ხასიათის რომელი თვისება განაპირობებს ბედნიერ ოჯახს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხასიათის რომელი თვისება განაპირობებს ბედნიერ ოჯახს

შესაქმნელად აუცილებელია ფსქილოგიური მოქნილობა.

ამ დასკვნის გაკეთების საფუძველი მათთვის გახდა თავიანთი კოლეგების მიერ ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებული 174 კვლევის მონაცემების ანალიზი. კვლევები მოიცავდა 44 ათასს ადამიანს.

ყურადღება და ემოციური მოქნილობა მძიმე სიტუაციებში არა მარტო აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, არამედ ამყარებს და ამდიდრებს ახლო ურთიერთობებს.

მეცნიერებმა დააზუსტეს, რას გულისხმობდნენ ფსიქოლოგიურ მოქნილობაში, ესაა: ერთმანეთის მხარდაჭერა, გულღიაობა, გახსნილობა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განცდების გაზიარება, ასევე შეგნებული დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ განცდებზე არ უნდა ჩავიციკლოთ, რთულ პერიოდებში აუცილებლად უნდა შევძლოთ პერსპექტივის დანახვა. წყვილმა უნდა შეძლოს ღრმა ფასეულობებისადმი ერთგულება, მიუხედავად ხასიათის რყევებისა და დროებითი სირთულეებისა და საერთო მიზნისკენ ერთად იაროს.

ფსიქოლოგიური მოქნილობა არა მარტო ცხოვრებისეული უსიამოვნებების დაძლევაში ეხმარება ადამიანებს, არამედ ხელს უწყობს ოჯახის სიმტკიცეს.

ამ თვისებების საწინააღმდეგო მხარეა რთული განცდებისა და აზრების, პასუხისმგებლობისაგან გაქცევა, უყურადღებობა, მომხდარის იგნორირება და იმ აზრებში ჩაციკვლა, რაც დიდი ხნის წინ უნდა განედევნა ადამიანს. ეს იწვევს სტრესის მატებას, გაკიცხვას და ურთიერთუკმაყოფილებას.