტვის კიბოს ვიდრე არამწეველები.

გულსისხლძარღვთა სისტემა

ბრიტანეთის ცნობილი სამედიცინო ჟურნალის BMJ-ის კვლევის დასკვნის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც დღეში თუნდაც ერთ ღერ სიგარეტს ეწევიან, 50%-ით მაინც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და ინსულტის 30%-ით გაზრდილი შანსი, ვიდრე არამწეველებს. მეცნიერები თვლიან, რომ ასეთი დაავადებების დროს არ არსებობს მოწევის "უსაფრთხო დონე" და სიგარეტის რაოდენობის შემცირება რეალურად, გადამწყვეტ გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობაზე.

სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და არა კიბო, წარმოადგენს მწეველებისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას და ნაადრევი სიკვდილის 48%-ზეა პასუხისმგებელი. ამისდა მიუხედავად, მწეველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეში 20 ღერი სიგარეტის მოწევის ჩვევამ, საშუალოდ, 100 შუახნის ასაკის ადამიანებში, გულის შეტევის შვიდი შემთხვევა გამოიწვია, ხოლო სიგარეტის მოწევის რაოდენობის მკვეთრი შემცირების შემთხვევაშიც, დღეში ერთ ღერამდე დაყვანით, გულის სამი შეტევა მაინც დაფიქსირდა.

მამაკაცებში, რომლებიც დღეში ერთ ღერ სიგარეტს მაინც ეწევიან, კორონარული უკმარისობის განვითარების რისკი 48%-ით იზრდება, რაც თავის მხრივ გულის შეტევას იწვევს. ხოლო ინსულტის განვითარების რისკი მეოთხედით უფრო მაღალია არამწეველებთან შედარებით.

ეს მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია: გულის შეტევების რისკი იზრდება 57%-ით, ხოლო ინსულტისა - 31%-ით.

  • ეს არის დამატებითი ტვირთი, რომელსაც ჩვენი გული ატარებს!

სიგარეტის რაოდენობის შემცირება გამოსავალი არ არის, მაგრამ არსებობს სიგარეტის შემცვლელები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის გაცილებით ნაკლებად საზიანოა და დაავადებათა რისკებს საგრძნობლად ამცირებს.

გაცხელების სისტემები სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნებადართული, მათ შორის საქართველოშიც. ის ჯერ კიდევ 1988 წელს გამოიგონეს, მაგრამ მისი ისტორია არ გაგრძელდა, რადგან მწარმოებლების თქმით, არავინ ყიდულობდა მათ ახალ პროდუქტს. ახლა კი სიგარეტის შემცვლელები მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა.

როგორ მუშაობს?

ელექტრონული სისტემის შიგნით იდება გათბობადი ჩხირი, რომელშიც მოთავსებულია თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი, მცენარეული ჰითსტიკი. მეტალის დისკისა და აკუმულატორის საშუალებით, შიგთავსი დაახლოებით 350 °ჩ-მდე ცხელდება, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის დროს, ტემპერატურა 600 °ჩ-ზე გაცილებით მაღალია. ასეთ დაბალ ტემპერატურაზე არ ხდება წვის პროცესი და არ გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები. უბრალოდ, წარმოიქმნება ორთქლი, რომელსაც ჩაისუნთქავს ადამიანი.

mkurnali.ge

მწარმოებლების აზრით, ჰითსტიკის გაცხელებით გაცილებით ნაკლები მავნე ნივთიერება წარმოიქმნება, ვიდრე მისი წვის მომენტში.

ასეთი სისტემები ადამიანებს ეხმარება ჩვეულებრივი, გაცილებით მავნებელი სიგარეტის გადაგდებაში. თუ ადამიანს არ შეუძლია ამ ჩვევისგან სამუდამოდ გათავისუფლება, შეუძლია ჩაანაცვლოს ის მცენარეული ჰითსტიკით და ზიანი არ მიაყენოს ორგანიზმს.

mkurnali.ge

ბევრი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ მომავალში სურთ, რომ ყველა სიგარეტი ბევრად უსაფრთხო სისტემით შეცვალონ. მაგრამ სანამ ასეთი მომავალი დადგება, ქვეყნებში, სადაც აქტიურად იბრძვიან სიგარეტის წინააღმდეგ, რეკომენდაციას უწევენ გამაცხელებელ სისტემებს.

უნიკოტინო ჰითსტიკი საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი. "ჰელსიერი" იაპონურმა კომპანია "SKS co"-მ შექმნა. 2015 წლიდან დღემდე კომპანიაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაში მუშაობენ მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერები და მკვლევარები. საბოლოოდ, მათ წარმატებით გარდაქმნეს ტრადიციული თამბაქოს ფორმულა, რაც საფუძვლად დაედო "ჰელსიერის" შექმნას.

"ჰელსიერი" არის მცენარეული ჰით-სტიკი, რევოლუციური პროდუქტი, რომელიც ტრადიციული თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის იდეალური ალტერნატივაა.

  • ის არ შეიცავს ნიკოტინს, კუპრს, მხუთავ აირს და სხვა მავნე ნივთიერებებს.
  • არ გამოყოფს კვამლს და არ აყენებს უსიამოვნო სუნს.

ჰელსიერი - ეს არის თამბაქოს ბიოლოგიური ალტერნატივა, რომელიც ქმნის ნამდვილი სიგარეტის მოწევის შეგრძნებას ნიკოტინისა და ქიმიური დანამატების გარეშე!

არსებობს რამდენიმე არომატით:

  • თამბაქო
  • ყავა - კოლუმბიური ყავის ავთენტური გემო
  • მოცვი
  • გრეიპფრუტისა და ლიმონის მიქსი
  • მენთოლი

mkurnali.ge

"ჰელსიერის" შეძენა "სპარის" სუპერმარკეტების ქსელში ან პირდაპირი შეკვეთის გზით facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.