ყველაფერი, რაც იმუნიტეტის გაძლიერების შესახებ უნდა იცოდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც იმუნიტეტის გაძლიერების შესახებ უნდა იცოდეთ

თუ რამდენად ძლიერი იმუნიტეტი აქვს ადამიანს. როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ მან სხეულის სათანადოდ დაცვა შეძლოს? – ამ კითხვაზე Herbalife Nutrition-ის კვების ინსტიტუტის დირექტორის დევიდ ჰიბერის პასუხებს გთავაზობთ.

კვება და იმუნიტეტი

დაბალანსებული საკვები უნდა შეიცავდეს ცილის, ბოსტნეულის თუ ხილის, ასევე ცეხვილი მარცვლეულის ჯანსაღ წყაროს და სასარგებლო ცხიმებს. ყველამ იცის, რომ ცილები კუნთოვანის მასის ზრდისთვის არის საჭირო, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ ისიც, რომ ცილა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი იმუნური სისტემის სიჯანსაღის .შენარჩუნებაში. ხილი და ბოსტნეული არის ვიტამინებისა და მინერალების, განსაკუთრებით, A და C ვიტამინების წყარო, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნურ ფუნქციებს. ჯანსაღი ცეხვილი მარცვლეულის გარდა, ხილი და ბოსტნეულიც შეიცავს უამრავ ბოჭკოს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას - ეს იმუნური ფუნქციის მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს იმუნური უჯრედები, რომლებიც განლაგებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე. ფერმენტირებული საკვები, როგორიცაა, იოგურტი, ბოსტნეულის მარინადები და ტემპე, უზრუნველყოფს ბუნებრივ პრობიოტიკებს (ე.წ. "კარგ ბაქტერიებს"), რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში "ბინადრობენ". კარგი ბაქტერიები ხელს უწყობენ იმუნურ ჯანმრთელობას სხვა ბაქტერიების გამოდევნით, რომლებმაც შეიძლება პოტენციურად ავად გაგვხადოს.

ეცადეთ, ცილები მიიღოთ უცხიმო მცენარეული ან ცხოველური წყაროებიდან, როგორიცაა, თევზი / მოლუსკები, უცხიმო ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, უცხიმო რძის პროდუქტები და სოიოს პროდუქტები, როგორიცაა ტოფუ და ტემპი. პროტეინის კოქტეილების საშუალებით შეგიძლიათ მოამზადოთ სმუზი ან დაამატოთ ის სხვა კერძებში. მაგალითად, Herbalife Nutrition-ის კოქტეილი "ფორმულა 1–ით", რომელიც საჭირო რაოდენობით ცილებს შეიცავს,  შეგიძლიათ საუზმე ჩაანაცვლოთ. კოქტეილი "ფორმულა 1" არის სრულყოფილი საკვები, რომელიც უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას რამდენიმე საათის განმავლობაში, შეიცავს აუცილებელი საკვები ნივთიერებების დაბალანსებულ კომბინაციას და მზადდება სულ რაღაც 2 წუთში.

mkurnali.ge

ხილი და ბოსტნეული უზრუნველყოფს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტის გაძლიერებას, ამიტომ კარგი იქნება, მიზნად დავისახოთ მინიმუმ ერთი ხილის ან ბოსტნეულის შეტანა ყოველი ძირითადი საკვების და წახემსების რაციონში. ხილში, ბოსტნეულში, ლობიოში, ოსპში და ცეხვილ მარცვლეულში შემავალი ბოჭკოები წარმოადგენენ კარგი ბაქტერიების საკვებს, ამიტომ საკმაო ოდენობის ბოჭკოვანი ნივთიერებებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.

ჯანსაღი ცხიმები საკვებიდან, როგორიცაა თხილეული, ავოკადო ან ხილი ან მარცვლებზე დამზადებული ზეთები ეხმარება სხეულს შეიწოვოს ცხიმში ხსნადი ვიტამინები, მათ შორის A ვიტამინი.

დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი ოდენობით სითხეს მთელი დღის განმავლობაში და გაითვალისწინეთ, რომ ჩაი და სხვა მცენარეული სასმელები ითვლება თქვენს ყოველდღიური სითხის მიღების რაოდენობაში. მაგალითად, Herbalife Nutrition-ის მცენარეული სასმელი, რომელიც შემადგენლობიდან გამომდინარე აძლიერებს ორგანიზმის ანტიოქსიდაციური დაცვას და მისი კოფეინი ეფექტურ ტონიზირებას უზრუნველყოფს.

ვარჯიში და იმუნიტეტი

სხვადასხვა კვლევის თანახმად რეგულარული ვარჯიში დადებითად მოქმედებს იმუნურ ჯანმრთელობაზე, რადგან მას შეუძლია დადებითი ეფექტი მოახდინოს თქვენი სხეულის უნარზე, რომ სიჯანსაღე შეინარჩუნოს და გავრცელებულ დაავადებებს გაუმკლავდეს.

ვარჯიში აუმჯობესებს ზოგად ჯანმრთელობას და კეთილდღეობის შეგრძნებას და ეს არის შესანიშნავი გზა სტრესთან საბრძოლველად. ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ კონცენტრირებული და უფრო რაციონალური აზროვნების შენარჩუნებაში.

mkurnali.ge

ფსიქიკური ჯანმრთელობა და იმუნიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ ერთმანეთთან კავშირზე ვიყოთ, ჩვენ მაინც გვსურს ადამიანებთან ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შეხებას და პირად შეხვედრებს რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ჩვენგანს აქვს შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

საკუთარ თავში სტრესის არსებობის გაცნობიერება და მისი მართვის ცოდნა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქრონიკული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს კეთილდღეობას და ასუსტებს იმუნური სისტემის უნარს, რომ ებრძოლოს ინფექციებს. სტრესმა შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გასეირნება, მუსიკის მოსმენა ან დასვენებისთვის მშვიდი ადგილის მოძებნა დაგეხმარებათ ფსიქიკური მდგომარეობის "გადატვირთვაში" რომ შემდეგ ნორმალურად დაუბრუნდეთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია დრო გამოყოთ განტვირთვისთვის, მონაწილეობა მიიღოთ იმ საქმიანობაში, რომელიც მოგეწონებათ ან ფოკუსირება მოახდინოთ თქვენთვის რომელიმე ახალ თემაზე, რაც დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ და ენერგიულად იგრძნოთ თავი.

სტრესი და იმუნური ჯანმრთელობა

სტრესი არასასურველი მდგომარეობაა, თუმცა განსაკუთრებით საგანგაშოა ქრონიკული სტრესის მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში სხეული მუდმივად გააქტიურებულია, რის შედეგადაც მომატებულია არტერიული წნევა და არსებობს წონაში მატების ტენდენცია - გულსისხლძარღვთა დაავადებების მთავარი ფაქტორები. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კორტიზოლი ამცირებს ჩვენი იმუნური დამცავი უჯრედების წარმოქმნას, რომლებიც ცნობილია როგორც ლიმფოციტები. მწვავე ფაზაში შეიძლება სახეზე იყოს ამ უჯრედების ზრდა, მაგრამ სტრესის უფრო ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლისას კორტიზოლის გამოყოფა ლიმფოციტების დაქვეითებამდე მიგვიყვანს, რაც პოტენციურად უფრო მგრძნობიარეს გვხდის ინფექციასთან არაეფექტური ბრძოლის მიმართ. სტრესის შესამცირებლად საჭიროა: დასვენება, განტვირთვის ტექნიკის გამოყენება, რეკრეაცია, ურთიერთობები, რუტინა, ახლებური გააზრება.