ხასიათის რომელი თვისება განაპირობებს ბედნიერ ოჯახს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ხასიათის რომელი თვისება განაპირობებს ბედნიერ ოჯახს

ხასიათის რომელი თვისება განაპირობებს ბედნიერ ოჯახს
აშშ-ს როჩესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად აუცილებელია ფსქილოგიური მოქნილობა.

ამ დასკვნის გაკეთების საფუძველი მათთვის გახდა თავიანთი კოლეგების მიერ ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებული 174 კვლევის მონაცემების ანალიზი. კვლევები მოიცავდა 44 ათასს ადამიანს.

ყურადღება და ემოციური მოქნილობა მძიმე სიტუაციებში არა მარტო აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას, არამედ ამყარებს და ამდიდრებს ახლო ურთიერთობებს.

მეცნიერებმა დააზუსტეს, რას გულისხმობდნენ ფსიქოლოგიურ მოქნილობაში, ესაა: ერთმანეთის მხარდაჭერა, გულღიაობა, გახსნილობა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განცდების გაზიარება, ასევე შეგნებული დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ განცდებზე არ
უნდა ჩავიციკლოთ, რთულ პერიოდებში აუცილებლად უნდა შევძლოთ პერსპექტივის დანახვა. წყვილმა უნდა შეძლოს ღრმა ფასეულობებისადმი ერთგულება, მიუხედავად ხასიათის რყევებისა და დროებითი სირთულეებისა და საერთო მიზნისკენ ერთად იაროს.

ფსიქოლოგიური მოქნილობა არა მარტო ცხოვრებისეული უსიამოვნებების დაძლევაში ეხმარება ადამიანებს, არამედ ხელს უწყობს ოჯახის სიმტკიცეს.

ამ თვისებების საწინააღმდეგო მხარეა რთული
განცდებისა და აზრების, პასუხისმგებლობისაგან გაქცევა, უყურადღებობა, მომხდარის იგნორირება და იმ აზრებში ჩაციკვლა, რაც დიდი ხნის წინ უნდა განედევნა ადამიანს. ეს იწვევს სტრესის მატებას, გაკიცხვას და ურთიერთუკმაყოფილებას.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
სეზონურ ცვლას, როგორც ზღვა ენერგია, ასევე ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც ახასიათებს. ყველა ადამიანი სხვადასახვაგვარად რეაგირებს გაზაფხულზე.
ეს სასმელი უხვად შეიცავს ანტიოქიდანტებს, ამიტომაც დაბერებას აფერხებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ფრანგული წარმოშობის სოუსი, რომელსაც მრავალი ქვეყნის სამზარეულო იყენებს, მავნეა.
კორონავირუსის პანდემიამ, მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანს სახლიდან მუშაობა აიძულა.
თქვენი ყოველდღიურობა ქიმიურ, მომწამლავ ნივთიერებებთან ურთიერთობას მოიცავს.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად